ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სფფ-ის განცხადება დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით

სფფ-ის განცხადება დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ დიდ დიღომში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ მშენებლობას. როგორც იცით, ძველი სტადიონის ადგილას იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა. ტერიტორია ფედერაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 2020 წელს გადმოეცა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების მანძილზე არსებობდა საფეხბურთო სტადიონი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, ფეხბურთი ეთამაშა და აქტიურად დაკავებულიყო სპორტით. დღესდღეობით კი ეს სტადიონი მიტოვებული და უფუნქციოა.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და ძველი, ფუნქციადაკარგული საფეხბურთო მოედნების ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მოწყობა წარმოადგენს.

ასე იყო ყველა იმ პროექტის შემთხვევაში, რომლებიც ფედერაციის მიერ განხორციელდა თბილისის თუ საქართველოს მასშტაბით. მაგალითისთვის, გლდანში, ვარკეთილში, ნუცუბიძის პლატოზე, ფოთში, ასევე, ვაკეში, სადაც არაერთ ინვესტორს სურდა სტადიონის ადგილას კორპუსების აშენება, თუმცა მაინც შევძელით ბავშვებისთვის, ფეხბურთის მოყვარულებისთვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სტადიონის შენარჩუნება. ფედერაციის მიერ აშენებული ინფრასტრუქტურის გამოყენება კი უფასოდ შეუძლია ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს, ასევე - მოყვარულთა და ქალთა გუნდებს. ასე იქნება დიდი დიღმის შემთხვევაშიც.

დიდი დიღმის ამ ტერიტორიაზე, თანამედროვე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის თხოვნით, უამრავმა ადამიანმა მოგვმართა. თუმცა, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ. ჩვენ, საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, ყველა ადამიანის აზრი გაგვეთვალისწინებინა. არაერთი შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ მიერ წარმოდგენილ საინიციატივო ჯგუფთან. ჩვენი მხრიდან, გავითვალისწინეთ ყველა მათი თხოვნა, მათ შორის, სტადიონის გამოყენების შესაძლებლობა. ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შევთანხმდით, რომ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მხრიდან გაკეთებული უამრავი დათმობისა, სრულად უგულებელყოფილ იქნა ჩვენი შეთავაზებები და მშენებლობასთან დაკავშირებით მოხდა სხვადასხვა არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

ჩვენს მთავარ მიზანს ფეხბურთის განვითარება და ბავშვებისთვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. სურვილის შემთხვევაში კი, მზად ვართ, კიდევ ერთხელ შევხვდეთ დაინტერესებულ პირებს და პირადად გავცეთ პასუხი არსებულ შეკითხვებს".

GFF.GE

• Jaba

გაუგონარი ამბავი ხდება უბანში. მაგ ადგილიდან ზუსტად 50 მეტრში ატადიონზე დიდი პარკია, მაგრამ არ გვყოფნის კიდე გვინდაო, ძაღლები სად ვასეირნოთო, გეგონება ადგილი არ იყოს მაგისთვის საკმარისი. თან ის ხალხი ვინც მაგას აპროტესტებს, სახლის წინ ეზოები აქვთ შემოღობილი და მაგას არ გაეკაროთო გაიძახიან. ოთხფეხა მეგობრებს ბავშვებზე წინ აყენებენ, რაზეა საერთოდ ლაპარაკი.

• Sake

პარადოქსების ქვეყანა გვაქვს,ქვეყანაში სტადიონი შენდება და არ გვინდაო.

• Lasha

ერის მოღალატედ რო შერაცხე მთელი უბანი იქნებ გაგერკვია ჯერ, მასე ააშენეს რაგბის სტადიონი სადაც უდიდესი ტერიტერია შემოღობეს და ხალხისთვის და ბავშვებისთვის ჩაკეტეს, დიდი დიღომში უამრავი ტრიალი მინდვრები იყო სადაც ნებისმიერ ადგილას შეეძლოთ სტადიონის აშენება მაგრამ გაახსვისეს და ყველგან კორპუსები ჩადგეს ერთადერთი ღია სივრცე სადაც ადამიანებს სიარული შეუძლიათ თუნდაც 4 ფეხა ცხოველების გასეირნება ზუსტად იმ ადგილას როგორც რაგბის სტადიონი შემოღობეს და ხალხს ჩაუკეტეს მასე მოხდება მანდაც

• საქართველო

არ ვიცი ზუსტად რა ხდება დიდი დიღმის შემთხვევაში,მაგრამ ვინც სპორტული მოედნების აშენებას ეწინააღმდეგება,ყველა ერის მოღალატეა,როგორ შეიძლება სამშობლო და მომავალი თაობა გიყვარდეს და სპორტს ეწინააღმდეგებოდე,არ მესმის.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა