"ეინდჰოვენი" პრაქტიკულად შეუთანხმდნენ “ფეიენოორდს” ჟორჟინიო ვაინალდუმის ტრანსფერთან დაკავშირებით
“ბარსასა” და “გალათასარაის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 48 წლის ფრანკ რაიკაარდი საუდის არაბეთის ნაკრების დამრიგებლად დაინიშნა. ყველაფერი უკვე შეთანხმებულია, 3-წლიან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია კი დღეს ლონდონში უნდა შედგეს. კონტრაქტით თანახმად ფრანკი 11 მილიონ ევროს მიიღებს.

ახალ სამუშაოს მოკიდა ხელი მეორე ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, “გალაში” რაიკაარდის ყოფილმა თანაშემწე იოჰან ნეესკენსმაც. არა ისეთ მაღალანაზღაურებადს, როგორსაც ფრანკმა, მაგრამ მაინც. 1974 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა სამხრეთაფრიკული “მამელოდი სანდაუნზი” ჩაიბარა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული “ბილდი” ავრცელებს. 59 წლის სპეციალისტს დამოუკიდებლად მუშაობის დიდი გამოცდილება მაინცდამაინც არ აქვს. აქამდე მას “ბრედაში”, ჰოლანდიის მეორე ნაკრებსა და გერმანულ “ზინგენში” (ეს უკანასკნელი სამოყვარულო ლიგაში ასპარეზობს) უმუშავია. ასისტენტად კი ნეესკენსი ჰოლანდიისა და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებში, ასევე “ბარსელონაში” ირჯებოდა.

ახლა ჰოლანდიურ საკლუბო ფეხბურთს მივხედოთ... მაშ ასე, ტიტების ქვეყანაში ყველაზე აქტუალური საკითხი დღეს დემი დე ზეუვის მოსკოვის “სპარტაკში” გადასვლა-არგადასვლაა. “დე ტელეგრააფის” ცნობით, 28 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მოსკოვურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, “აიაქსმა” კი ფეხბურთელის ტრანსფერში 6 მილიონი ევრო მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ერთი მხრივ დე ზეუვის აგენტი ედვინ ოლდე რიკერინგი, მეორე მხრივ ფრანკ დე ბური. მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ საქმეს გადაწყვეტამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლიაო, ამბობენ ისინი. საკითხის გასარკვევად რიკერინგს რუსი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ.

- ნუ გჯერათ ყველაფრის, რაც ჰოლანდიურ პრესაში იწერება. არ დაგიმალავთ, მოლაპარაკებები მიდის, დემი “სპარტაკის” წინადადებით დაინტერესებულია, მაგრამ ამას იქით საქმე არ წასულა.

- ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგები ამტკიცებენ, რომ თქვენ მალე ეწვევით მოსკოვს, რათა დასკვნითი პუნქტები შეათანხმოთ.

- დღეს მე ჰოლანდიაში ვარ.

ახლა კი ფრანკ დე ბურის კომენტარს შემოგთავაზებთ: “თუკი “სპარტაკი” გადაიხდის იმ თანხას, რასაც ჩვენ ფეხბურთელში ვითხოვთ, დემის შეეძლება წასვლა,” – უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთმანეთში კლუბები ვერ თანხმდებიან.

საინტერესო ამბები ხდება “ეინდჰოვენის” თავს. ფილიპსელები პრაქტიკულად შეუთანხმდნენ “ფეიენოორდს” ჟორჟინიო ვაინალდუმის ტრანსფერთან დაკავშირებით. “ფეიე” იძულებული გახდა ამ ნაბიჯზე წასულიყო, რადგან ჟორჟინიოს კონტრაქტს ვადა მომავალ წელს გასდიოდა, ფეხბურთელმა კი მის გაგრძელებაზე უარი თქვა. უნიჭიერესი მარჯვენა ნახევარმცველი როტერდამული კლუბის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2007 წლიდან თამაშობდა. სულ ერედივიზიეში მან 110 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. პსვ-ს დამრიგებელი ფრედ რუტენი ისეთ ფეხბურთელებს ეძებს, რომელთაც არ ეშინიათ ინიციატივის თავის თავზე აღება. 20 წლის ჰოლანდიელი კი სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება.

ვაინალდუმის გარდა პსვ-ს კიდევ ორი ფეხბურთელის ტრანსფერი “უდგას წკიპზე”. კლუბის გენერალურმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა განაცხადა, რომ “უტრეხტის” ორი ნახევარმცველი, 21 წლის ჰოლანდიელი კევინ სტროოტმანი და 24 წლის ბელგიელი დრის მარტენი, მომდევნო სეზონში სავარაუდოდ მათთან ითამაშებს. რუტენის განცხადებით ის მარტენს “ანჟიში” გადასული ბალაშ ჯუჯაკის შემცვლელად განიხილავს.

აქვე გეტყვით, რომ ქალაქ ეინდჰოვენის ადმინისტრაციამ კლუბის უმძიმესი ფინანსური პრობლე¬მე¬ბი გაითვალისწინა და მას 49 მილიონი ევროს დაბალპროცენტიანი სესხი გამოუყო. 45-ს კლუბი უახლოეს ხანებში მიიღებს, დანარჩენ 4-ს კი უახლოესი 10 წლის განმავლობაში.

დაბოლოს, საკლუბო ამბები “ალკმაარის” შესახებ მცირე ინფორმაციით მოვილიოთ. ჰოლანდიის 2009 წლის ჩემპიონების ტექნიკურმა დირექტორმა, ვეტერანმა ამერიკელმა ფეხბურთელმა ერნი სტიუარტმა ერედივიზიეში მისი თანამემამულე ჟოზი ალტიდორის შესაძლო გადაბარგებაზე განცხადება გააკეთა. 21 წლის ამერიკელმა ბოლო სეზონი იჯარით თურქულ “ბურსასპორში” გაატარა. მისი კონტრაქტი “ვილიარეალს” ეკუთვნის. ესპანელები სულაც არ არის წინააღმდეგნი, თუკი თავდამსხმელი მომდევნო სეზონსაც სხვაგან გაატარებს. აი, რას აცხადებს სტიუარტი: “ჟოზისთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ის მართლა კარგი ფეხბურთელია და ჩვენი ინტერესიც სწორედ აქედან მოდის. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი თავდამსხმელი გავყიდოთ, რათა მისთვის ადგილი გამოვათავისუფლოთ”. თავად ფეხბურთელი ოფიციალურ განცხადებებს ჯერჯერობით მხოლოდ ტვიტერზე თავის გვერდზე წერს - “ჰოლანდიური ენის სწავლა ძალიან რთული იქნება,” – ამბობს ის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა