საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უკრაინის პირველი ლიგის უჟგოროდის ”ზაკარპატიეში" ჩაირიცხა
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლაშა ჯაკობია უკრაინის პირველი ლიგის უჟგოროდის ”ზაკარპატიეში" ჩაირიცხა.

რამდენიმე დღის წინ ხარკოვის ”მეტალისტმა" უკრაინის ჩემპიონატში მოპოვებული მესამე ადგილი საზეიმოდ აღნიშნა. დაჯილდოებაზე, რომელიც ხარკოვის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, მოულოდნელად გუნდის ყოფილი კაპიტანი ჯაკობიაც გამოჩნდა.

როგორც გაირკვა, ლაშა ხარკოველებმა მათი გუნდის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის სტატუსით მიიწვიეს. ჯაკობიას სხვა მიზანიც ჰქონდა - ის უკრაინაში დაბრუნებას და კლუბებთან მოლაპარაკებას აპირებდა.

30 წლის ჯაკობია ბოლოს კიევის ”არსენალში" თამაშობდა, თუმცა ”მეტალისტის" მთავარ მწვრთნელ მირონ მარკევიჩთან კავშირს ინარჩუნებდა. ლაშამ ”ლელოსთან" ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ მარკევიჩი დისკვალიფიკაციის შემდეგაც უკავშირდებოდა, მისი ამბებით ინტერესდებოდა და გუნდში დაბრუნებით აიმედებდა. საქმე ისაა, რომ ”მეთოფეებთან" ლაშა განათხოვრებით თამაშობდა.

კარიერის მანძილზე ჯაკობიას მოურგია ლიეჟის "სტანდარდის", "ვიზეს", "ლიეჟის", "აალსტის", "მონსის", ბუქარესტის "რაპიდის", "თბილისის", თბილისის "დინამოს", ბერძნული "იანინას" და უკრაინული კლუბების მაისურები. 2009 წლის 26 სექტემბერს დოპინგტესტზე ჩავარდა. კიევის "არსენალისა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მატჩის შემდეგ აკრძალული პრეპარატების მიღება დაუდასტურდა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენებური დაინდო და ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარა.

ბოლოს ლაშა ცხინვალის ”სპარტაკში" თამაშობდა, მაგრამ ფორმა ვერ აღიდგინა. უკრაინაში მისი წასვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვიშალიგის კიევის ”ობოლონში" გააგრძელებდა კარიერას.

”ჯაკობია ჩაირიცხა არა კიევის ”ობოლონში", არამედ პირველი ლიგის უჟგოროდის ”ზაკარპატიეში". მან ორი დღის წინ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე კი ხარკოვში იყო და ”მეტალისტმა" გადასცა პრიზი როგორც ბოლო წლებში გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, რომელმაც კლუბის განვითარებასა და წინსვლაში თავისი წვლილი შეიტანა.

მას დააკვირდებიან და, ფორმას თუ აღიდგენს, მალე ისევ უკრაინის უმაღლესი ლიგის კლუბში იხილავთ. ამაში მე დარწმუნებული ვარ, რადგან ისეთი მონდომებით ვარჯიშობს და თამაში ისე სურს, როგორც ადრე არასდროს. ეს ამბავი იმიტომ მახარებს, რომ დისკვალიფიკაციის შემდეგ ლაშა ყველამ ჩამოწერა. არადა, მას კიდევ რამდენიმე წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში" - გვითხრა ჯაკობიას მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ.

ჯაკობია მართლაც ყველამ ჩამოწერა, ისევე, როგორც 2003 წელს, როდესაც საქართველოში დაბრუნდა და ეროვნულ ჩემპიონატში თავი ვერაფრით გამოიჩინა. მაგრამ მას უჩვეულო უნარი აქვს - ფორმის სწრაფად აღდგენა შეუძლია. უკრაინაში გადასვლის შემდეგ ხომ კიევის "არსენალსა" და ხარკოვის "მეტალისტში" თამაშით სპეციალისტებს თავი მოაწონა, გახდა ხარკოვული კლუბის კაპიტანი და საქართველოს ნაკრებში 14 მატჩი სწორედ მას შემდეგ ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ უჟგოროდის ”ზაკარპატიეში" თავის დროზე უთამაშიათ მეკარე გია ჭანტურიას, კახა ალადაშვილსა და ოთარ მარცვალაძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა