ფრანგი მარიონ ბარტოლი, რომელმაც წინა დღეს მოქმედ ჩემპიონს სერენა უილიამსს სძლია, გერმანელ საბინ ლისიცკისთან ვერას გახდა

გუშინ, უიმბლდონზე მამაკაცები ისვენებდნენ, ქალები კი ნახევარფინალისტებს არკვევდნენ.

ასეთი მოულოდნელი მეოთხედფინალური წყვილები "დიდი სლემის" ქალთა ტურნირებზე არასოდეს გვინახავს. სატურნირო ბადეში დარჩენილი რვა მონაწილედან ხუთი აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელი იყო. საერთოდ, ამ უიმბლდონზე უნიკალური სიტუაციის მოწმენი გავხდით. საქმე ისაა, რომ პირველად 1913 (!) წლის შემდეგ, რვავე მეოთხედფინალისტი ევროპიდან იყო.

სათამაშო დღე გერმანელმა საბინ ლისიცკიმ და ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ გახსნეს. ამ უკანასკნელმა წინა დღეს უმძიმეს მატჩში დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი სერენა უილიამსი და როგორც აღმოჩნდა, ამან ძალიან იმოქმედა ფრანგის ფიზიკურ მდგომარეობაზე. მარიონმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მის გონებას უნდოდა მოგება, მაგრამ სხეულს არ შეეძლო.

პირველ სეტში ლისიცკიმ ერთით მეტი ბრეიკი გააკეთა და ამის ხარჯზე 6:4 მოიგო. გერმანელი სრულად ფლობდა ინიციატივას და მეტოქეზე თითქმის ოთხჯერ მეტი "ვინერსი" გააკეთა - 18 5-ის წინააღმდეგ.

მეორე სეტში მოვლენები გაცილებით დრამატულად განვითარდა. თავიდან ბრეიკით ბარტოლი დაწინაურდა - 3:1, მაგრამ ლისიცკიმ არა მარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხა. 5:4-ზე ის მატჩზე აწვდიდა და სამი მატჩბოლიც მიიღო, მაგრამ ფრანგმა მორიგი სასწაული მოახდინა. ბარტოლიმ ჯერ გეიმი გადაარჩინა, შემდეგ კი ტაი-ბრეიკზე გაუღიმა ბედმა - 7:6(4).

სწორედ მესამე სეტში დაეტყო დაღლა ბარტოლის, რომელმაც თავიდანვე დათმო საკუთარი მოწოდება და მეტოქეს 3:0 დაწინაურების საშუალება მისცა. ფრანგმა ამ პარტიაში ერთადერთი გეიმი (მეოთხე) აიღო, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა, მაგრამ ეს მისი ბოლო წარმატება იყო მატჩში. მომდევნო სამი გეიმი ლისიცკის დარჩა და ასე გავიდა ძირითად ბადეში უაილდ-ქარდით მოხვედრილი ლისიცკი ნახევარფინალში.

საბინი პირველი გერმანელია 1999 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონის ნახევარფინალში მოხვდა. ბოლოს ასეთი შედეგი ლეგენდარულ შტეფი გრაფს ჰქონდა.

ლისიცკის მეტოქე ნახევარფინალში რუსი მარია შარაპოვა გახდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დამაჯერებლად დაამტკიცა უპირველესი ფავორიტის სტატუსი. რუსმა მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო დომინიკა ციბულკოვას, რომელმაც წინა დღეს თვით კაროლინ ვოზნიაცკი გამოთიშა ბრძოლას.

პირველ სეტში პირველი ბრეიკი შარაპოვამ მესამე გეიმში აიღო, 2:1 დაწინაურდა და შემდეგ კიდევ ოთხი გეიმი დაუმატა, რაც საბოლოოდ ასეთ ანგარიშში გამოისახა - 6:1. მარიას ამ პარტიაში მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, ამასთან მეტოქის პირველ მოწოდებაზე ქულების 59 პროცენტი მოიგო, თავის პირველ მოწოდებაზე - 86 პროცენტი.

თუმცა ჯერ ნაადრევი იყო შარაპოვას გამარჯვებაზე ლაპარაკი, რადგან ვოზნიაცკისთან მატჩში ციბულკოვამ ასეთივე ანგარიშით წააგო პირველი სეტი, მაგრამ შემდეგ გარდატეხა შეიტანა თამაშში და მოიგო. მაგრამ რუსმა ასეთი გაუგებრობა არ დაუშვა და მეორე სეტიც იგივე ანგარიშით აიღო. თამაში მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა და სხვათა შორის, ეს იყო შარაპოვას მე-400 გამარჯვება კარიერაში.

რაც შეეხება ლისიცკისთან მომავალ დაპირისპირებას, რუსი და გერმანელი ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს - წელს მაიამის სუპერტურნირზე შარაპოვამ იოლად მოიგო 6:2, 6:0.

საერთოდ, მეოთხედფინალმა ისე ჩაიარა, რომ წინა დღეს სახელოვანი ფავორიტების მძლეველმა ყველა ჩოგბურთელმა წააგო. იგივე დაემართა ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას, ვინც ვენუს უილიამსს მოუგო, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა ჩეხ პეტრა კვიტოვას.

ორივე ჩოგბურთელი ამ ეტაპამდე ძალიან დამაჯერებლად მივიდა - კვიტოვას 15 გეიმი ჰქონდა წაგებული, პირონკოვას - 18. თუმცა პირველ სეტში ჩეხის აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა - მან ორი ბრეიკი გააკეთა და 6:2 გაიმარჯვა.

მეორე სეტში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც კარგა ხანი თანაბარი თამაში იყო, მაგრამ 4:4-ზე კვიტოვამ ზედიზედ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა და "შემოკლებული" გეიმი 4:7 დათმო. სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.

მაგრამ მესამე სეტში ჩეხმა დაიბრუნა ჩვეული აგრესიული თამაში. კვიტოვა უიმბლდონზე მატჩებს, ძირითადად, საკუთარი აქტიურობის ხარჯზე იგებს - წინა წრეებში საშუალოდ 30 "ვინერსს" აგროვებდა, აქ კი 54 ქულა აიღო საკუთარი დარტყმით და ამან განსაზღვრა არა მარტო მესამე სეტის, არამედ მთლიანად მატჩის ბედი.

შარაპოვასთან ერთად, კვიტოვა აუცილებლად უნდა მოინათლოს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი ამ სტატუსს წლევანდელ სეზონში დიდი პროგრესითა და უიმბლდონზე ნაჩვენები თამაშით ამტკიცებს.

იგივე სტატუსი უნდა მივანიჭოთ კვიტოვას მორიგ მეტოქეს ვიქტორია აზარენკას, რომელმაც შარაპოვას მსგავსად ძალიან იოლად დაამარცხა თავისი მეტოქე - ავსტრიელი ტამირა პაჩეკი.

მოკლედ წინ ძალიან საინტერესო და არაპროგნოზირებადი ნახევარფინალები გველის.

ქალები

1/4 ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 5)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 24) 6:1, 6:1; საბინ ლისიცკი (გერ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 9) 6:4, 6:7(4), 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:3, 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32) 6:3, 6:7, 6:2.

1/2 ფინალი

შარაპოვა (5)-ლისიცკი; აზარენკა (4)-კვიტოვა (8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს