ფრანგულ-ქართულ მოლაპარაკებებში ვეტერანი "ბორჯღალოსნის", საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრის, მამუკა გორგოძის ჩართულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო.

14 ნოემბერს, საფრანგეთთან ბორდოში გამართული ისტორიული თამაშის პარალელურად, რაგბის კავშირის დელეგაციამ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. დელეგაციაში იყვნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ვიცე-პრეზიდენტები ბაჩო ხურციძე და ნიკა ალავიძე, გამგეობის წევრები მამუკა გორგოძე და აკაკი დავითულიანი, ასევე - პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ლევან ღვაბერიძე.

საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის ოფიციალური მიღებების პარალელურად, რაგბის კავშირის დელეგაციის წევრებმა მსოფლიო რაგბისა და საფრანგეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან საქმიანი შეხვედრები გამართეს.

უკვე ვწერდით, რომ იოსებ ტყემალაძისა და მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტის, რომელიც საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა – ბერნარდ ლაპორტის შეხვედრა კონკრეტული გზავნილებით დასრულდა და მის აღსრულებას უახლოეს პერიოდში ველოდებით; პარალელურად, ბაჩო ხურციძემ, ნიკა ალავიძემ და აკაკი დავითულიანმა საქმიანი შეხვედრა გამართეს მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების ხელმძღვანელ პიტერ ჰორნთან და ქართული რაგბის ქომაგი ამ შეხვედრების შედეგებსაც უახლოეს მომავალში იხილავს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა დელეგაციამ არ დაივიწყა საფრანგეთში მცხოვრები ქართული დიასპორა. რაგბის კავშირის ორგანიზებით, მათთან შეხვედრა ბორდოს ღვინის მუზეუმში გაიმართა. მას, დიასპორის წარმომადგენლების გარდა, ვეტერანი "ბორჯღალოსნები", საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეები და პიტერ ჰორნი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქართული ღვინის პრეზენტაცია შედგა. სტუმრებმა და მასპინძლებმა ისაუბრეს საქართველოზე, ქართულ ღვინოზე და რა თქმა უნდა, ქართულ რაგბიზე. იყო უამრავი თბილი სიტყვა, სამახსოვრო ფოტოები და პირობა, რომ ეს ურთიერთობები არასდროს დასრულდება!

მოედნიდან კულისებში

ქართული რაგბის ლეგენდამ, რომელმაც აქტიურ სპორტს ერთი წლის წინ დაანება თავი, სწორედ საფრანგეთში, ტოპ 14-ში თამაშით გაითქვა სახელი და მსოფლიო რაგბის ლეგენდად ჩამოყალიბდა. მის მიმართ სიმპათიები მხოლოდ ათლეტური აღნაგობით და თავგანწირული, აგრესიული სათამაშო სტილით როდი იყო გამოწვეული. მამუკა მოედანსა თუ მის მიღმა სამართლიანობის ეტალონად იქცა, რამაც თამაშთან ერთად განსაკუთრებულად, განუმეორებლად აქცია.

"ლელოდან" "მონპელიეში" 2005 წელს გადასული გორგოძე 2008 წელს გუნდის შეუცვლელ ლიდერად იქცა და საფრანგეთში განსაკუთრებული პატივი დაიმსახურა, რაც წლიდან წლამდე ღრმავდებოდა და დღესაც კი, ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, მასთან შეხვედრა ფრანგ ქომაგშიც დიდ აღფრთოვანებას იწვევს.

სხვა ჯილდოებზე რომ არაფერი ვთქვათ, 2010/11 წლების სეზონში ახალზელანდიელი, სამხრეთაფრიკელი, ავსტრალიელი, არგენტინელი, ინგლისელი, ირლანდიელი, უელსელი და სხვა ქვეყნის ვარსკვლავებით „გაძეძგილ“ ტოპ 14-ში, პატარა საქართველოს დიდი შვილი – მამუკა გორგოძე გამოარჩიეს და საუკეთესო ლეგიონერის ტიტულით დააჯილდოეს, რაც უდიდესი დაფასებაა.

მაგრამ უფრო დიდი დაფასებაა, რომ აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგაც კი, გორგოძეს ბორდოს ქუჩებში უბრალო გამვლელები ცნობდნენ, აჩერებდნენ, ესაუბრებოდნენ და სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.

მამუკა იოსებ ტყემალაძესთან და ლევან ღვაბერიძესთან ერთად ესწრებოდა შეხვედრას ბერნარდ ლაპორტთან, რომელთან ერთადაც ის "ტულონში" 2014-16 წლებში მუშაობდა და 2015 წელს გახდა „ჰაინეკენის თასის“ მფლობელი, 2016 წელს კი ბარსელონაში ტოპ 14-ის ფინალი ითამაშა.

რა გასაკვირია, რომ ყოფილი მწვრთნელი და შეგირდი ერთმანეთს განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ და შესაძლოა, ეს პირადი ურთიერთობები სამომავლოდ ქართული რაგბისთვის დიდი შედეგის მომტანი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ამისი იმედი აქვს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს:

„ამ შეხვედრებში მამუკა გორგოძის, როგორც გამგეობის წევრის, მონაწილეობა ფასდაუდებელი იყო. ლაპორტმა რამდენჯერმე აღნიშნა მისი წვლილი ფრანგული და ზოგადად, მსოფლიო რაგბის განვითარებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დაფასებაა. მამუკა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, საუკეთესოდ წარმოაჩენდა საქართველოს. ლაპორტი მოუთმენლად ელოდა მასთან შეხვედრას, რაც მამუკას როლს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის“.

ტრადიციულად, საკუთარ როლზე ნაკლებად საუბრობს თავად გორგოძე:

„ნაყოფიერი ვიზიტი იყო. იოსებ ტყემალაძის ინიციატივით დაჯილდოვდა კლოდ სორელი, რომელსაც ქართული რაგბის წინსვლაში დიდი ამაგი აქვს. თბილად მიგვიღო ბერნარდ ლაპორტმა, რომელსაც პირადად ვიცნობ, თუმცა ქართული რაგბი არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით დამთავრდება. ქართულ რაგბის საფრანგეთში კარგად იცნობენ და ეს ყველა იმ მორაგბის დამსახურებაა, რომლებმაც წლების განმავლობაში ტონობით სისხლი და ოფლი დაღვარეს მოედანზე“.

„ჩვენი სურვილია, რომ ქართულ-ფრანგული ურთიერთობა უფრო მჭიდრო გავხადოთ. ჩვენმა პრეზიდენტმა ლაპორტს საკუთარი გეგმები გააცნო. მისი ხედვა ლაპორტსაც მოეწონა და დახმარება აღუთქვა. შეხვედრაზე იყვნენ „მარკუსის“ ბაზის დირექტორი და საფრანგეთის ბავშვთა რაგბის განვითარების ხელმძღვანელი. დიდი აქცენტი კეთდება მწვრთნელთა გადამზადებაზე, ბავშვთა რაგბის განვითარებაზე და ლაპორტიც გვეთანხმება, რომ სამომავლოდ ეს უფრო დიდი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ნაკრებში ამ ეტაპზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის მოწვევა“.

„პირადად ჩემთვის, რაგბი მეგობრობაზე წინ დგას, რადგან ის მთელი საქართველოსია. არავის ვლობირებ, მაგრამ უცხოელი მწვრთნელისთვის დიდი თანხების გადახდას, რამაც შესაძლოა საერთო ჯამში წინაც ვერ წაგვწიოს, სჯობს ეს თანხები ბავშვთა რაგბის განვითარებას მოვახმაროთ და 4 ან 8 წლის შემდეგ გვექნება შედეგი, რომლის მეოთხედსაც კი ამ ეტაპზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელიც ვერ მოგვიტანს“.

შეხვედრის ბოლოს ბერნარდ ლაპორტმა იოსებ ტყემალაძის მიპატიჟება მიიღო და მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა და საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა უახლოეს მომავალში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლის პირობა დადო.

GeorgianRugby

გიორგი
ოღონდ კარგ მწვრთნელს ნუ მოგვთხოვთო, ანუ აუცილებელ ამბავსო და ასე 10-20 წელიწადში ნახავთ მაგარ შედეგსო. 20 წლის შემდეგ არც ტყემალაძე იქნება რაგბის კავშირში და ალბათ არც ბევრი ჩვენგანი იქნება ამ ქვეყნად.
დიმა
და ... ნაკრების უცხოელი მწრთვნელისა და ბავშვთა რაგბის განვითარება ერთდროულად კოსმოსური ხომალდის მარსზე გაშვების ტოლფასი გახდა?!:) იტალიელებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი (უმუშევარი) მთავარი მწრთვნელი ერთ-ერთი კლუბის ტრენერად "სპაგეტის" ფასად აიყვანეს:) P.S. აფერუმ ჩვენს სახელმწიფო პროგრამას!:)
ATP 16
და სად გააქრეთ ჩემი კომენტარი ? სულ მაინტერესებდა ვინ არჩევს რომელი კომენტარი გამოაქვეყნოთ და რომელი არა ?! გამოხატვის თავისუფლება გესმით საერთოდ რა არის , ნებისმიერ აზრს და შეხედულებას აქვს არსებობის უფლება , თუ შეურაცმყოფელი არ არის ვინმეს მიმართ . " მასე გააგრძელეთ , სწორი გზით მიდიხართ უკან წარსულისაკენ "
giorgi jankashvili
სტატიის მიზანი და პათოსი გასაგებია: უცხოელი მწვრთნელი ჩვენ არ გვჭირდება.მაისაშვილზე უკეთესი მაინც არ იქნება და!!! თანაც?ფული ვალუტის სახით ოჯახში დარჩება:ერთად ვიმოგზაურებთ,,,სასტავსაც'' თავად დავაყენებთ და ვინც გვაწყობს იმას ავიყვანთ და ვათამაშებთ.
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
იამალი: კუკურელიას ცოცხლად შევჭამ
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
[VIDEO] დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
[VIDEO] კეინმა დუბლით ინგლისი 1/8-ფინალში გაიყვანა
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში