ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 118:100 დაამარცხა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში მოედანზე ქართველი ლეგიონერები ვიხილეთ.

მასპინძელთა რიგებიდან გოგა ბითაძემ 5 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 მოხსნა მიითვალა. სტუმრების მხრიდან კი სანდრო მამუკელაშვილმა 3 წუთში 2 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა. ჩვენთვის გამორჩეული მომენტი მატჩის ბოლო წუთებზე მოხდა, როდესაც კალათბურთელები ერთმანეთს გულთბილად გადაეხვივნენ.

Video

რაც შეეხება გამორჩეულ მოთამაშეებს, "ინდიანას" შემადგენლობიდან კარის ლევერტმა 23 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ირმების" მხრიდან კი იანის ანტეტოკუნმპომ თავი 26 ქულით, 13 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "პეისერსი" 9 გამარჯვებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, 30 ნოემბერს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბაქსი" 13 მოგებითა და 8 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 2 დეკემბერს, "შარლოტ ჰორნეტსის" პირისპირ ჩაატარებს.

Video

ინდიანა - მილუოკი

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და 15-ქულიანი უპირატესობით, 105:90 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა.

"უორიორსის" შემადგენლობიდან კი სტეფ კარიმ თავი 33 ქულას, 5 მოხსნას, 6 შედეგიან გადაცემასა და ამდენივე ჩაჭრას მოუყარა.

გამოსარჩევია ჯორდან პულის თამაშიც, რომელმაც მესამე მეოთხედის მიწურულს პირადად მოახერხა და დააწინაურა საკუთარი გუნდი (ანგარიში 61:59 გახლდათ, რის შემდეგაც ჯორდანმა ზედიზედ 4 სამქულიანი ჩააგდო ბოლო მეოთხედის წინ და საკუთარ გუნდს 7-ქულიანი (75:68) უპირატესობა მოუპოვა. მატჩის ბოლოს კი მისი სტატისტიკური მონაგარი შემდეგნაირი გახლდათ - 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ასე და ამგვარად, "გოლდენ სტეიტი" 18 გამარჯვებითა და 2 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო შეხვედრას კი 1-ელ დეკემბერს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კლიპერსი" 11 მოგებითა და 9 წაგებით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ თამაშს კი ხვალ, 30 ნოემბერს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" პირისპირ ჩაატარებს.

Video

კლიპერსი - გოლდენ სტეიტი

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 110:106 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 33 ქულით, 5 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა გუნდს 25 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ენტონი დევისმა აქტივში 24 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა.

რაც შეეხება "პისტონსს", ჯერემი გრანტმა 32 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 11 მოგებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 1-ელ დეკემბერს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.

"დეტროიტი" 4 გამარჯვებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთში ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი იმავე 1-ელ დეკემბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" პირისპირ ჩაატარებს.

Video

ლეიკერსი - დეტროიტი

დემე
ცდებოდნენ რას ნიშნავს. იცი მაინც რამდენად მიზერულია იმის შანსი რომ ათლეტი ენბიეიში მოხვდეს? ამერიკაში თუ თამაშობ 1.3% არის ამის შანსი. და ზოგადად 0.03%. :) და შენ გგონია რომ აქ დროს ტყუილად კარგავენ? კარგი რა..
ვაჟა მასწავლებელი
ქართული კალათბურთის ორი მომავალი "ვარსკვლავი".
ვოოტ
ამ ბიჭებით დღეს ესპანეთთან არც ისე უშანსოდ ვიქნებოდით.... რო ათამაშებდნენ, კიდევ ჰო, მაგრამ იქაც ცდებიან და აქაც გვაკლდებიან,,,
ggg
გოგას და სანდროს მაგალითზე ჩანს თუ რამდენს მიაღწია თავის დროზე ზაზამ. არაუშავს, ყურები არ ჩამოყაროთ, იბრძოლეთ და ყველაფერი იქნება
ვვვ
ნეტა ესენი არ ცდებოდნენ კიდე აქ...
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა