საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივლისის ტესტ-მატჩებში, ძირითადად, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერლი სწორად რეაგირებს იმ სირთულეებზე, რაც ეროვნულ გუნდს ბოლო პერიოდში ჰქონდა. მაგალითად, უკეთ გამოვიყურებოდით აუტში, მოლსა თუ რაქში. ახალი მწვრთნელი

ცდილობს, გუნდი უფრო თანამედროვედ და სწრაფად ათამაშოს, დასაწყისი მართლაც მშვენიერია. ახლა მორიგი გამოწვევა ნოემბრის ტესტ-მატჩებია, სადაც მოწინააღმდეგეები ძლიერები არიან - "ოლ ბლექსი" XV, იტალია და ტონგა.

მთავარი მწვრთნელი ამბობს: "ზაფხულში რამდენიმე ფენომენალური ლელო გავიტანეთ, განსაკუთრებით იაპონიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ. ჩვენ მოგვწონს ასეთი ლაღი და სანახაობრივი თამაში. აკაკი ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე მორაგბეები არიან. ისინი ისეთ მომენტებს ქმიან, რასაც სხვა მოთამაშეები ვერ ახერხებენ. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მთლიანობაში გუნდის განვითარება, თუმცა ამავდროულად ვეცადოთ, რომ თამაშები მოვიგოთ."

მამუკა გორგოძე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ

"ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-12 ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ახალზელანდიურ "ოლ ბლექსი" XV-თან შედეგი კლასიფიკაციაში არ აისახება.

საქართველოს ნაკრების მთავარი საკადრო პრობლემა კაპიტან მერაბ შარიქაძეს უკავშირდება. იმედია, გაუგებრობა მალე ამოიწურება და ის მინდორს დაუბრუნდება. ახლა ტრავმის გამო არც ახლანდელი კაპიტანი, ბექა გორგაძე იქნება. ასევე, აღსანიშნავია, ბექა გიგაშვილის, გიორგი მელიქიძის, გურამ პაპიძისა და მიხეილ ალანიას ტრავმები.

10 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში თამაში "ოლ ბლექსი" XV-თან გველის, 17 ნოემბერს გენუაში იტალიას გავეჯიბრებით, 24 ნოემბერს კი თბილისში ტონგას ვუმასპინძლებთ.

ახალ ზელანდიას ეროვნული გუნდის დონეზე, მსოფლიო თასზე დავუპირისპირდით. აღსანიშნავია, რომ მარცხის მიუხედავად, მამუკა გორგოძე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

იტალიელებთან ორი წლის წინანდელი ტესტ-მატჩი განსაკუთრებით გვახსოვს. ბათუმური დაპირისპირება დავით ნინიაშვილის ნამდვილ ბენეფისად იქცა, რამაც საშუალება მოგვცა, პრინციპული მეტოქე დაგვემარცხებინა. ისინი ახლა რევანშზე ფიქრობენ.

ნინიაშვილმა იტალიასთან "იფრინა"

ნოემბრის ტესტებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი, რა თქმა უნდა, თბილისში, ტონგასთან გვექნება. ესაა ნაკრები, რომელსაც პირველი რანგის გუნდებთან დაპირისპირების შანსი ხშირად ჰქონდა და წარმატებისთვისაც მიუღწევია. ტონგელებთან მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებების გამოცდილება გვაქვს, მათ შორის, მსოფლიო თასზეც.

ნოემბრის ტესტების განრიგი

10.11. 17:00 სთ (თბილისის დრო). მონპელიე. "ოლ ბლექსი" XV - საქართველო;

17.11. 17:40 სთ. გენუა. იტალია - საქართველო;

24.11. 18:00 სთ. თბილისი. საქართველო - ტონგა.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15 კეპი), გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6); ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20 ქულა), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი); ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 8, 5); ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 19, 5), გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6), ბექა შვანგირაძე (ლიონი, 3);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 53, 35), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5); თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145); გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), გიორგი შველიძე (ბრივი); სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი); დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32, 68), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 1).

პასუხად
ვერ დაგეთანხმები ჯიგარო, ძალიან მაგარ რაგბის თამაშობს ეგ მეორე ნაკრები და ღმერთმა ქნას მოვიგოთ რაც , ძალიან გამიკვირდება....
სიმართლე
პროგნოზი - სამიდან ორს წავაგებთ (ზელანდიის მეორე გუნდთან და იტალიასთან), ხოლო ერთს (ტონგასთან) მოვიგებთ. დიაგნოზი - რაგბიში უძრაობა გვაქვს! რეალობა ასეთია და თუ არ მოგწონთ, წერეთ და წერეთ დისლაიქები, უბრალოდ თავს მოიტყუებთ
რამაზ მართალი
ოლ ბლექსი კომერციულად უყურებს ყველა თამაშს. მონპელიეშიც ამიტომ იმართება და ჩვენთვისაც უბრალოდ ძალების მოსინჯვა იქნება ეს თამაში. რეიტინგში არ აისახება. პირობითად, თუ ამათ მოვუგეთ მაშინ თამასა ისე მაღლა აიწევს, რომ ხელთათმანი შეგვიძლია ვესროლოთ. რამდენიმე წლის წინ ოლ ბლექს მაორისთან ქუთაისში ვითამაშეთ და წავაგეთ, სხვათა შორის.
ბესო
ცოტა არ იყოს საწყენია, რომ ახალი ზელანდიის მეორეხარისხოვან ბ გუნდს ვეთამაშებით და არა მთავარს... ტიპებმა 2 ნოამბერს ირლანდიის კლუბთან Munster ითამაშეს :)
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
Anfield Watch: იდეალური ტრანსფერი "ლივერპულისთვის" - ხვიჩას გადაბირება ვერ მოახერხეს, თუმცა თორნიკეს დამატებაა შესაძლებელი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
რაგბი, რასიზმი და მაფია - პროტესტი "ბოკესა" და "ოლ ბლექსის" მატჩის წინ
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია