როგორც იცით, კვიპროსის ჩემპიონატზე "ოლიმპიაკოსთან" წაგების (2:3) შემდეგ, "ანორთოსისის" გასახდელში ინციდენტი მოხდა, მწვრთნელმა თემურ ქეცბაიმ თავდამსხმელებს ნიკა კაჭარავასა და კაილ ლაფერტის ვარჯიში აუკრძალა და კლუბიდან მოკვეთით დაემუქრა. მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა კლუბს 259 ათასი ევრო დაუჯდება, ამიტომ კაჭარავას ხვალიდან ვარჯიშის უფლება მიეცემა, ხოლო ლაფერტის ინდივიდუალურად შეეძლება ვარჯიში. კვიპროსული 24sports-ი ბერძნულ sportdog-ზე დაყრდნობით კონფლიქტის დეტალებს იტყობინება:

"ქაოსი "ანორთოსისის" გასახდელში, სადაც ქეცბაიამ ფეხბურთელს უხეშად ხელი ჰკრა და საგნები დაფრინავდნენ.

წარმოუდგენელ სცენებს ჰქონდა ადგილი, სადაც საბრძოლო მოქმედებები განვითარდა, ფეთქებადმა და ძნელად პროგნოზირებადმა ქეცბაიამ მესამე ტაიმი ჩაატარა და მტყუანსა და მართალს ყველას შეუტია.

თავიდან მან სპიროს რიზვანისსა და პაულუს არაიურის დაცვის ცენტრში დაშვებული შეცდომების გამო უსაყვედურა. ამ უკანასკნელს წარმოუდგენლად დამამცირებელი სიტყვებით მიმართა.

შემდეგ ქეცბაია ნახევარმცველ დენის პოპოვიჩზე და თავდამსხმელებზე, ლაფერტისა და თანამემამულე კაჭარავაზე გადაერთო, რომელიც შეცვლაზე ჩრდილოირლანდიელის ნაცვლად შევიდა. განსაკუთრებით ლაფერტის ადანაშაულებდა იმის გამო, რომ ადვილად გასატანი გოლები ვერ გაიტანა. მერე წყლით სავსე ბოთლი ესროლა, ბრიტანელმა კი საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თემურმა უთხრა, რომ მისთვის "ანორთოსისი" დასრულებული იყო. მათ შორის გასაშველებლად შუაში კაჭარავა ჩადგა და მწვრთნელმა გუნდიდან დათხოვნილად ისიც გამოაცხადა.

მთელი ამ ტრაგიკომიკური ისტორიისას გასახდელში საგნები, მათ შორის ბუცები დაფრინავდნენ.

ქეცბაიას ყველა ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელის გაშვება უნდა, მაგრამ მათ კლუბთან მოქმედი კონტრაქტები აქვთ. ამ დროს ყველა მათგანი ქეცბაიას მოყვანილია და გუნდში ცუდი ატმოსფეროა".

Gio
მე ვუყურე მაგ თამაშს..აი ეს ლაფერტას ან გამაზული ქინდა ან არ იცის ფრხბურთის თამაში ისეთი მომრნტები გაანიავა ტიპმა ანორთოსისში კიარა მეშახტეს სათადარიგოს ფეხბურთელი გაიტანდა..კაჭარავა საერთოდ თავდამსხმელია?გადაცდომები და ზედმეტობა იცის მარაა ყვრლა ვისაც ეჩხუბა იმსახურებდა თამაშიდან გამომდინარე
დავით 67
მეტი არ შეუძლიათ რა ქნან ? გინება რომ შველოდეს....

ვერ გამიგია იმ ხალხის, ვისაც მწვრთნელი ქეცაბაია მოსწონთ, კარგი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელად კი უვარგისია!
ბექა
ეს კაცი ვერ იტანს კრიტიკას. სულ მართალი გონია თავი და ფაქტია რომ ეგრე არაა. ლანძღვა-გინებას ამას კი არა ფერგიუსონსაც არ უტარებდნენ. რამოდენიმე კლუბს წვრთნიდა(საშუალოზე დაბალი დონის გუნდებს) და კვიპროსის ჩემპიონატზე რო პირველი ადგილი აიღო ესაა ამ მწვრთნელის მაქსიმუმი დღემდე, რაც დიდი მიღწევა არაა, ევროტურნირებზე კიდევ ვერაფერს ვერ მიაღწია. ვერცერთ გუნდში ვერ დაალაგა ფეხბურთელებთან ურთიერთობა, ვერც ჟურნალისტებთან. ნაკრებში რო იყო და სამართლიანად გაკრიტიკებდნენ ტანსამლიდან ხტებოდა. ვისთვის როგორ, ჩემთვის პირადად(მისი სამწვრთნელო კარიერის შედეგად) დაბალი დონის მწვრთნელია

თემურ, ნიკა კაჭარავას თუ სთხოვ თავდამსხმელობას ძალიან შემცდარხარ!!!

ნიკა კაჭარავას ფეხბურთელობა არ გაიშვა!!! თემო როდის უნდა ისწავლო ჭკუა რომ ამ უმადურ ტიპებს არ უნდა გადააყოლო ნერვები?!
ზურა
ასე დარწმუნებული როგორ ხარ? ასე ვიტყვი მაშინ, რომ ფეხბურთელების სელექციაც მისი ჩატარებულია და ცემა-ტყეპა არ უნდა ჭირდებოდეს თუ მწვრთნელი ქვია. მიეყვანა მერე დისციპლინირებული ფეხბურთელები. შედეგი არ აქვს, ვერსად ვერ დალაგდა ეს კაცი...
Gurami
თავიდან, რომ კარგად დაიწყო მერე აჩვენა ამ კაცმა, რომ არაა მწვრთნელობა მისი საქმე. აქ კარგი ქართველი ფეხბურთელობის უდისციპლინობას დავაბრალოდ ყველაფერი და ვთქვათ თემური ცამდე მართალი იყოო. თუმცა ასევი იყო ოლიმპიაკოსი, ანორთოსისი, რაღაც რუსული კლუბი. ყველგან დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის და შედეგიც არსად არ აქვს...
მართალი
ეს ინფორმაცია 90 % სიმართლეა... მაგიტომაც ამოდეს პანჩური ოლიმპიაკოსიდან ყველაზე დიდი სირცხვილი აჭამეს იმიტომ რომ ღირსია... ვერ თამაშობს სხვა მოიყვანე ან მოტივაცია აუმაღლე გინებით და ბოთლის ქნევით არაფერი გამოგივა ტლიპინა
გენა
ყველგან სკანდალებში იყო ეს შერეკილი და აქაც ეგრეა. ტიპიური არანორმალურია
muro
ყოველთვის ვგულშემატკივრობ თემოს, მინდა ყოველთვის კარგი მესმოდეს მასზე, მაგრამ ცოტა საკუთარ თავზეც უნდა იმუშაოს. არ შეიძლება ფეხბურთელების მუდამ შეურაწყოფა და დედის გინება.
kaxa
როცა ფეხბურთელი გქვია და არ თამაშობ როგორც შეგიძლია, მასე ხდება . დარწმუნებული ვარ, ვინც ღირსი იყო იმას ეჩხუბა, გაანძრიე ერთი ადგილი თუ თამაშობ და თუ ერთობი უბრალოდ, ეგ აღარავის აწყობს. ახალკაცი მკაცრი რომ იყო, იმიტომ მიაღწია ყველაფერს, სხვანაირად არ ხდება. მიდი ქეცბა შეუბერე, მართალი კაცი ხარ..........
სტალინი
მართალია ეგ კაცი. თუ თამაშობ და ფეხბურთელად თავს თვლი, დაიხარჯე ბოლომდე რაც შეგიძლია, თუ არადა წადი რა .................
ქუთაისი
მაქსიმალისტი კი არა თავხედია და უზრდელი .ასი გუნდი რო მყავდეს ერთს არ გავაკარებდი.
სოსო
თემური მუდამ მაქსიმალისტია.ფეხბურთელებს კი,ეტყობა გატოკება ეზარებათ.რამდენი ქართველი ჩააყენა ფორმაში და საწყენია,ბევრი სიკეთეს რომ ვერ ხედავს.შინაურისაგან ფეხზე დაკიდება, გაცილებით უფრო მძიმე ასატანია.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
მაინც დაიყოლიეს - ქეცბაია "ანორთოსისის" მწვრთნელი მესამეჯერ გახდება
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა