"ბაიერის" ყოფილი ფეხბურთელი სეზერ ოზთურქი საზღვარგარეთ გაქცევის მცდელობისას თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ართვინში დაიჭირეს, როდესაც მეზობელ საქართველოში გადასვლას ცდილობდა. ის "პიკაპის" ტიპის მანქანის უკანა ნაწილში იმალებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოზთურქმა ქუჩაში კამათის დროს მამაკაცს ესროლა და მასზე დაკავების ორდერი განზრახ მკვლელობის მუხლით გაიცა.

ბოლომდე გაურკვეველი მიზეზების გამო ექსსპორტსმენსა და რამდენიმე ადამიანს შორის კამათი მოხდა. ჩხუბის დროს ორი შვილის მამას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, კიდევ ოთხი ადამიანი კი დაშავდა.

NTVSpor-ის ცნობით, გაქცეულმა ბრალდებები უარყო: "შემთხვევის დღეს ჩემი შვილები ზოოპარკში წავიყვანე, მერე სახლის გზაზე მცემეს, კინაღამ მომკლეს", - განაცხადა ოზთურქმა, რომელიც ლევერკუზენის "ბაიერსა" და "ნიურნბერგში" თამაშობდა.

"ომერ გენჩი ჩემი დაცვის თანამშრომელია. ინციდენტის დროს მან ჰაერსა და მიწაზე ისროლა. მეორე მხარეს დაახლოებით 30-40 კაცი იყო. ისინი თავს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფები დაგვესხნენ. თან მყავდა ჩემი დაცვა, ასევე - დაცვის წევრის შვილები, ჩემი მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვენი მეუღლეები“, - ამბობდა ბრალდებული.

ოზთურქი კარიერის დასაწყისში დიდ ტალანტად ითვლებოდა და 2004/05 წლების სეზონში ბუნდესლიგის გუნდ "ლევერკუზენში" სერიოზული ნახტომი გააკეთა. 2006 წელს ის "ნიურნბერგში" გადავიდა, სადაც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და შვიდი თვის შემდეგ გუნდი დატოვა.

ამის შემდეგ ნახევარმცველი თურქეთში დამკვიდრდა - სტამბულის "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშში". სხვათა შორის, იქ ფეხი მოიკიდა და სუპერლიგის 124 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა (13 საგოლე პასი), აქტიური კარიერა კი 29 წლის ასაკში დაასრულა.

მომზადებულია TAG24-ის მიხედვით

გიორგი
ზვიადაური "ვაფშე" არ გამოუშვიათ, გირაოთი გამოუშვეს!
მე
ხო ან ოცნების დროშით ერბინა ზვიადაურივით და ვაფშე გამოუშვებდნენ
გუჯა
არაჟნიანი ფურით უნდა შემოპარულიყო და მაშინათვე პოლიტიკური პატიმრის სტატუსს მიაწერდნენ და სახალხო დამცველი მიხედავდა!
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
მაგას რა ვუთხარი. ერდოღანის პარტიაში შესულიყო. გირაოთი გამოუშვებდნენ.
zuka
ართვინი არტაანი-საქართველო
დ
საარჩევნო უბანზე, დღეს იქაა გაფუჭებული კაი ბიჭების ადგილი.
fff
ეხ არ გაუმართლა თორემ რომ შემოეღწია, გავჩითავდით სადმე მაყურებლად.DDD
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია