უზბეკეთთან ამხანაგური შეხვედრის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად, მედიის წინაშე ნიკა კვეკვესკირმაც ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ზოგადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს უჭირთ, დაკისრებულ მოვალეობას თავი სრულყოფილად გაართვან. ხვიჩას შემთხვევაში ასე არაა - ის ყოველთვის ბოლომდეა თამაშში ჩართული და ხშირად იღიმის, პოზიტიურ განწყობაზეა.

შვედეთთან ყველა მოთამაშით კმაყოფილი ვარ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევით ფაზაში - გუნდური ფეხბურთი ვაჩვენეთ და სათამაშო დისციპლინა დავიცავით. მეტოქეს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და მათი გუნდი გავაკვირვეთ. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად შესრულებული არ იყო, თუმცა გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება სტანდარტულიდან გოლის გატანას - ეს უფრო მეტად თორნიკე ოქრიაშვილის ინსპირაცია იყო.

სტაბილურობის შენარჩუნება იოლი არაა. შესაძლოა, ტრავმებმა და სხვა მიზეზებმა ყოველთვის იჩინოს თავი.

ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან, თუ რა უნდა გააკეთონ და ეს იმედს მაძლევს. უზბეკეთთან ბევრი ცვლილება არ იქნება, თუმცა ვითვალისწინებთ, რომ შემდეგ შეკრებამდე ახალი მოთამაშეების გამოცდის შესაძლებლობა აღარ გვექნება.

მას შემდეგ, რაც აქ ვარ, ყოველთვის ვცდილობ, სამართლიანი და ობიექტური ვიყო. მნიშვნელოვანია ჩემი კრიტერიუმები - მოთამაშეს როგორი სწრაფვა გააჩნია და მუშაობს იმაზე, მზად შეხვდეს კონკრეტულ მატჩს.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს - უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას თითქმის 2 წელი გაუცდა და საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა იმუშაოს. ამასთანავე, კლუბშიც მეტად ითამაშოს.

ჩაკვეტაძემ შვედეთთან იმიტომ არ ითამაშა, ვერ დამანახა, რომ ამას იმსახურებდა. ის ძალიან ნიჭიერია, თუმცა ეს საერთო საქმის მხოლოდ 25-30%-ია. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, ჯანსაღი კონკურენცია შეტევაში პირველად ვიგრძენი. ეს გუნდს ძალიან წაადგება.

ფეხბურთი, პირველ რიგში, იმ სწრაფვას უკავშირდება, რაც მასთან გვაკავშირებს. რთულია თქვა, რამდენი დრო დასჭირდება ამა თუ იმ გეგმის განხორციელებას. ამის ზუსტად პროგნოზირება ძნელია.

"ერთა ლიგა" ივნისში იწყება, მანამდე კი ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩემი გუნდის 99%-მა ზუსტად იცის, რას ვითხოვ მათგან და რა მიზნები გვაქვს.

გვიხარია, რომ კაჭარავა, ტაბიძე და კიტეიშვილი დაბრუნდებიან და ეს კონკურენციას გაზრდის. მთავარი გუნდურობაა და არა ინდივიდუალური მოთამაშეები. ყველას საერთო ხედვა გვაქვს, რა გზა უნდა ავირჩიოთ და ეს წარმატებამდე მიგვიყვანს.

დვალი, ისევე, როგორც გიორბელიძე და აბურჯანია, ცოტას თამაშობს, თუმცა ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ამ მხრივ სიტუაცია უნდა შეცვალონ, თორემ მათი გამოძახება სხვებთან მიმართებით სამართლიანი არ იქნება.

ხოჭოლავას თავიდანვე ეტყობოდა, რომ კარგ ფორმაში და მონდომებული იყო. ჩვენ უზბეკეთთან მის ცუდ თამაშს არ მივიღებთ, რადგან სტაბილურობა გვჭირდება.

არასდროს მინახავს, 26 წლის მოთამაშე ნაკრებში ასე იოლად ჩართულიყოს, როგორც დავით ვოლკოვი. საკუთარ თავზე ვბრაზობ, მას შანსი აქამდე რომ არ მივეცი.

მინდა დავაანონსო, რომ უზბეკეთის წინააღმდეგ ლაზარე კუპატაძე ითამაშებს. ის რუმინეთში კარგი იყო და შესაძლებლობა უნდა მიეცეს, თავი ისევ გამოიჩინოს.

ზურაბ ხიზანიშვილს კომუნიკაციის კარგი უნარები აქვს და ძალიან მეხმარება. მოვა დრო, ის მთავარი მწვრთნელიც გახდება."

ნიკა კვეკვესკირი: "ძალიან დიდი პოზიტივი მივიღეთ - ზედიზედ ორ თამაშში საკმაოდ დიდი ხანია არ გაგვიმარჯვია.

ახლა კიტეიშვილი, მიქაუტაძე და სხვა ფეხბურთელები გვაკლდნენ. მათ მინდა იცოდნენ, რომ მთელი გუნდი ველოდებით.

სტაბილურობა მართლაც მნიშვნელოვანია. უახლოესი მატჩი ერთგვარი ტესტია, რამდენად შეგვიძლია მაღალი დონე შევინარჩუნოთ. სიძლიერის განმსაზღვრელი სწორედ ესაა - რამდენად სტაბილურად ასპარეზობ. თამასა მაღლაა აწეული და მისი დაშვება აღარ გვსურს. ქართველი გულშემატკივრები უნდა გავახაროთ.

როცა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობ, ზედმეტი მოტივაცია საჭირო არაა - შენი ქვეყნისთვის თამაშობ!

აუცილებელია გუნდში სათამაშო პრაქტიკა გქონდეს. თუ ეს არ გაქვს, დამატებით უნდა იმუშაო და ნაკრებში მზად ჩამოხვიდე.

დარწმუნებული ვარ, მოტივაციის პრობლემა ამ ნაკრებში არაა და არც მომავალში იქნება. ყველას ბოლომდე გათავისებული აქვს, რას ნიშნავს ეროვნულ გუნდში თამაში.

ქართველი გულშემატკივრების როლი ყოველთვის ძალიან დიდია. ჩვენ დადებითი ემოციები მივიღეთ, თუმცა მეორე დღესვე უახლოეს თამაშზე უნდა გადაერთო.

როცა თამაშს ვიწყებდი, გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის უფრო დიდი დისტანცია იყო. დღეს ასე არ ხდება. არა მგონია, რომელიმე მოთამაშეს ადაპტაცია უჭირდეს. გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ამ მხრივ ეხმარებიან."

ელგუჯა
საკუთარ თავზე ვბრაზობ, მას შანსი აქამდე რომ არ მივეცი" - პატრონი არა ყავს ეტყობა ფედერაციაში თორე ქვილო სულ სასტავშია)
Vasili
განაწყენდა რა, ვერ გავიგე ეს ნაკრებია თუ შპს?? ადრე ითამაშა კარგად ? ხო დაუფასა ხალხმა? დაუფასა! ეხლა რა გამოდის რახან ვიღაცამ ადრე კარგად ითამაშა ეგ გაძლევს იმის საშვალებას რო აწი სულ ძირითადში იყო , ითამაშებ თუ ვერ ითამაშებ მაიინც?? გაჯობა სხვამ და იმიტომ ვერ გათამაშეს! გაიბატა ვინმე და იყოს გაბუტული! აბა ის არაა საწყენი დაუნსახურებლად რო მოხვდე ძირითადში და შენი გუნდელი რო თავს იკლავს ვარჯიშით შენზე უკეთეს ფირმაშია და მაინც სკამზე იჯდეს იმიტომ რომ შენ ორი თუ სამი წლის წინ გოლი გაიტანე
რომა
რაც სიმართლეა უნდა ითქვას ფაქტი ერთია ხვიშა ლობჭანიძე წიტაიშვილი კაშია ლორია კიტეიშვილი და ეხლა იგივე ვოლკოვშიც ჩანს ყველა თამასში სულსა და გულს დებენ ხოჭოლავა იყო რო მიაკერხერეს ყველამ ისე თამაშობს თითქოს მეზობლის ეზოში იყოსო და ეხლა ითამაშა ისე როგორც შეშვენის... 5-6ფეხბურთელის მონდომება და ჟილკა თამაშს ვერ მოიგებს ყველამ 11ტივე ფეხბურთელში ეს უნდა იგრძნობოდეს... ჩაკვეს ბოლო დროს ძინავს დაშინებულია პას იღებს და ეგრევე მის მოშორებაზეა.. ყველას გვინდა ძველი ჩაკვეს დაბრუნება მაგრამ ჩვენზე კიარუნდა განაწყენდეს პირიქით უნდა მიბაძოს ხვიჩას და დამატებით ივარჯიშოს ვარჯიში რო მოურჩება ახალგაზრდა ბიჭია გავიდა საკმარისი დრო რომ ჩადგეს მწობრში და ფორმაში ივნისის მერე ცდილობს ფორმის აკრიფვას და სადაც არის ახალი წელი მოვა და ისევ ფაფხურობს კაი რა. გაებუტოს ჯოდასენს ჩვენ რას გვებუტება პელე კიარაა ან მარადონა გაანძრიოს ერთი ადგილი.
Dato
Chakvetatze etamasheboda moldavets da kazaxets, da kvracxelia espaneti saberdzneti da shvedeti. Ari me mgoni didi sxvaoba am Gundebs shoris
კახა ქ.
კაცმა რაც დაინახა ის თქვა,თორემ თავის თავის მტერი ხომ არა რომ კარგი და საჭირო ფეხბურთელი ზამენაში დასვას.მე მაინც ვფიქრობდი რომ შიშით თამაშობდა,მაგრამ აი ვარჯიშებზე ბოლომდე არ დახარჯვა არ მომეწონა.ნიჭიერი და გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი რომაა,ამაში ორი აზრი არ არსებობს.მოკლედ თავის თავზე აქვს სამუშაო წარმატებები
არჩი
ძალიან ცუდი და არასასიამოვნო იქნება, თუ კანკავა და ჩაკვეტაძე განაწყენდნენ იმის გამო, რომ არ ათამაშა სანიოლმა პირველ თამაშში და ამის გამო თქვეს უარი მეორეზე. აბა რას ნიშნავს ჯაბას ოჯახური პირობები და გიორგის ტრავმა? ვარჯიშზე მიიღო ტრავმა ჩაკვეტაძემ?
შოთა-მილანი
დავუშვათ მართალიც რომ იყო, ესეთი რამ პირიდან როგორ უნდა ამოუშვა?! დისლაიქი ჩემგან.
საქართველო
შიგნიდან უკეთ ჩანს ყველაფერი,სანიოლი არ მგონია ის ადამიანი,რომ ვინმე უსამართლოდ დაჩაგროს, აბა ნახეთ,გენტშიც ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს გიორგის,გასაგებია ძალიან დიდი დრო გაუცდა,მაგრამ საკმაოდ დიდი დრო გავიდა რაც დაბრუნდა და მხოლოდ 20-30 წუთი უწევს თამაში და ხშირ შემთხვევაში ეგეც არა, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს,უნდა იშრომოს თავდაუზოგავად, თვითონ უკეთ იცის რაშიც არის საქმე და ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს. ბევრი სირთულეებია და წინაღობები გხვდება ადამიანს ცხოვრებაში, როგორც პროფესიული,ასევე მოედნის გარეთ, მანქანა,გართობა,თამაში,ქალები,ალკოჰოლი,წამალი, რათქმაუნდა გიორგის არ ვაბრალებ ამ ყველაფერს უბრალოდ ავღნიშნე, ამიტომ თვითონ უკეთ იცის რა შეიძლება იყოს მიზეზი უთამაშებლობის,გარდა ხანგრძლივი ტრავმისა,უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა გააანალიზოს და უფრო ძლიერი დაბრუნდება.წარმატებები და იმედია ბევრჯერ გაგვახარებს კიდევ
Zura
ვილიმ თქვა და გავიგე ისიც რომ რაღაც არის მიზეზი გიორგის უთამაშებლობაში, მაგრამ არ ვიცი რატომღაც ვფიქრობ რომ ჩაკვეტაძე ბევრად გამოსადეგი იქნება ნაკრებისთვის ვიდრე ხვიჩა მომავალში. ბევრად მრავალმხრივი უნარები აქვს და საერთოდ არ არის სწორხაზოვანი.
fff
ჩაკვე რომ არა თქვე უმადურებო, ერთა ლიგის ფინალს ისე ვერ ნახავდით, როგორც საკუთარ ყურებს, არ ვართ ჩვენ ჩაკვეტაძის ღირსი და მიტო გვსჯის ღმერთი.
Skeleton
თქვენი არვიცი და მე არ მომწონს ეს დამოკიდებულება ჩაკვეტაძის მიმართ, ამით მოტივაციას უგდებს ფეხბურთელს. მითუმეტეს ცუდად არ გამოიყურება ბელგიის ჩემპიონატში, ასისტებსაც აკეთებს და ნორმალურადაც თამაშობს. კვარაც არ იყო ოქტომბერში ფორმაში, მაგრამ საბერძნეთთან და კოსოვოსთან ათამაშა, მერე კი ხედავთ შვედებთან როგორ დაგლიჯა. ახლა ჩაკვეტაძეს ჭირდება მწვრთნელის ნდობა, ახანაგურში ძირითადში უნდა დააყენოს. დარწმუნებული ვარ გაამართლებს ამ ნდობას. თუ არ ათამაშა ეგრე ვერასოდეს აღიდგენს ფორმას ფეხბურთელი. ცუდია, რომ იმ მოგებაში ჩაკვეტაძემ წვლილი არ (ვერ) შეიტანა. ფსიქოლოგიურად ბევრად გააძლიერებდა ეგ.
QT
ე ბიჭო ძლივს არ საუბრობს ვიღაც დალაგებულად, არც იმას ერიდწბა რომ ვინც არ იმსახურებს პირდაპირ თქვას. ჩაკვე ყველას გვიყვარს და ველით მის ფორმაში შესვლას და დაბრუნებას, მაგრამ როდესაც კონკრეტულ მომენტში სხვა ჯობია და მაინც ჩაკვე დაეყენებინა ეგეთი მიდგომა ღუპავდა და რევდა სიტუაციას გუნდში. მიდი ვილი, გვჯერა შენი სამართლიანობის.
თენგო
ცოტა უსამართლო კომენტარია, 20 წლის ბიჭმა მარტო ათრია ნაკრები ერთა თასზე,ახლა კვარაცხელია გვათრევს მარტო
გიორგი
მესმის ყველა ადამიანი სუბიექტურად აფასებს ნაკრების გამოსვლას ამ ციკლში ზოგი წარმატებულად თვლის ზოგი არა ჩემი აზრით წარმატება ნამდვილად არ არის ჯგუფში მეოთხე ადგილი მაგრამ იმასაც თუ გავითვალისწინებთ ამ მსოფლიოს შესარჩევ ციკლებში წარსულში როგორი შედეგებიც გვქონდა კუპერის დროს მე 5 ადგილზე გავადეთ ისე რო თამაში არ მოგვიგია ჯგუფში ქეცბაიას დროს ერთი მოგება ბელარუსთან 4 ქულით დავასრულეთ ციკლი ვაისის დროს მოგების გარეშე დავასრულეთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ ჯგუფში რომელიც იყო საკმაოდ ძლიერი ჯგუფი და ჩვენი ნაკრები ყველაზე სუსტად მოიაზრებოდა ფურცელზე სხვებთან შედარებით ჩვენ 2 თამაში მოვიგეთ ზედიზედ და ფრე ვეთამაშეთ გასვლაზე საბერძნეთს 7 ქულა დავაგროვეთ რაც ნამდვილად კარგი შედეგია იმ წარსული შედეგებიდან გამომდინარე რაც გვქონდა ყველაფერი შედარებითია და ამ შედეგიდან გამომდინარე ნამდვილად მიჩნდება მომავლის იმედი რომ პერსპექტივა აქვს ამ ნაკრებს.
kaxa
ხიზანიშვილი რომ გახდება მწვრთნელი, აი მაშინ კი ბოლომდე განადგურდება ნაკრები
სტალინი
მართალია ეს კაცი 100%. ჯილკა არა აქვს საერთოდ ჩაკვეტაძეს, ბალეტმეისტერი მგონია, ცოტა ჯიგარი უნდა ყველა სპორტს
las
მომწონს ვილი სანიოლი. სამართლიანი მწვრტნელის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორ დადებითად ისაუბრა ვოლკოვზე. მოკლედ ბავარიას სკოლა სულსი აქვს :)
მენტალისტი
ყოველთვის ვამბობდი, რომ ვილის კრიტიკა გადაჭარბებული იყო, მწვრთნელი ყველას იძახებდეს, ვინც ამას ოდნავ მაინც ინსახურებს, ასეთი ჯერ ვილის გარდა არავინ გვყოლია, არავის ჩაგრავს და ძალინ სამართლიანია. ვისურვებდი ჩაკვეს ცოტა მეტად დაუდგეს გვერდში, მას ახლა ეს ძალიან სჭირდება. როგორც ყველა მწვრთნელს თავისი ფავორიტები გყავთ ხოლმე, ასე ჰყავს ამას საბა და ოქრი, სამწუხაროდ მათი მაგიქმედების კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია, საბას ნაცვლად ჩაკვეს ცოტა დრო მაინც უნდა დაუთმოს. აბურჯანია და კაკაბაძეც სუსტები არიან ძალიან, სამწუხაროდ კაკაბაძეზე უკეთესიც არ გვყავს. საერთო ჯამში ვფიქრომ ამ ბიჭებით მაქსიმუმს აკეთებს, კვარა ფორმას იბრუნებს, წიტაიშვილიც, ჩაკვეს ცოტა დრო უნდა და წესით მეტს უნდა მივაღწიოთ
ფეხბურთის, საყვარელ ვუნდერკინდს.
გული არ გაიტეხო გიორგი. ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი შენთანა ვართ. შენ უნდა ითამაშო დიდი ფეხბუთი.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
მე კი ვფიქრობ, ჭანკვეტაძემ მიიღო უმძიმესი, ფიზიკური ტრამვა და ჯერ კიდევ, ვერც ფიზიკურად და ვერც მორალურად, მდგომარეობიდან გამოსული არ არის. როდესაც კარგად დარბოდა და თამაშობდა, ის არ გახსოვთ? ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ გიორგი, სრულფასოვნი დაბრუნდეს ნაკრებში.
ამი
ოქრის საგოლე ჩაწოდებამ დიდად განაპირობა მატჩის შედეგი. როცა ის ჯანზეა და გუნდშიც თამაშობს, ნაკრებში მისი გარჯა ყოველთვის ეფექტურია.
zaza
ფიზიკურად არ არის მზად ჩაკვე და ამიტომ არ დააყენა, ვარჯიშებზე ნახა რომ მასზე უკეთესები სხვები იყვნენ და ისინი დააყენა!! გიორბელიძეს რაც შეეხება თუ არ ექნება სათამაშო პრაქტიკა არც ის უნდა დააყენონ, მაგარი მებრძოლი ბიჭია ისე და ცოდოა რომ ესეა. ამ თამაშში ვის მაგივრად უნდა ყოფილიყო?? საბამ იმდენი იბრძოლა დაცვაშიც დარბოდა რომ მაგას ვერ შეცვლიდა, გვრჩება კვარა ან წიტეიშვილი, არა მგონია ამათზე უკეთ ეთამაშა ჩაკვეს. გუნდშიც არ თამაშობს 70-80 წუთი და ეგ იგულისხმა ვილიმ რომ უნდა ფიზიკურად შევიდეს ფორმაში. თორემ ჩაკვე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.
ქართველი
ამ ნაკრებს ძაან დახატავდა ბერიძის დამატება.. კირკიტაძის დამატება... გუნდის აწყობას ცდილობს სწრაფი გამძლე ფეხბურთელებით რომლებიც მთელი მატჩი ირბენენ მაღლა დაბლა როგორც ლობჟანიზე შვება წიტაიშვილს რომ ექნა ეგ არ გამიკვირდებოდა მაგრამ საბამ სასიამოვნოდ გამაკვირვა რამდენი ენერგია და გამძლეობა ქონია ამ ჩია კაცს. ამ ფორმაციის ნაკრებს უნდა მოაშორონ ყაზაიშვილის ოქრიაშვილის ტორმუზა ფეხბურთელები არც სირბილი უყვართ ამათ და არც პასის დროულად გაცემა. ანელებენ თამაშს.... ასე რომ ნაკრებში ველი კირკიტაძეს და ბერიძეს!!!!
რომა
როგორც ვხედავთ ჩაკვეს მალე ფორმის აკრეფვა უჭირს.. არადა პატარა ბიჭია წესით 1თვეში უნდა იწებდეს ფრენას ეს ასაკში რო შევა მერე რა იქნება. გენტის მწვრთნელი მართალს ეუბნება მარტო ის არაა წახვიდე და 2კაცი მოატყუო და დარჩე მერე იქ... მოდრიჩი ხან ალთას არის ხან ბალთას თუ უნდა დიდი ფეხბურთელი იყოს ფიზიკას უნდა მიხედოს 4ტაიმს ისე უნდა თამაშობდეს დაღლას ვერ გებულობდეს.. მომეწონა ვოლკოვის ჟინი და შემართება ასეთ ადამიანს როგორ შეიძლება არ დაუფასო და არ ათამაშო?! დავითაშვილიც უნდა გააქტიურდეს და გუნდურად ითამაშოს ძაან ათრევს ბურთს. ოქრიზე არაფერს ვამბობ ოქრი მთელი მატჩი რო იჯდეს თქვენი აზრით მაინც ავიწროებს მცველებს )) გასაშვებია ნაკრებიდან ეხლა ამ ასაკში ვერ ადაპტირდება ამ სტილის ნაკრებთან შანსი არაა. ვაკოც მიაყოლეთ
ანუ?
ჩაკვეტაძე არ მუშაობს თავის თავზე და მონდომება აკლიაო? ცუდია. არ მოუგონებდა
ლევანი
დვალი და აბურჯანია კლუბებში ცოტას თამაშობენ, მაგრამ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიანო. ეგენი არიან მნიშვნელოვანი და ჩაკვეტაძე არა?
ზურა
ჩაკვეტაძე კლუბში ცოტას თამაშობსო, დანარჩენი ხომ რას ამბობთ, ნახევარი ვინც ძირითადში იდგა ან ძალიან დაბალ დონეზე თამაშობს ან კი სათადარიგო ფეხბურთელია
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია