კორონავირუსის პანდემიამ, ყველა სხვა სფეროს მსგავსად, სპორტშიც მრავალი პრობლემა შექმნა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციები ხელს უშლის სპორტსმენებს ვარჯიშებსა და გასვლით ტურნირებში, რაც საბოლოოდ განსაკუთრებით მძიმედ მომავალ თაობებზე აისახება.

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია კოვიდპანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. იგი ფიქრობს, რომ უმთავრესია სამედიცინო სფეროს სპეციალისტების ნდობა, რადგან მათ აქვთ შესაბამისი განათლება და ცოდნა. ფედერაციის პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აიცრან და ერთმანეთის ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

"აცრილი ვარ, რა თქმა უნდა. მეტიც, ახლა ზუსტად მესამე "ბუსტერდოზაზე" ვარ მისული ინფექციურ კლინიკაში. ვფიქრობ, იმისთვის, რომ დავამარცხოთ ეს ვერაგი ვირუსი, ყოველ შემთხვევაში, თუ არ დავამარცხებთ, უკან მაინც დავახევინოთ, აუცილებელია, ადამიანები აიცრან და ამით ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.

რაც პანდემია დაიწყო, ტურნირის ნორმალურად ჩატარება მოგვენატრა. მართალია, ჩვენ ყველაფერი ონლაინრეჟიმში გადავიტანეთ, მათ შორის - ჭადრაკის გაკვეთილები, ტურნირები, მაგრამ რეალურ თამაშს და რეალურ მეცადინეობას ეს ვერ შეცვლის. ეს, პირველ რიგში, მომავალ თაობაზე, ახალგაზრდა მოჭადრაკეებზე მოქმედებს. მათ ორი წლის განმავლობაში, ონლაინტურნირების გარდა, ვერსად ითამაშეს.

ევროპაში იწყება უკვე თამაშები, რადგან იქ, ფაქტობრივად, უმეტესობა აცრილია. აქედან გამომდინარე, მათ მისცეს საშუალება, რომ ბავშვებმაც დაიწყონ თამაშები. იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ჩვენც შევძლებთ ტურნირების ჩატარებას.

ვფიქრობ, იმ სფეროში, სადაც არ გვაქვს გამოცდილება და ცოდნა, უნდა დავუჯეროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ცოდნა აქვთ. ამ შემთხვევაში სამედიცინო სფეროში უნდა დავუჯეროთ ექიმებს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ეს პანდემია დავამარცხოთ. ამიტომ მოვუსმინოთ ექიმებს, დავუჯეროთ სპეციალისტებს და ავიცრათ", - ამბობს გია გიორგაძე.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა