ტურინში შემაჯამებელი ტურნირის მე-5 დღის შეხვედრები გაიმართა. ამჯერად გულშემატკივარმა "წითელი ჯგუფის" წარმომადგენლები იხილა.

ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) ჰუმბერ ჰურკაჩს (პოლონეთი) დაუპირისპირდა და მარტივად, 6:2 6:4 დაამარცხა.

1-ელ სეტში გერმანელმა მეტოქის ჩაწოდება ზედიზედ ორჯერ მოიგო და დაწინაურდა.

მე-2 სეტში კი სპორტსმენები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ, თუმცა პოლონელი მე-9 გეიმში შეცდა... მე-10 გეიმში კი ზვერევმა გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა.

მეორე შეხვედრა გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

დანილ მედვედევი (რუსეთი) იანიკ სინერს (იტალია) დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 6:0 6:7 7:6 დაამარცხა.

მოქმედმა ჩემპიონმა პირველ სეტში დებიუტანტს შანსი არ დაუტოვა, აი, მეორე სეტიდან კი გულშემატკივარმა ბრწყინვალე თამაში იხილა.

სპორტსმენებმა ტაიბრეიკამდე ბრეიკები გაცვალეს, მე-13 გეიმში კი სინერმა 7:5 იმარჯვა და საქმე დისაიდერში გადავიდა. ტაი-ბრეიკამდე საქმე ზუსტად ისე წარიმართა, როგორც მე-2 სეტში იყო, თუმცა გადამწყვეტ გეიმში ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა.

ჩოგბურთელებს მატჩზე ჩაწოდების უფლება სულ 4-ჯერ ჰქონდათ (2-2), საბოლოოდ კი რუსმა ისარგებლა და 10:8 გაიმარჯვა.

ამრიგად, ასპარეზობას მედვედევი და ზვერევი აგრძელებენ, სინერი და ჰურკაჩი კი ტურნირს ნაადრევად დატოვებენ.

რაც შეეხება ნახევარფინალურ დაპირისპირებებს - უკვე გარკვეულია, რომ ზვერევის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება (20 ნოემბერი, 17:00 საათი), დანილის მოწინააღმდეგის ვინაობას კი ალექსანდრ რუბლევისა და კასპერ რუდის შეხვედრა გაარკვევს (19 ნოემბერი, 14:30 საათი).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა