1994 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, იქ, სადაც ფეხბურთი ლამის გენეტიკის დონეზე და დიდი ვნებით უყვართ, ზეიმი იყო. სამხრეთამერიკული ნაკრებები სერიოზულად დაირაზმნენ და კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში საბრძოლო განწყობით მიდიოდნენ.

იმ წელს, ბრაზილიასა და არგენტინასთან ერთად, ბევრისთვის მოულოდნელად, სერიოზული ამბიციებით გამოირჩეოდა კოლუმბიის ეროვნული ნაკრებიც. ფეხბურთის ლეგენდა პელე მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად სწორედ კოლუმბიელებს განიხილავდა. პელეს სიტყვებში ლოგიკა ნამდვილად იყო: უკანასკნელ 26 მატჩში ნაკრებმა მხოლოდ ერთხელ განიცადა მარცხი.

განსაკუთრებით დიდებული იყო შესარჩევი ტურნირის უკანასკნელი მატჩი. გაბრიელ ბატისტუტასა და დიეგო მარადონას არგენტინას 7 ქულა ჰქონდა, კოლუმბიელებს - 8. მათი დაპირისპირებით გადაწყდებოდა, ვინ გავიდოდა ჩემპიონატზე პირდაპირ და ვის მოუწევდა პლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა, რომელიც კოლუმბიაში გაიმართა, მასპინძლების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, საპასუხო მატჩში კი არგენტინელები საკუთარ კედლებში 5:0 განადგურდნენ.

ზოგადად, კოლუმბიური ფეხბურთის აღმასვლა მას შემდეგ დაიწყო, როცა მსხვილმა ნარკოკარტელებმა ფეხბურთში ფულის ჩადება დაიწყეს. ისინი ადგილობრივ კლუბებს ყიდულობდნენ, ხოლო ნარკოსამყაროში კონკურენციამ უკვე სპორტში გადმოინაცვლა. შენდებოდა სავარჯიშო ბაზები, სტადიონებს უტარდებოდა რეკონსტრუქცია, ქვეყანაში მიდიოდნენ ლეგიონერები, მეტიც, პირველად ისტორიაში, კოლუმბიურმა კლუბმა "ატლეტიკო ნასიონალმა“ ლიბერტადორესის თასი მოიგო. ჩვენ ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მოგიყევით და დაინტერესების შემთხვევაში, ეს ისტორია შეგიძლიათ გადაიკითხოთ სტატიაში: "პაბლოს ფეხბურთი: დაშინებული, მოქრთამული და ზოგჯერ სიკვდილით დასჯილი მსაჯები და ციხეში გამართული მატჩი დიეგო მარადონასთან ერთად".

მიუხედავად იმისა, რომ პაბლო ესკობარი 1993 წელს მოკლეს, კრიმინალური სამყაროსა და ფეხბურთელების მჭიდრო კავშირები მაინც გრძელდებოდა. ეს სიტუაცია თავად მოთამაშეებსაც ხიბლავდათ - ნარკომოვაჭრეებთან მეგობრობა მათ სტატუსს ამაღლებდა და "კაი ტიპად“ წარმოაჩენდა. ხშირად ისეც ხდებოდა, ფეხბურთელები კლუბის თამაშებს ტოვებდნენ, რათა კრიმინალების ფეშენებელურ ვილებზე ამხანაგურ მატჩებში ეთამაშათ. ზოგი მათგანი იმდენად ღრმად გაერთო მაფიოზებთან დროის ტარებაში, რომ დანაშაულების მონაწილეც კი გახდა. მაგალითად, ლეგენდარული კოლუმბიელი მეკარე რენე იგიტა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავიდა, რადგან ბავშვის მოტაცების თანამონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული იყო. თუმცა 7 თვის შემდეგ ვერაფერი დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის გასვლით ბედნიერი იყო არა მხოლოდ მილიონობით სამხრეთამერიკელი, არამედ კრიმინალური სამყაროც. ისინი ამ ყველაფერს როგორც შესაძლებლობას, ისე აღიქვამდნენ. დაძაბულობა ორ სამყაროს შორის უკვე პირველივე ტურიდან დაიწყო: კოლუმბიელები ძლიერ ჯგუფში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მოულოდნელად რუმინეთთან 1:3 დამარცხდნენ. იატაკქვეშა ტოტალიზატორებმა უდიდესი ზარალი მიიღეს, რასაც ფეხბურთელების მიმართ მთელი რიგი მუქარები მოჰყვა. შემდეგი მატჩის შემადგენლობის ფორმირებაში მითითებები სამწვრთნელო შტაბმა უშუალოდ მაფიისგან მიიღო.

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც სიცოცხლის გამოსალმებით ემუქრებოდნენ, გაბრიელ გომესი იყო. გომესს ისე შეშინებია კრიმინალების, რომ საერთოდ უარი განაცხადა აშშ-სთან მატჩში მონაწილეობაზე. "ის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. ვერ მივცემდი თავს უფლებას, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დამეყენებინა“, - აღიარა ნაკრების მწვრთნელმა ფრანცისკო მატურანმა.

იმ მატჩში კოლუმბიამ აშშ-სთან 1:2 დათმო. ანგარიში ანდრეს ესკობარმა, ლეგენდარული ნარკომოვაჭრის, პაბლოს მოგვარემ გახსნა. თუმცა ანდრესმა გოლი არა მოწინააღმდეგის, არამედ საკუთარ კარში გაიტანა.

უკანასკნელ შეხვედრაში სამხრეთამერიკელებმა შვეიცარიას 2:0 სძლიეს, თუმცა ეს არაფერს აღარ წყვეტდა - კოლუმბია ბოლო ადგილზე გავიდა. ნაკრებსა და ფეხბურთის ფედერაციაში სრული გაუგებრობა იყო. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ნაკრები რაღაც პერიოდი აშშ-ში დარჩენილიყო, ჩამცხრალიყო სამშობლოში ვნებათაღელვა და მერე დაბრუნებულიყვნენ. თუმცა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ არ დარჩებოდნენ და უსუსური გამოსვლისთვის მათ არავინ დასჯიდა - ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი დაახლოებული იყო ადგილობრივ ავტორიტეტებთან და პროტექციით სარგებლობის იმედი ჰქონდათ.

1994 წლის 2 ივლისის საღამო. გაუსაძლისი სიცხე, სიოც კი არ იძროდა მედელინში. ირგვლივ ისეთი ჩახუთული იყო ჰაერი, სუნთქვა ჭირდა... ასეთ დროს კოლუმბიელები აგუარდიენტეს, იგივე შნაპსს ეტანებიან ხოლმე.

იმ საღამოს ესკობარმა ჭრელი პერანგი შემოიცვა, გარუჯულ ხელზე ძვირფასი საათი მოირგო და თავის საყვარელ ბარში წავიდა, რათა კარიერაში განცდილი სამარცხვინო ინციდენტი, რომელიც დღეც, ღამეც, ძილშიც თან ახლდა, როგორმე დაევიწყებინა, ეს კი მაშინ თუ ხერხდებოდა, როცა მსუბუქად შეთვრებოდა. როგორც კი ბარში შევიდა, ჯერ სიჩუმე ჩამოვარდა. ბუზებიც კი, რომლებიც ნათურას დასტრიალებდნენ, თითქოს გაჩერდნენ. მერე კი გინება ატყდა. ანდრესისთვის სამწუხაროდ, მას ისეთი ადამიანები ლანძღავდნენ, ვისაც სიტყვას ვერ შეუბრუნებდა. სხვა შემთხვევაში იქვე მოკლავდნენ. ისინი ძალადობითა და სისასტიკით განთქმული ძმები გალიონები გახლდნენ. შეშინებულმა ესკობარმა ბარი სასწრაფოდ დატოვა. პარკინგზე გავიდა თუ არა, გასროლის ხმაც გაისმა. ერთ გასროლას კიდევ 5 მოჰყვა. ტყვიები გავარვარებულ ჰაერს აპობდნენ და ესკობარის სხეულს ხვრეტდნენ. ექვსივე გასროლას თან ახლდა მკვლელის შეძახილი: "გოლ"! ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.

პოლიცია მკვლელის ავტომობილს დაედევნა და საბოლოო კვალი ძმებ გალიონებამდე მივიდა, თუმცა იმათ ვინ დაიჭერდა?! მკვლელობაში ძმების დაცვის წევრს დასდეს ბრალი და 43 წელი მიუსაჯეს, თუმცა მან მხოლოდ 11 წელი მოიხადა, მერე გათავისუფლდა და ცხოვრებით ტკბობა გააგრძელა.

ესკობარის დაკრძალვის დღეს მედელინში 125 ათასი ადამიანი გამოვიდა.

იმ ზაფხულის ბოლოს ანდრესი "მილანში“ გადადიოდა და სულმოუთქმელად ელოდა ნანატრ დღეს...

პროტესტის ნიშნად ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა უარი განაცხადა თამაშზე, 4 წელიწადში კი ნაკრების რეიტინგი, ფიფას მიხედვით, მე-4 ადგილიდან 34-ზე ჩავარდა.

1998 წლიდან მოყოლებული, 16 წლის განმავლობაში კოლუმბია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე აღარც გასულა.

ავტორი: ანრი კურტანიძე

წყარო: ambebi

აი პეპლები შენა გყოლია, შენა და იმასა ფაფაი რომ ჭამს
ჩვენზე სასტიკებიც არსებობენ
კაცკასიელები ხომ ვართ სასტიკები, ერთმანეთის არაფრის გამო გამეტება რომ შეგვიძლია, მაგრამ აფრიკელები და ლათინოები ჩვენზე უარესები არიან
კ ო მ ბ ლ ე
წესით კალაძე უნდა გამხსენებოდა, მაგრამ რატომღაც ქვილითაია მახსენდება ყოველთვის.. ვილითაია, ბურთის ვირტუოზი და ფრენის დიდოსტატი.. ესე რომ კრუიფზე დავწერო, ან მარადონაზე, ცამეთვლება, მაგრამ ქვილითაიაზე. დავცინი ხომ? აი ამაშია საქმე...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა