ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩვენთვის საინტერესო დუელი გაიმართა "ასტანა ვუმენსის" მერვედფინალში...

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩვენთვის საინტერესო დუელი გაიმართა "ასტანა ვუმენსის" მერვედფინალში - ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ამერიკული დოლარია, ერთმანეთს ჩვენი თანამემამულეები, მე-7 ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვა (180) და სოფიო შაფათავა (299) გადაეყარნენ. ისევე როგორც წინა ორ დაპირისპირებაში, ამჯერადაც კალაშნიკოვამ იმარჯვა, რომელმაც ორ სეტში დაამარცხა შაფათავა - 6:2, 6:3. ოქსანა მეოთხედფინალშია (შესაბამისად, 18 სარეიტინგო ქულა გაინაღდა), სადაც მე-4 ნომრად განთესილ ალექსანდრა პანოვას (რუსეთი, 140) ეთამაშება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვდნენ და ისიც ასტანაში! შარშან ტურნირის პირველ წრეში ოქსანამ მოიგო, ის მესამე გადამწყვეტ სეტში 1:4-ს აგებდა, მაგრამ რუსმა ჩოგბურთელმა ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. სხვათა შორის, წყვილთა ბადეში კალაშნიკოვა და პანოვა ერთად თამაშობენ.

22 წლის თათია მიქაძე (283) ტურნირის ფავორიტ ევგენია როდინას (რუსეთი, 118) ეპაექრებოდა. საინტერესო იყო, თუ როგორ წარმოაჩენდა თავს უფრო ძლიერ კონკურენტებთან ბოლო დროს მომძლავრებული მიქაძე. სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს გეტყვით - 0:6, 0:6, "როდინას დასკვნა" ძალზე დამაფიქრებელია...

საკვირველი და დასანანი მარცხი იწვნია საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა (149) ვანკუვერის ღია პირველობის (75 ათასი დოლარი) პირველივე წრეში. კანადაში ანამ ამერიკელ გაილ ბროდკისთან (647) წააგო - 1:6, 1:6. მსოფლიოს რეიტინგის მე-7 ასეულის წევრთან წაგება და თანაც ასეთი, საკვირველია...

ტატიშვილი ამერიკელ ლილია ოსტერლოსთან (142) დუეტში წყვილთა ბადეში მე-2 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში მათ ამერიკელებს (ჯიბსი, როჯერსი) იოლად სძლიეს - 6:1, 6:0. ახლა მათი მეტოქეები კანადელები (ბოუჩარდი, აბანდა) არიან.

ამერიკაში, ილიონოისის შტატის ქალაქ დეკატურში მე-6 ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (631) პირველ წრეში ამერიკელ დენის ნევოლოს (1305) მოუგო - 6:4, 6:4. მერვედფინალში ნიკა კიდევ ერთ მასპინძელ, ჯონი ნამუის ეთამაშება.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა