როგორც იცით, ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველის, ირაკლი აზაროვის სამსახურით თურქეთის სუპერლიგის ლიდერი "ტრაბზონსპორია" დაინტერესებული. ადრე კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ ზაფხულში ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

90min-ი იტყობინება, რომ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზი აჭარული კლუბის მიერ ფეხბურთელზე ფასის მომატებაა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამო" თავის ფეხბურთელს 1 მილიონ ევროდ აფასებს, ტრაბზონული კლუბი კი თანახმაა 450 ათასი გადაიხადოს და მისი შემდგომი ტრანსფერიდან 30% დაუთმოს.

"ტრაბზონსპორმა" აზაროვისადმი ინტერესი მას შემდეგ განაახლა, რაც ბათუმში საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების მატჩს მისი სკაუტები დაესწრნენ და ჩვენებურის თამაშმა მათზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

aspor-ის ცნობით, სკაუტებმა "ტრაბზონსპორის" მწვრთნელ აბდულა ავჩის აზაროვის შესახებ უთხრეს, რომ წარმოუდგენელი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია და თუ მის გადაბირებას შეძლებენ, გუნდს ძალიან გააძლიერებს. გამოცემის მტკიცებით, "დინამოს" კარს შეიძლება მალე ისევ მიუკაკუნონ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას თავად ავჩი მიიღებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქული კლუბი კიდევ რამდენიმე კანდიდატს აკვირდება და ბოლოს აღნიშნავს, რომ აზაროვს "დინამოსთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება.

მოკლედ, ირაკლის თამაში ძალიან მოსწონთ და ფიქრობენ, გადაიხადონ თუ არა ერთი მილიონი ახლა თუ ერთი წელი მოიცადონ, თუმცა იმასაც ხვდებიან, რომ იქამდე შეიძლება მისი ტრანსფერი სხვა კლუბმა გაჩარხოს.

სოსო
ფეხბურთელი იმ ფასად უნდა გაიყიდოს,რომ მყიდველს მისი სკამზე დასმა არ უღირდეს.დღეს ირაკლი ძალიან სწრაფად იზრდება,მას აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა,ჰყავს კარგი მწვრთნელი,შინაურული გარემო და სანაკრებო პრაქტიკა.მის ზრდას,საქართველოში შეჩერება არ ემუქრება,უცხოეთში წასვლისაგან განსხვავებით.ვფიქრობ ყველაზე კარგი იქნება,ბათუმთან კონტრაქტის გახანგრძლივება და დაახლოებით 1-1,5 წელიწადში უცხოეთში წასვლაზე,მომზადება.მაშინ ის ფიზიკურადაც და მენტალურადაც,უკვე საკმაოდ მომზადებული იქნება უცხო გარემოში მოსახვედრად და ადგილისათვის კონკურენციის მოსაგებად.მისი გაყიდვით,ბათუმიც იხეირებს და გუნდს გააძლიერებს.მანამდე კი,ბათუმმაც უნდა გაუუმჯობესოს კონტრაქტი,ირაკლი აზაროვს.ვფიქრობ სამართლიანი იქნება.
რაიიი?
რომელი თამაშით მოიხიბლენ ნეტაა?....ალბათ უზბეკეთან ბოლო თამაშით გორში..........ისე 3-4 მილონი რა არის? 30- 40 დააფასეთ რა პრობლემაა.......
Gia
1 მილიონი ძალიან სასაცილო თანხაა ესეთი ტალანტისთვის დღევანდელ რეალობაში როცა მაგალითად კრიშტიანუ თითო ინსტაგრამ პოსტში იღებს მილიონს. ხვიჩაზე 20ჯერ ნაკლები ნამდვილად არაა და ხვიჩა თუ 15-20 ღირს ეს 3-5 რატო არ უნდა ღირდეს
gio emigranti
imitom ar echveleba araperi kartul gundebs rodesac eset talantebs am pasat yidi tu ese undat turkebi 3 milionsac gadaixdian!
jaagazz
3 ლიმ და 20 % მომავალი ტრანსფერიდან.
bejo
ბათუმმა სასწრაფოდ უნდა გაუხანგრძლივოს კონტრაქტი და 5 მილიონად გაყიდოს რომ 5 მილიონიანი ფეხბურთელის სკამზე დასმას მოერიდონ … წაიყვანენ ჩვენიდან 300 ათასად და სვამენ სკამზე არ აფასებენ …
beqa
ერთი მილიონი რაარი მინიმუმ 3 უნდა მითხოვოს ბათუმმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
[VIDEO] მრავლისმნახველი სალაჰიც შოკში ჩააგდეს - რა ხდებოდა ტრაბზონში ეგვიპტელი ფეხბურთელის წარდგენისას
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები