საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ „ოქროს ბურთს“ პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებდა, ჯილდოს ჰარი კეინისთვის გადაცემის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.

„კეინი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ არასოდეს ყოფილა ისეთი, რომ თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვან მატჩებში გამარჯვება მარტოს მოეპოვებინოს. გამიხარდა თუ არა მისი გამარჯვება? არა და ეს კიდევ რბილად ნათქვამია“, - განაცხადა ნასრიმ Canal+ის ეთერში.

„არსენალის“ ლეგენდამ ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დასრულების შემდეგ თქვა, რომ კვარაცხელიას გამო საქართველოს ნაკრების მატჩების ყურება დაიწყო და „ოქროს ბურთის“ ჟიურის მოუწოდა, ამ ფეხბურთელისთვის ყურადღება მიექციათ, თუმცა საბოლოოდ მხარი კეინს დაუჭირა. ანრიმ Canal+სთან ამავე გადაცემაში ახსნა, თუ რატომ მიაჩნია ინგლისელი ღირსეულ გამარჯვებულად:

„ამის წარმოდგენა ბევრს გაუჭირდებოდა და, შესაძლოა, მეც არ ვფიქრობდი, თუ ამდენს მივაღწევდი. არაერთი აღმასვლა და დაღმასვლა გამოვიარე, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში. არასდროს ვყოფილვარ ისეთი ტიპის ადამიანი, ვისგანაც სუპერვარსკვლავობას ელოდნენ - განსხვავებით ზოგიერთი თანამედროვე მოთამაშისგან. მომიწია, შესაფერის მომენტს დავლოდებოდი და წარმოუდგენლად ბევრი მემუშავა; ხშირად ეს საკუთარ თავთან ბრძოლას ჰგავდა, რომლის გადალახვაც აუცილებელი იყო. ამას საკუთარი თავის რწმენა და მიზანსწრაფულობა სჭირდებოდა. ვფიქრობ, ამან შემანარჩუნებინა ყველაზე მაღალ დონეზე წარმატების მიღწევისას რეალობის გრძნობა, რათა მუდმივად განვვითარებულიყავი და უკეთესი გავმხდარიყავი. სწორედ ასეა ჰარის შემთხვევაშიც“.

ნასრიმ კეინი აგრეთვე Les Affranchis-ის შოუში გააკრიტიკა: „კეინისთვის „ოქროს ბურთის“ გადაცემას საერთოდ არ ვეთანხმები. რას ეფუძნება ეს? მხოლოდ გატანილ გოლებს? ის ბუნდესლიგაში საუკეთესო არაა. საუკეთესო ოლისეა. ის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებშიც კი არ იყო საუკეთესო. აბა, რის საფუძველზე გადასცეს ჯილდო? გოლები რომ გაიტანა? მოედნის სიღრმიდან რომ უტევს? უბრალოდ თავდამსხმელი კი არა, თანამედროვე ფორვარდია. უსაზღვრო პატივს ვცემ, მაგრამ ჰქონდა თუ არა კარიერაში დასამახსოვრებელი სეზონი?

თავისი კლუბის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სთან შეუმჩნეველი გახლდათ. პირველი დაპირისპირება შესანიშნავად ჩაატარა. „ოქროს ბურთის“ კრიტერიუმების მიხედვით, პირველ ადგილზე არ უნდა გასულიყო. არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოგება ამისათვის საკმარისი იყო“.

ანრი რა შუაშია ოქროს ბურთთან, წამყვანი იყო უბრალოდ. კვარაცხელიას ეკუთვნის ოქროს ბურთიო არასოდეს უთქვამს, დაჯილდოებაზეც თქვა რომ მე ფრანგი ვარო და მბაპეს მხარეს ვიჭერო.
ვასო
კვარა იმიტომ აღმოჩნდა მეექვსე ადგილზე, რომ ხმის მიცემა არ მოხდა იმ სამი კრიტერიუმის მიხედვით, რაც წესებითაა გათვალისწინებული. ანრი ორი თვის წინ რომ იფიცებოდა, მხოლოდ კვარაცხელიას ეკუთვნის ოქროს ბურთიო, რატომ შეცვალა ჩვენება? რატომ და შოუს წამყვანად მიიწვიეს ინგლისელებმა, ალბათ ფულიც კარგი გადაუხადეს და ეს ფული სულაც არ ითვლება ქრთამად, რადგან შოუს წამყვანი იყო, ალბათ ასე მოხდა ბევრთან და ამიტომაც გაიმარჯვა კეინმა. კეინმა რაც მოიგი გერმანიაში ის ყველაფერი მოიგო კვარამ საფრანგეთში და დამატებით ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ამასთანავე, ლიგის მოგებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
temuri
ძალიან მარტივი იყო სამართლიანი არჩევანის გაკეთება.უნდა აერჩიათ მსოფლიოში საუკეთესო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და არავინ არ დაამადლიდა მას ამ გამარჯვებას.

ჩვეულებრივი ევროვიზიაა!
დათა
ვისაც ეკუთვნოდა იმას მისცეს ვისაც არადა დარჩა ხახამშრალი, მხარდამჭერია და რათქმაუნდა სუბიექტური იქნება, მაგრამ ვის აინტერესებს.
ბუხუტი
სეზონის ჯილდოა ეგ.არაა საკმარისი 6 თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება. ობიექტური მიზეზიც იყო-მუნდიალის წელია და იქ საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია. მეტი სტაბილურობაა საჭირო. ლიგა-1 იც არაა დასაკიდებელი. ეს სანაკრებო 4 შეხვედრა, ფორმალურად ახალ სეზონს ეკუთვნის, მარა მათი ჩაგდებაც გავლენას ახდენს ჟურნალისტებზე.
გიორგი
როგორიც ოქროს ბურთის გამარჯვებული გყავთ ზუსტად ისეთივე ფეხბურთი გაქვთ ესპანეთიში ორი გუნდია საფრანგეთში და გერმანიაში ერთი იტალიაშიც ცოტა დაიძრა ყინული ინგლიშიც ისე მიდის საქმე ერთი დარჩება თუარადა ნახავთ სიტი თუ დააქვეითეს არსენალს ვინ გაუწევს კონკურენციას მანჩესტერი?თუ ლივერპული ან კიდევ სხვა რომელი ?და ეს პროცესი შეუჩერებელია უფრო და უფრო დეგრარიდება სპორტის პირველი სახეობა აგერ წუხელ განაპირა მცველმა ჰეთტრიკი შეასრულა ხომ ვერ ახსნით რატომ?
გიორგი
ამ კომენტარის გამკეთებელს რა ჭირს?! ნორმალურს ამაზე ვერ იტყვის ადამიანი!
ზაზა
100% ვეთანხმები იმიტომ კი არა რომ ხვიჩას არ გადასცეს ოქროს ბურთი. საერთოდ ოქროს ბურთს გადასცემენ ფეხბურთელს გასული წლის შედეგებით და ამიტომ ეს პრიზი უფრო პსჟ-ს ფეხბურთელი უფრო იმსახურებდა ვიდრე კეინი, მე მისი საწინაღმდეგო არაფერი არ მაქვს მაგრამ ბუნდესლიგის მოგება სადაც მიუნხენის კლუბს სეზონის დაწყებიდანვე საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს ვიდრე სხვა გერმანულ კლუბებს და იქ გატანილი გოლები საკმარისი როგორ უნდა იყოს ოქროს ბურთის მოსაგებად? იგივე მსოფლიო ჩემპიონატი რომ ავიღოთ გადასარევათ ითამაშაო ცოტა ზედმეტი ნათქვამი იქნება.
ნასრი-ს
რა მარტო ბუნდესლიგის მოგება გაახილე თვალები- გერმანიის თასი,გერმანიის სუპერთასი და ევროპის ოქროს ბუცი(73 გატანილი გოლი)შენ მოიგე?😂კეინმა დამსახურებულად მოიგო ოქროს ბურთი,ვისაც ესმის ფეხბურთი ამას ხედავს და კი მისცეს ხმა კიდევაც 👊
ჟორა
ფრანგებს აქვთ რაღაც დაფანტული მენტალიტეტი თუ ფსიქოლოგია არ ვიცი....ლევანდოვსკის არ მისცეს ლიგა მოიგო კაცმა
ასეა ეს
200-სმა ჟურნალისტმა მე-6 ადგილზე დააყენა ხვიჩა და სანამდე უნდა ბეჭდოთ ეს პროვოკაციული სტატიები? მითუმეტეს ნაკრებში ნათამაშები ბოლო 4 მატჩის შემდეგ.
ჟორა
რა თქმა უნდა გერმანიის ჩემპიონატში საუკეთესო? არ უნდა ნიშნავდეს მსოფლიოში საუკეთესოს.
გულშემატკივარი კობა
სრულად ვეთანხმები, ოქროს ბურთი კვარაცხელიას ეკუთვნოდა 100 პროცენტით
Kuna
ჰარისთვის უნდა გადაეცათ ეს ოქროს ბურთი, რადგან ხვიჩა არ იყო იქ. ვიფიქრე ეყოფოდა კაცობა და ნამუსი და იტყოდა ხმამაღლა. არა ხალხნო, ეს მე კი არა ხვიჩას ეკუთვნის და მასთან გასატანებლად გადმომცესო. მაგრამ წუწკი აღმოჩნდა დაააა.....
Levani
ანრი გვიყურებს თურმე.. ნოემბერში ლამაზად ჩაიცვით და ულვაშები გაიპარსეთ კაშიადან დაწყებული ყველაზე პატარა ხარებაშვილით დამთავრებული მამაჩემის ჯარის ალბომს რო გავხართ ლიად. თუ ესკობარი,ხალხის დაავადმყოფებით გამდიდრებული ნაგავია თქვენი კერპი? ასე "ბარიგა-სთაილში" რო გხედავთ ვერ გქომაგობთ და სანამ ზიზღში გადაგვსვლია ჩვენნაერებს ვისაც ბარიგებზე გული გვერევა მოიშორეთ ეგ სისაძაგლე.
რა დრო იყო
დინამო თბილისის სამი ფეხბურთელი იყო საუკეთესო ათეულში მე-7 მე-8 და მე-10 ნომრებად. შენგელია, ჩივაძე, ყიფიანი. უძლიერესი შემადგენლობა გვყავდა. ბატონ საშას თამადობით იმ თაობის ბიჭებს ჯანმრთელობას ვუსურვებ. წასულები სულები აცხონოს ვიტალი, რამაზი და დათო. ❤️
უფროსი
100% სიმართლეა.
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
"ვინ, თუ არა "კვარა"? - ნასრიმ "ოქროს ბურთზე" საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ დონარუმას კრიტიკოსებს მკვლელები უწოდა - კომენტარი ნასრიმ გააკეთა
TNT Sports-მა "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად კეინი დაასახელა - კვარაცხელია მეოთხეა
"ოქროს ბურთს" ამ ფეხბურთელს მივცემდი, მეორე ადგილზე კი მას დავაყენებდი" - ანრიმ თავისი ფავორიტები დაასახელა
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ნასრი: ლუის ენრიკე პსჟ-ს მხოლოდ ერთი კლუბის გამო დატოვებს
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს
"გვარდიოლამ მესის სექსზე ეს ურჩია და შემდეგ ლეოს..." - ნასრიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
ერთწლიანი დისკვალიფიკაციიდან პრემიერლიგამდე - სამირ ნასრი "ვესტ ჰემში" ითამაშებს
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
ფეხბურთელები, რომლებსაც ახალ ზიდანს უწოდებდნენ - რა დაემართათ ფრანგ ტალანტებს?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს