საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ამხანაგურ მატჩში ინგლისი 3:2 დაამარცხა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ინგლისელ თანატოლთა სახით მეტად სერიოზული გამომცდელი ჰყავდა და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდა თავს. წარმოაჩინა და თანაც როგორ - პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მოწინააღმდეგეს არათუ ტოლი არ დაუდო, არამედ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნა კიდეც და რომ არა შეხვედრის დასასრულს დაშვებული შეცდომები, დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და მამარდაშვილმა ორჯერ მოიგერია ბალოგუნის დარტყმული ბურთი. უპირატესობას მეტოქე ფლობდა, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდა, სვანაძის შეგირდები კი სწრაფი და სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ და 24-ე წუთზე გულიაშვილმა შორიდან დალაშქრა გრინის კარი. საქართველოს ნაკრები, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, თამამად გამოიყურებოდა და თამაში ლამაზი სანახავი იყო. საჯარიმოში ჩაწოდებებისას მეურვეებს ტანმაღალი გაგუა უგებდა პირველ ბურთზე ბრძოლას. ბრიტანელებს 34-ე წუთზე ჰქონდათ კარგი მომენტი, მაგრამ ბრიუსტერმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა კარგად დაიწყო. გოჩოლეიშვილმა გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან დუბლი შეასრულა. 54-ე წუთზე გულიაშვილი ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო, თუმცა ახლო მანძილიდან თავით ვერ შეძლო გატანა. საქართველოს ნაკრები უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა, ორივე ფრთიდან და ცენტრიდანაც უტევდა, ბრიტანელებს ზონების გახსნას აიძულებდა და 65-ე წუთზე ზეაქტიურმა გოჩოლეიშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ სუპერგოლი გაიტანა. ჩვენს გუნდს ბოლოს ყურადღების მოდუნება კინაღამ ძვირად დაუჯდა, ინგლისელებმა ორი გოლი კუთხურის მოწოდების შემდეგ გაიტანეს და მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ინგლისი 3:2

გოლები: 1:0 გულიაშვილი (24), 2:0 გულიაშვილი (47), 3:0 გოჩოლეიშვილი (65), 3:1 მოლა (81), 3:2 გუეი (90+4)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (კაპანაძე 80), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი (ჯინჯოლავა 88), ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე, გულიაშვილი (დარცმელია 88), მოისწრაფიშვილი (ნ. გაგნიძე 71), გაგუა

ინგლისი: გრინი, ბალოგუნი (გრინვუდი 36), ბრიუსტერი, კროსუელი, დოილი, დრამი (აარონსი 78), გარნერი (სკიპი 78), გიბს-უაიტი, გომესი (გორდონი 67), მოლა, ტომასი (გუეი 77)

შაკო
თუმცა, ყველანი მაგრები არიან გეთანხმები, გაგუაც და ყველაც მთელი გუნდი კარგები არიან და მწვრთნელიც კარგი ყავთ.
კონსტანტინე თავართქილაძე
მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს ჩვენი გახარებისთვის!!!! ბრავო!! აგრეთვე მადლობა ეკუთვნის ფეხბურთის ფედერაციას კობიას და ყველას! ქართულ ფეხბურთში პრობლემა და ხარვეზები უამრავია, მუდმივად საქმე არის საკეთებელი რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ!! მაგრამ რაც კეთდება ამაზე მადლობა ეკუთვნით!! ამდენი ახალი სტადიონი! ბაზა და მოედანი აშენდა. 17 და 19 წლამდელები ელიტ რაუნდში არიან!! ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ სადაც ჩვენი ბიჭებიც ითამაშებენ! ნაკრები ფერზე მოდის რადგან სწორი მწვრთნელი შეურჩიეს. მადლობა და არსებული პრობლემების ხარვეზების გამოსწორებას გისურვებთ!!
შავი ლიომი
ყოჩაღ ბიჭებო!! მადლობა ჩვენი გახარებისთვის!!! აგრეთვე მადლობა კობის და მთელ ფეხბურთის ფედერაციას - უამრავი სტადიონი და მოედანი შენდება! 17 წლამდელები და 19 წლამდელები ელიტ რაუნდში გავიდნენ! ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ვმასპინძლობთ! ეროვნული ნაკრები ფერზე მოდის რადგან სწორი მწვრთნელი შეურჩიეს!! ჩემპიონატი ორგანიზების და მოედნების მხრივ აშკარად საუკეთესოა!! ამის მიუხედავად უამრავი პრობლემაა და საქმე თავზესაყრელად არის!! თუმცა რაც კეთდება და პოზიტიურია რომ არ აღინიშნოს არ შეიძლება!!!
გურულო
ბათუმის სტადიონი,ოღონდ მაყურებლით....და ნებისმიერი გრანდი დამხობილია:)
Niko
მოკლედ ასეთი გასახარი შემოდგომის სეზონი როდის იყო არც მახსოვს. ყოჩაღ ბიჭები და სამწვრთნელო შტაბი რომ ფეხბურთს თამაშობენ. შიშით ვერავინ ვერავისთან ითამაშებს და კარგია რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყეს ნაკრებებმა სწორად თამში ქართული სტილით მაგრამ გუნდური შემართებით. იმედი გაჩნდა და ნამდვილად გასახარია რადგან თუ მოგების გემო გაიგეს უფრო მოუნდებათ კიდევ. და რაც მთავარია ლამაზ ფეხბურთს გაუმარჯოს!
ქ. გ.
კარგი იყო. მომავალში ბოლო წუთზე არ გაუშვათ გოლი. ბოლომდე შეინარჩუნეთ კონცენტრაცია.
T.q
შაკო და რობი ყველანი მაგრები არიან არ შეიძლება ეგეთი სიტყვების წერა აქ!
შაკო
გაგუა როგორ ამჯობინე გულის და გოჩოს გაფიცებ თუ შენ მარგალი არ ხარ?
Alexandre
სილკ უნივერსალზეც
ვანჩოპე
არ ყოფილა ამ თამაშის ყურება შენი ბედი. სილქ უნივერსალზეც იყო. ბიჭებმა გამაკვირვეს, მაჩანჩალა ინგლისი იყო და გადაუარეს თუ ბოლო 10 წუთს არ ჩავთვლიტ. მოეშვნენ უბრალოდ .. ტექნიკით და ტაქტიქით დავჩაგრეთ. მართალი თქვა კომენტატორმა რომ 17 წლამდელებში არ იგრძნობა სხვაობა. აი 21 წლამდელებში ამხელას რომ მიღწევ უკვე დიდი წარმატებაა. ფაქტია რომ თაობა მოდის და ეს გვახარებს. ახლა სწორი მიდგომაა მთავარი
1111
ღმერთით მომავალშიც როგორც ძირითადი ნაკრები, ინგლისის და სხვა ტოპ ნაკრებებზე გამარჯვება გაიხარეთ
იმედა
ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, უნდა მოვიგოთ ევროპა,თან სახლში ვთამაშობთ,თან 5 კაცი დაგვემატება დიდი ნაკრებიდან. მხოლოდ დაცვაა მისახედი, არეული და სუსტები ჩანდნენ სხვა რგოლებთან შედარებით.
გიორგი
ყოჩაღ ბიჭებო, თუ მომავალში გააგრძელებთ თქვენს თავზე მუშაობას კიდევ ბევრჯერ ასახელებთ ქვეყანას და თქვენს ოჯახებს !!!
რობი
გულიაშვილი,გოჩოლეიშვილი და გაგუა ღირსები არიან მტავარ ნაკრებში გამოძახების! განსაკუთრებით გაგუა! მაღალი სწრაფი და ძლიერია თანაც ჭკვიანი
გიორგი
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ჩვენების თამაშით ინდივიდუალურად და გუნდურად განსაკუთრებით მეორე ტაიმში თუ ბოლო წუთებს არ ჩავთვლი. აი, ეს მარილის კარგად მოყრა მაინც ისევ ჩვენი სუსტი წერტილი რჩება.
aburjga
მადლობა რომ ეს მომენტები მაინც ვნახეთ!
დავითი 1969
აჭარის ტწლწვიზიაზე იყო პირდაპირი რეპორტაჟი
შაკო
ვუყურე თამაშს და საკმაოდ ვისიამოვნე. კარგი იყო!
თემო
ბრავო ბიჭებო!
ალეკო
ყოჩაღ ბიჭებო!
aburjga
ხალხია ახლა ეს სპორტის მესვეურები? რატომ არ გვაჩვენეს ახალგაზრდული ნაკრების თამაში, რა-ტომ?!
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
U21. ინგლისმა მოიგო - საქართველოს შანსი გაიზარდა
ახალგაზრდული აშშ-ს და მოლდოვას დაუპირისპირდება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
"ინგლისის სამარცხვინო მარცხი ბათუმში, გულიაშვილის ზალპი და გოჩოლეიშვილის ცეკვა" - ბრიტანული მედია
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
რამაზ სვანაძე: ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ გამოვალთ
გიორგი გულიაშვილი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა
გიორგი მამარდაშვილი: საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით