სამწუხარო ამბავი საქართველოს ეროვნული ნაკრებში. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ესპანეთთან თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ფეხი უკრაინასთან მატჩში იტკინა, თუმცა იყო იმედი, რომ რეაბილიტაციას შეძლებდა და თორნიკე გუნდს ესპანეთში გაჰყვა.

თავად შენგელიას, რომელიც უკრაინასთან სათამაშოდ მოსკოვიდან ჩარტერული რეისით, ევროლიგის მატჩის დასრულებისთანავე გამოფრინდა, ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდოდა და ბოლო მომენტამდე ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ ჩვენი ნაკრების ექიმების სამწუხარო ვერდიქტი ესპანელმა მედიკოსებმაც დაადასტურეს: შენგელიას ტრავმირებული ფეხის მდგომარეობა არ იძლევა მისი ესპანეთთან მოედანზე გასვლის საშუალებას.

საქართველოს ნაკრებმა ხაენის “ოლივე არენაზე” პირველი ვარჯიში თამაშის წინა საღამოს გამართა. შენგელია გუნდთან ერთად იყო, ფარშიც ისროლა, თუმცა ვარჯიშის პროცესს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი განაცხადში იქნება, მაგრამ ესპანეთთან სათამაშოდ მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე ესპანეთის ქალაქ ხაენში გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: gbf

ვაჰ რამდენი თამაში გამოვტოვე, დღეს თამამად შევძლებ ვუქომაგო ნაკრებს (კაპიტანი სანამ შენგელიაა თავს ავუკრძალე თამაშების ყურება), საქართველოს გაუმარჯოს!
მოქალაქე
ამიტომ არის ,რომ ევროლიგა არ უშვებს და არც ნბა მოთამაშეებს. ნაკრების თამაშები ყოველთვის დაზაბულია და შედეგიც მივიღეთ.გადატვირთვის გამო დაშავდა. ძალუან ცუდია და თუ რომელიმე ტურნირი არ გაუშვებს სპორტსმენებს ნაკრებში გასაკიცხები არ არიან
lsd
სამწუხაროა. თოკო ძალიან მნიშვნელოვანი კაცია ჩვენი გუნდისთვის
გიორგი
კაი რა, რა შანსი იყო? ჩვენ 4 კალათბურთელით მოვუგეთ უკრაინას. ესპანეთის 12 ივე კალათბურთელი მაგარ გუნდში თამაშობს თან სახლშია. მცირე შანსი გვქონდა. აი თბილისში ნამდვილად გვექნება შანსი თუ ყველა გვეყოლება
Master
აშკარაა არმიის კლუბი ჩაერთო საქმეში.მხოლიდ ცსკაზე არაა საქმე.ყველა ევროლიგის გუნდი ასე იზავდა.ასეა კალათბურთში.ამისკენ მიაქანებს ფეხბურთსქც სუპერლიგა.
ნიკოლოზი
არა მგონია მთლად ეხის ტკივილის ამბავი იყოს
Zaza
2019 წელს მსოფლიოს შესარჩევი საქართველო 50 სერბეთი 87 იყო შენგელიაც ,შერმანდინიც ,ცინცაძეც მაკფადენიც , და ბითაძეც წყარო იუთუბი დისლაიკებს კიდე რა აზრიაქ რო შედეგი და შემადგენლობა გაქრეება სადმე თუ რა.დდ
123
გასაგებია რომ კალათბურთს აქ ზოგზოგიერთები მარტო ფლეშქორზე უყურებთ მაგრამ ვინც წერს რომ ესპანეთს ევროლიგის ხალხი აკლია და ამიტომ საქართველო ფავორიტი არისო არის უბრალოდ უადგილო განცხადება. გადახედეთ მაინც ესპანეთის შემადგენლობას 12 დან 12 კალათბურთელი ლიგა ენდესას მოთამაშეა, ზოგი ვალენსიაში თამაშობს ზოგი ტენერიფეში და ზოგიც უნიკახაში. მესმის ოპტიმიზმი მაგრამ იმის თქმა რომ საქართველო ფავორიტია არის არასწორი. როგორც პესიმიზმი არ შეიძლება უადგილო ასევე ოპტიმიზმის არშეიძლება. დღეს რეალურად ესპანეთს ძალიან დიდი უპირატესობა ექნება და ღმერთმა ქნას მოვიგოთ. თოკო რომ გვყავდეს მერე 50/50 იქნებოდა.
Zaza
სერბებთან თორნიკეც იყო და ყველა და რა გვიქნეს ხო გახსოვთ ასერო ჩვენზე წინ არიან ესპანელებიც აქ თამაშის ცოდნაა მთავარი და არა ბრძოლა და ხმალავი ოთხი კლასიანი მოთამაშე ეგეთ გუნდებთან არყოფნის.
tngh
სამწუხარო დანაკლისია... იმედია, შემდეგ თამაშებზე თოკო ჩვეულ ფორმაში იქნება.
გურიკო
ესპანეთი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონიიიი! მათ ისეთი მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ, ნბა-დან არც სჭირდებათ ვინმეს დამატება(პრინციპში, ვერც ჩაიყვანენ). ასე რომ, ცოტა რეალურად შეხედეთ სიტუაციას. გასვლაზე ესპანეთთან მოგების დაგეგმვა არც არავის უფიქრია და მაგის მოლოდინი კალათბურთის არცოდნაა.
Ttt
სამწუხაროდ აღარანაირი შანსი აღარ გვაქვს.
ზურა
ეჰ თოკო უდიდესი დანაკლისია, არა და ამ ესპანეთთან გვაქვს მოგების რეალური შანსი. მიდით ბიჭებო, გაათმაგებული მონდომებით!!! პ.ს. ესეთ რაღაცეებზე სულ კვარაცხელიას კოვიდი მახსენდება, აი ეგ კი იყო გულის გასასკდომი ამბავი:(
fan1
აქაურ კომენტარებს ეტყობა რომ ხალხი თვალს არ ადევნებს კალათბურთს. იმის გამო რომ ესპანეთს ევროლიგის და ამერიკაში მყოფი კალათბურთელები ვერ ეხმარებიან ჩვენი ხუთეული მათსას აღემატება კლასით და მოგების ძაანაც რეალური შანსი იყო შენგელიასთან ერთად. თუმცა მისი არ ყოფნის შემთხვევაში ეს ძალიან რთული იქნება.
მგელუკა
მალე გამოჯანმრთელება თოკოს. არაუშავს, დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი მატჩი იქნება და ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ...
გიო
ოჰოჰო, "ურა პატრიოტებს" რა უხარიათ? ვაი თქვენს პატრონებს, ვითომ "პატრიოტებო"? თოკოს მალე გამოჯამრთელებას და მწყობრში ჩადგომას ვუსურვებთ!
შაკო
ამ თამაშში აუცილებელ მოგებას მაინც არავინ მოთხოვს. სათადარიგოებს დრო მიეცემა და უნდა ანახონ სუპერლიგის ბიჭებმა რა შეუძლიათ, თავი უნდა გაიგიჟონ და იქნებ სასწაულიც მოხდეს და მოვიგოთ და თვითონაც კარგ კლუბებს გამოკრან ხელი.
გიორგი
ობიექტურად ესპანეთი ჩვენთან გამოკვეთილი ფავორიტია.. ძალიან არ ინერვიულოთ. მთავარია უკრაინასთან და მაკედონიასთან არ დავკარგოთ ქულები, იქნებ თბილისში ესპანეთსაც მოვუგოთ. ამ შემთხვევაში 3 მოგებით გადავალთ შემდეგ ეტაპზე და კარგი შანსი გვექნება
ოი
რა პესიმისტობაა ვერ გავიგე ?? რა კომენტარებს დებთ? იმიტოა რო მი*რებული მენტალიტეტი გვაქვს, უნდა იომო და ყოველთვის მოგებაზე იფიქრო ?? რა გჭირთ ვერ გავიგე ?? - მარა ეგრე იყო ყოველთვის ჩვენთან ნაწილი ქართველები იყვნენ და ნაწილი გურჯისტანი))) ეგრე რო ებაზრა ყველა ქართველს ეხლა სპარსეთის ან თურქეთის პროვინცია ვიქნებოდით
ფეოლა
დაგვერხა :(
SILVERMARCS
ჯობია არ ვითამაშოთ და წაგება ჩაგვითვალონ!
გაბუ
ამ თამაშის მოგების შანსი ისეც მინიმალური იყო,ახლა საერთოდ გაქრა, რა უბედურება, ვინ დაგვთარსა,ყველაზე მაგრად რომ გვჭირდებოდა კვარა ,მაშინ გამოგვაკლდა, ახლა ყველაზე მაგრად რომ გვჭირდებოდა თოკო ახლა გამოგვაკლდა,,ნუ რას ვიზამთ მთავარია ძალიან დიდი ანგარიშით არ წავადოთ.. აბა თქვენ იცით ბიჭებო!
Gio
აბა წაგვიგია და ვერ გაგვიგია.:)
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის