ესპანური fichajes-ი ირწმუნება, რომ „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით „ვილიარეალი“ დაინტერესდა, ყაზანური კლუბი კი ახლა მას 25 მილიონ ევროდ აფასებს - ადრე 18-20 მილიონად აფასებდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 20 წლის კვარაცხელიამ შვედეთთან დუბლი შეასრულა, ძალიან ლამაზად თამაშობს, ნიჭიერია და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შეუძლია ვარსკვლავი გახდეს:

„კვარაცხელიამ უკვე თქვა, რომ „რეალის“ გულშემატკივარია და უეჭველია, ოდესმე ესპანეთში ითამაშებს, სადაც მისი შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი „ვილიარეალია“. მას იაფად ვერ ჩაიგდებენ ხელში, ტრანსფერი დაახლოებით 25 მილიონი დაუჯდებათ, ვინაიდან „რუბინმა“ იცის ფეხბურთელის პოტენციალი, რომელიც მათ ხელშია“.

Sempremilans-ი „გაძეტა დელო სპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხვიჩასადმი ინტერესი „მილანმა“ განაახლა, მასზე უკვე ლაპარაკობენ, როგორც მომავლის მარგალიტზე, ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, პიოლის გუნდის იდეალურად გაძლიერება ძალუძს, ევროპის მრავალი კლუბი აკვირდება, ხოლო ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

გიგა
როგორც ჩანს საიმანოვს მითითება აქვს ხვიჩა არსად გაუშვას.25 მლნ.ევრო რომ შესთავაზონ მაშინ 30 მლნ.ევროს დაადებს ფასს და ა.შ.იქნებ ქართველმა მილიონრებმა გამოისყიდონ და მერე ევროპაში გაყიდონ.არაფერს წააგებენ ფულს ამოიღებენ.ნაკრებს ხვიჩა ჭირდება.
zura222
პუტინის კაბინეტში შედგა ხომ ეს გეგმა რომ ხვიჩა არ გაახარონ ? ამდენი იდიოტი საიდან გაჩნდით ამ ერთი ბეწო საქართველოში ????@@@
ლევანი
ჟორიკ ძველ ფეხბურთელებს თუ არ ჩავთვლით, უახლოესი 20-30 წლის მანძილზე მასეთი მცველი არ ჰყავდა. მითუმეტეს იძახი მილანს რა დაცვა ჰყავდაო, ზუსტადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, მალდინი-ნესტა-კოსტაურტა... რომელი ერთი ჩამოგითვალო (შეიძლება ჩემზე უკეთაც იცი) და მსოფლიოს საუკეთესო მცველებში სასტავში იყო ხოლმე, თუ არ ჩავთვლით როცა ფორმაში არ იყო. ფორმაში როცა იყო, ვინმეს რამეში ჩამორჩებოდა? სერია ა-ს რომ თავი დავანებოთ, ლიგაზე თუ გახსოვს მისი თამაშები, ეგრე აღარ ილაპარაკებდი. ან არ იცი და გადმოცემით გაქვს მოსმენილი, ან რავიცი...
ჟორიკა
კარგით ხალხო ნუ გახადეთ კალაძე ჯალმა სანტოსი ერთი უბრალო დამცველი იყო არ დაგავიწყდეთ მილანს რა დაცვა ჰყავდა
ნუგზარი
რუსები არა, თათრები არიან. ყაზანის რუბინი.
რუსეთუმებს
100%–იანი სიმართლე! მანახა ერთი რომელი მაჩვი და რუსეთუმე აკეთებს დისლაიქებს, ფუ თქვეენ ქართველობას, მონებო და გამყიდველებო!!
მამუკა
რეალური ფასი 15 მილიონია, ეგეც კარგ ვარიანტში, რადგან ამ ეტაპზე სტაბილურობა აკლია. 20, მით უმეტეს 25 მილიონი, გაბერილი და არარეალური თანხაა.
las
ხვიჩა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს რად უნდა ამას საუბარი. უმაგრესია. უბრალოდ რუსები ყველაფერს გაკეთებენ რომ მისი კარიერა არ შედგეს. ეგენი ხომ ბოროტები არიან. ფული კიდიატ. მაგათთვის მტავარია ქართველმა წარმატებას არ მიაღწიოს.
Gio
Ras daobt raxirs da rara amis mesameds ver aketeben varskvlavia xmertma xeli moumartos ******
Gio
7-8 მილიონია მისი რეალური ფასი, გაწელე-გამოწელე 10, გაიტანოს რუსეთის ჩემპიონატში 10-15 გოლი, ფასიც მოიმატებს.
დავით 67
ამდენი კომენტარიდან ერთიც კი არ ამბობს რომ 25მლნ ეს არის დიდი აბსურდი. არ უნდათ ამ ბიჭის გაყიდვა ვერა ხვდებით.? დაუშვათ და გამოჩნდეს მყიდველი 25ად,ეგრევე 30მლნ-ს მოარტყავენ! მიუხედავად ხვიჩას კარგი თამაშისა,მისი ფასი 18ზე მეტი არ ღირს და აქ არაფერ შუაშია არასაფეხბურთო ქვეყანა! ვისაც არ გჯერათ ნახეთ გაბონელი ობომეიანგის ან სადიო მანეს ღირებულებები.ეს ორი უბრალოდ მაგალითისთვის, უამრავ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩამოვთვლიდი. ისე არც ერლინ ჰოლანია საფეხბურთო ქვეყნიდან,!
იაკუძა
სხვისთვის მოწოდებები დამრიგებლური ტონით კარგია, მაგრამ ჩვენ თვითონ რომ ვვარჯიშობდეთ და ვიღებდეთ შედეგს ჩვენ-ჩვენ საქმეში ისე, როგორც სხვისგან მოვითხოვთ, ამ ქვეყნი ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
ვახო
ალექსანდრეს: გეთანხმები, თან სხვის საქმეში რომ ერევიან და ჭკუას ასწავლიან, რა უნდა დაწერონ და რა - არა.
ალექსანდრე
სრული აბსურდია იმის მოთხოვნა, რომ საინფორმაციო საშუალებამ ინფორმაცია დამალოს და არ გაავრცელოს. ეს იგივეა მზარეულმა რომ კერძი არ გაამზადოს ან ექიმმა ავადმყოფს არ უმკურნალოს. ამ საიტზე ეს ხალხი თავის საქმეს აკეთებს და ვისაც არ მოგწონთ, ძალად ხომ არ გაკითხებთ ვინმე რამეს. თუ არ გინდათ, ნუ წაიკითხავთ. თან ეტყობა, ყველაზე მეტი მკითხველი ასეთ მასალებს ჰყავს და აგრესიული უმცირესობის გამო ხომ დაგვიმალვენ ინფორმაციას.
ისიდორე
ძალიან კარგი ვარიანტია ვილიარეალი სადაც სათამაშო დროც ექნება საკმარისად. გუნდიც ტექნიკურია როგორც საერთოდ ესპანური ფეხბურთი.
ზუკა
ნუ დაიწყებენ ახლა ამას უნდა იმას უნდა, იმან განაახლა და ასე შემდეგ, აცადეთ რა ბიჭს
რა მაფიაა?
აქაც კიდე იქნებ კი წაიკითხო ხვიჩა... აუცილებლად დამატებით ვარჯიშები, ერთი და იგივე ნოქმედება დღეში ასჯერ ათასჯერ და მეტჯერაც... მოკკე პადის სიზუსტე ინსტინქტში უნდა გქონდეს, ზუსტი დარტყმა ავტომატურად მიდიოდეს... სტეფ კარი როა კალათბურთელი, მარტო ნიჭით კიარ ყრის იმ ვიწრო კალათში თამაშში 8-9 და 10 სამქულიანი, თან ფინალებში და უმნიშვნელოვანეს თამაშებში... ვატონატიზებული აქვს თითოეული წერტილიდან ძალა და სიზუსტე, ასევე უნდა იყო შენც. დღეში 1000-ჯერ მაინც ისვრის ბურთს ვარჯიშის დამატებით. მესიმაც თქვა, ჯარიმების ასეთი შესრულება მხოლოდ სულელივით, არაადეკვატური მოცულობის მუშაობაში და ვარჯიშშია... ესენი შენ ნიჭში იხდიან მილიონებს, როგორც კი ნიჭს ორი არაზუსტი პასი ან დაკარგვა მოგყვება, აგაკრავებ იმედგაცრუების იარლიყს, მისი მოშორება ძალიან გაგიჭირდება და დაგსვამენ სკამზე... რეფლექსების დონეზე - პასები, დარტყმა და თუნდაც ფინტები და ყველაფერი იქნება ხუთიანზე
ლევანი
25 მილიონი ღირს და თუ გინდათ იყიდეთ თუ არადა თავი დაანებეთ!!!!
kaxa
მოკლე მეხსრიერება კი არადა, პრობლემა ისაა რომ ჯერ კიდევ საბჭოთა, რუსულ სივრცედ განიხილება საქართველო, რუსმა კი ფეხბურთის თამაში არ იცის, ესე უყურებენ ევროპიდან, ქართველი-რუსი ერთი და იგივე მოჩანს იქიდან.
რომა
ნამდვილად მოუხდება ვილიარეალს კვარა უნაი ემერი მას კარგად გამოიყენებს... ქართველი როა ევროპელების აზრით არასაფეხბურთო ქვეყნიდან მაგიტო აქვს დაბალი ფასი თორემ ესპანელს ან პორტუგალიელს ბრაზილიელზე რო არაფერი ვთქვათ 3ჯერ ამაზე მეტს დაადებდნენ და გადამხდელიც ბევრი იქნებოდა.. არასწორი მიდგომა აქვთ ევროპელებს ჩვენს მიმართ და მოკლე მეხსიერება.....გაიხსენონ კალაძე ქინქლაძე არველაძე და სხვები
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან