ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში პსჟ სტუმრად 1:2 დამარცხდა "მანჩესტერ სიტისთან", ნამატჩევს კი პარიზული გუნდის ვარსკვლავები ლეო მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე გააკრიტიკეს. "ეკიპმა" ამ სამეულს ყველაზე დაბალი შეფასებები დაუწერა: მესის 4, ხოლო ნეიმარსა და მბაპეს 5-5.

ტიერი ანრი (საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ, თუ თავს შვიდი ფეხბურთელით დაიცავ. ეს შეუძლებელია. ჩემთვის სულერთია ვინ ხართ თქვენ. განაპირა მცველები მარტონი არიან, ამიტომ მოედანზე პრაქტიკულად სამი ერთზე მიდის ან სამი ორზე.

საფრანგეთში გუნდებს პსჟ-ის დაცვის გარღვევა არ შეუძლიათ, ხოლო "მანჩესტერ სიტიმ" შეძლო. პოჩეტინიოს ხანდახან გუნდის მართვა არ ძალუძს".

ჯეიმი კარაგერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი): "პსჟ პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა. მოულოდნელია იმის ყურება, როდესაც ევროპაში საუკეთესოობაზე პრეტენზიის მქონე გუნდს გატანა არ შეუძლია.

მე უბრალოდ არ მჯერა, რომ გუნდებს ფეხბურთელების თრევა შეუძლიათ. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგება ოთხ გუნდს შეუძლია - "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულს", "ჩელსის" და "ბაიერნს". ამ გუნდებში "მგზავრები" არ არიან. პსჟ-ს კი სამი "მგზავრი" ჰყავს და ტურნირის მოგების აბსოლუტურად არანაირი შანსი არ აქვს.

გული მწყდება, როდესაც მსგავს რამეს ვუყურებ, განსაკუთრებით მბაპეს გამო. თითქმის შემიძლია მესის გავუგო, რომელიც რაც არ უნდა იყოს 34 წლისაა, გარკვეულ მომენტებში შეუძლია თავს მოდუნების უფლება მისცეს. თუმცა, არ მგონია პსჟ-ს მისი თრევის უნარი გააჩნდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ "ბარსელონას" კარგა ხანია არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა.

მბაპე მხოლოდ 22 წლისაა! უკან უნდა ეფრინა, რათა პარტნიორებს "სიტისთან" დახმარებოდა. ის კი მოედანზე დადიოდა".

g.las-s
საკმარისია მესის ერთი თამაში არ გამოუვიდეს და იწყებთ: ეპოქა მთავრდება, თავს ზევით ძალა არ არი, ასაკები და ასე შემდეგ. ვიცით ბატონო, რომ ადრე თუ გვიან ყველა დაამთავრებს საფეხბურთო კარიერას, მაგრამ ერთი გავიწყდებათ, ლეგენდების ეპოქა დამთავრდება, მაშინ როცა ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. შემდეგ, ნანტთან მაგრად ითამაშა ლეომ და რაღაც არ სჩანდით ჩასაფრებულთა ბრბო? გაყუჩებულები იყავით? აი ეს ხართ ლეოს მოძულე ფანატები, თქვენი ნამდვილი სახე იმწუთასვე გამოჩნდება. როცა ლეოს კრიტიკას იწყებთ. საკრიტიკებელი იცით რამდენი გყავთ? წადით და როცა თქვენი "კერპი" მინდორზე, სეირნობას დაიწყებს, რაც ხშირად "ხდება" მაგისთვისაც მოიცალეთ. მესის კი შეეშვით, თქვენნაირების სახსენებელი, ნამდვილად არ არის.
ანრის ვეთანხმები
პოჩეტინო შავ დღეშია.ორ მოსეირნეს მესამე დაემატა და რომელი გინდა სკამზე დააჯინო სამივე მსოფლიო ვარსკვლავია.არადა ორ მოსეირნესაც ვერ უძლებდა პსჟ-ს დაცვა.
G.LA
არტ-ს მესომანია ნუ გაქვთ ზოგიერთებს. მოუსმინეთ მათ მაინც ვისაც ჩვენზე მეტი ესმით ფეხბურთში. რა სისულელეა არ მოგწონდა მესი ან რონალდო? მაგრად გაგვიმართლა ყველას რომ მათ ხანაში ვცხოვრობთ და სიამოვნებას ვიღებდით, მარა დრომ თავისი გააკეთა და თავს ზემოთ ძალა არაა. როცა მესის ვინმე აკრიტიკებს მესომანები რონალდოზე გადადიან რატომღაც. დღეს მესი უფო საკრიტიკო იყო ვიდრე რონალდო, ესა სიმართლე.
zaz197-s
ჩვენი ძმა! კოპა ამერიკაზე მესი კი არ დადიოდა, არამედ დაფრინავდა! მშვენიერ ფორმაში იყო, მაგრამ ამ დეგენერატმა ლაპორტამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ხოდა ამის შემდეგ, მესიმაც დაკარგა მაგრად ხალისი,სტიმული თამაშის მიმართ. ვერც გაამტყუნებ, ისეთი რამე აკადრეს, აგერ მე დღემდე ვერ ვინელებ იმ საშინელ დღეს, როცა მესიმ იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა ბარსა. თქვენ როგორ გგონიათ ეს თავისებურად დაღს არ დაასმევდა? მითუმეტეს მესი ხასიათის ფეხბურთელია. მერე რას ჩააცივდით და ჩაციკლულები ხართ ამ ასაკებზე? ლევანდოვსკი და ბენზემა, რა პატარა ასაკის არიან, თითქმის ლეოს ასაკის არიან, რა ვერ თამაშობენ? ისე ჩვენში დარჩეს და მე პირადად მენანება მესი, უმადურებისთვის... მიატოვოს პესეჟეც, ყველას დაუქნიოს ხელი დაროგორც იტყვიან, სულ კარგადთ მეყოლეთ!!!!!!!!! თუ გადაყვა ბარსას, რა დაუფასეს? ნამეტანი გადაყოლა, არაფერზე და არავისზზე არ ღირს.
zaz197
სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, დიდი ეპოქა მთავრდება, მესის და რონალდოს, ან პირიქით, რონალდოს და მესის ეპოქა. ფეხბურთი წინ მიდის, დღეს თუ მოედნის ათივე მოთამაშე სრულად არ იხარჯება დაცვაშიც და შეტევაშიც, იმ გუნდს ძალიან ცოტა შანსი აქვს. დააკვირდით ლივერპულის სალაჰს და მანეს, რამდენი ჩაჭრა და ართმევა აქვთ თამაშში. ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, მესის და რონალდოს ამბიციები, გასახდელში თუ მოედანზე, უკვე ჩამორჩება მათ ფეხბურთს, დააკვირდით რონალდოს, გუნდშიც და ნაკრებშიც, ჯიუტად ურტყამს ყველა ჯარიმას, ბოლოს როდის გაიტანა ჯარიმიდან, თვითონაც არ ახსოვს, ალბათ. მესი უბრალოდ აღარ დარბის...... მომავალ წელს ამდენსაც ვეღარ გაქაჩავენ, ასაკი მატულობს და ფეხბურთიც ვითარდება, ის აღარაა, რაც თუნდაც 10 წლის წინათ
მესის ფანი.
აბა აყაყანდით, ჩასაფრებულებო! სადაც ურტყამთ, მე პირადად, ერთი რიგითი გულსემატკივარი კარგადაც ვხვდები. მანჩესტერში, ერთი პიროვნებაც კარგად მაგრად დასეირნობდა და სულ არ ეტყობოდა თუ მინდორზე საერთოდ იყო, მაგაზე კრინტს არ ძრავთ, მაგრამ რახან მესია და არ გევასებათ (ამ ჩემს ფეხებს, თქვენ თუ არ გევასებათ) არ ვიცი შურით მოგდით, თუ რისი ბრალია, მარათონი გაქვთ გამართული, თუ ვინ უფრო მეტად გააკრიტიკებთ. მოდით რა? სუყველამ შეაყოლეთ...
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"ოქროს ბურთს" ამ ფეხბურთელს მივცემდი, მეორე ადგილზე კი მას დავაყენებდი" - ანრიმ თავისი ფავორიტები დაასახელა
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[PHOTO] "არსენალი" პსჟ-ს როგორც მინიმუმ 5:0 გაანადგურებს!" - ინგლისელი ჟურნალისტი კარაგერის "წინასწარმეტყველებამ" გაახარა
[VIDEO] ენრიკეს და კარაგერის კონფლიქტი ამოიწურა - რა თქვა პსჟ-ის მწვრთნელმა არტეტაზე, რაზეც ლეგენდებმა ბევრი იცინეს
ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"ეს ტრანსფერი ცოტა გაუგებარია " - კარაგერმა ბარკოლას "ლივერპულში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი