კლოპი: ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ!

ბუნდესლიგის კლუბებიდან ახალი სეზონისთვის მზადება ყველაზე ბოლოს გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ გუშინ დაიწყო.

პირველ ვარჯიშზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გერმანიის ნაკრების წევრების გარდა, ყველა ფეხბურთელი შეკრიბა - ბუნდესგუნდის მოთამაშეები კი „ბორუსიას“ 3 ივლისს შეუერთდებიან. სამაგიეროდ, გუშინ კლოპის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშეს დორტმუნდელთა ახალწვეულებმა: ილქაი გიუნდოგანმა, ივან პერიშიჩმა, მორიტც ლაიტნერმა და კრის ლიოვემ. ცხადია, ეს მოთამაშეები ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

კლოპი „ბორუსიას“ ახალი სეზონისთვის უკვე მეოთხედ ამზადებს და მართალია, BVB-ს ეიფორია არც ადრე აკლდა, მაგრამ წელს ყველაზე დიდი საგიჟეთი იყო, რადგან იურგენის გუნდი გერმანიის ჩემპიონია. სეზონურ აბონემენტებზე უდიდესი, აქამდე არნახული მოთხოვნაა, რის გამოც აბონემენტების გაყიდვის სტარტმა ერთი დღით გადაიწია. მოგეხსენებათ, „ვესტფალენშტადიონი“ 82 000 მაყურებელს იტევს და კლუბის ხელმძღვანელებს 53 000-ზე მეტი აბონემენტის გაყიდვა არ სურთ, რათა ყოველთვის არსებობდეს თავისუფალი ბილეთები. მენეჯერი მიხაელ ცორკი ამბობს, 82 000 აბონემენტი რომ გავყიდოთ, ყველა გაიყიდებაო.

მოკლედ, ეიფორია უდიდესია, მაგრამ ცორკი, კლოპი და გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე წნეხის ქვეშ არ მოექცევიან. მიუნხენიდან უკვე გაისმა მუქარები - „ბაიერნმა“ მზადება ორშაბათს დაიწყო და რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა არაერთხელ თქვეს, ახალ სეზონში „ბორუსიას“ ტახტიდან ჩამოვაგდებთო.

„კარგად ვიცი, რაც თქვა თომას მიულერმა და თუ სიმართლე გაინტერესებთ, მისი მოსაზრება ფეხებზე მკიდია, - ასეთი იყო 44 წლის კლოპის რეაქცია კითხვაზე, რა პასუხს გასცემდა ის „ბაიერნის“ ფეხბურთელს, - ფაქტია, რომ ჩვენ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ. გასული სეზონი ფანტასტიკურად რომ ჩავატარეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონშიც თავისთავად ასე კარგად ვითამაშებთ. დღეს კი იმიტომაც შევიკრიბეთ, რომ შრომას შევუდგეთ.“

ბოსი ვატცკე კლოპს ასი პროცენტით დაეთანხმა და აღნიშნა, თუ მიუნხენელები ჩვენგანაც სკანდალურ განცხადებებს ელოდებიან, კოვზი ნაცარშუ ჩაუვარდათ, კამათში არ ავყვებით და ყველაფერს ისევ მოედანზე დავამტკიცებთო.

ამრიგად, კლოპი, ვატკცე და ცორკი მხოლოდ დორტმუნდის „ბორუსიაზე“ საუბრობენ, კონკურენტების ხსენება კი არ სურთ. მათი თქმით, „დორტმუნდი“ აუცილებლად ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ლიდერი და გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ნური შაჰინი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, კლოპი ფიქრობს, რომ მისი გუნდი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

„არ დაგიმალავთ, ისეთი განცდა მაქვს, რომ ახლა გაცილებით ძლიერები ვართ. რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ვიყიდეთ: პერიშიჩი, გიუნდოგანი, ლაიტნერი და სხვები. შარშან ამხელა არჩევანი არ მქონდა,“ - ამბობს იურგენი.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ წელს დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგაშიც მოუწევთ თამაში, ორ ფრონტზე ბრძოლა კი ადვილი ნაღდად არ არის. თანაც, „ბორუსია“ ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში გერმანიის ჩემპიონის სტატუსით წარსდგება და ვალდებულია, ჩემპიონთა ლიგაში კარგად ითამაშოს.

დორტმუნდელთა პირველი ვარჯიში ერთ საათს გაგრძელდა. „ბორუსიას“ პირველი ოფიციალური მატჩი 30 ივლისს, გერმანიის თასის პირველ ეტაპზე მესამელიგელ „ზანდჰაუზენთან“ ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა