უიმბლდონის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ დევისის თასზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება
უიმბლდონის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე მსოფლიოს არაოფიციალურ გუნდურ პირველობაზე - დევისის თასზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. ამ ეტაპზე მონაწილე რვავე გუნდის კაპიტანმა მომავალი მატჩებისთვის შემადგენლობები გამოაცხადა.

არგენტინა-ყაზახეთი

ბუენოს აირესში არგენტინისა და ყაზახეთის ნაკრებები უძლიერესი შემადგენლობებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კორტის საფარი ღია გრუნტი იქნება.

არგენტინა: ხუან იგნასიო ჩელა (მე-20 ჩოგანი), ხუან მარტინ დელ პოტრო (21), დავიდ ნალბანდიანი (23) და ხუან მონაკო (43).

ყაზახეთი: ანდრეი გოლუბევი (45), მიხაილ კუკუშკინი (61), იური შჩუკინი (140) და ევგენი კოროლიოვი (214).

პირველ წრეში ყაზახეთმა სენსაციურად მოუგო სტუმრად ჩეხეთს 3:2, არგენტინამ კი იოლად გაიარა რუმინეთის ბარიერი - 4:1.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი დანარჩენ მეოთხედფინალებზე ერთი დღით ადრე დაიწყება და დასრულდება - 7-9 ივლისს, რადგან 10 ივლისს არგენტინაში არჩევნებია დანიშნული.

გერმანია-საფრანგეთი

დანარჩენი სამი მეოთხედფინალი 8-10 ივლისს გაიმართება. შტუტგარტში შეხვდებიან ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები და აქაც ორივე გუნდს ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლება. მატჩები ღია არენაზე, გრუნტის საფარიან კორტზე ჩატარდება.

გერმანია: ფლორიან მაიერი (18), ფილიპ კოლშრაიბერი (39), ფილიპ პეტცშნერი (67) და კრისტოფერ კასი (44- წყვილთა რეტინგში).

საფრანგეთი: გაელ მონფილსი (8), რიშარ გასკე (13), ჟო-ვილფრიდ ცონგა (19) და მიკაელ ლოდრა (35).

პირველი წრე ამ გუნდებმა ერთნაირი ანგარიშით - 3:2 მოიგეს. გერმანიამ ხორვატია დაამარცხა, საფრანგეთმა - ავსტრია.

აშშ-ესპანეთი

ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში, დარბაზში დაგებულ ჰარდზე ამერიკა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - ესპანეთს მიიღებს, რომელიც აშშ-ში რაფაელ ნადალის გარეშე ჩადის. ეს არის ერთადერთი სერიოზული დანაკლისი მონაწილეებს შორის.

აშშ: მარდი ფიში (9), ენდი როდიკი (10), ბობ ბრაიანი და მაიკ ბრაიანი (პირველი ნომრები წყვილთა რეიტინგში).

ესპანეთი: დავიდ ფერერი (6), ფერნანდო ვერდასკო (22), ფელისიანო ლოპესი (44) და მარსელ გრანოლერსი (48).

მერვედფინალში ამერიკამ 4:1 სძლია ჩილეს, ესპანეთმაც იგივე ანგარიშით მოუგო ბელგიას.

შვედეთი-სერბეთი

ნადალისგან განსხვავებით, დევისის თასზე უარი არ თქვა მსოფლიო ჩოგბურთის კიდევ ერთმა ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც დაადასტურა ქალაქ ჰალმსტადის დახურულ ჰარდზე თამაში. იგივეს გაკეთება არ მოისურვა შვედების ლიდერმა რობინ სიოდერლინგმა. მის გარეშე, მასპინძლები თითქმის უშანსოდ რჩებიან, რადგან მათი ჩოგბურთელები ერთეულთა რეიტინგის საუკეთესო სამასეულშიც (!) არ შედიან.

შვედეთი: მიკაელ რიდერსტედტი (302), ერვინ ელესკოვიჩი (355), რობერტ ლინდესტედტი (მე-17 წყვილთა რეტინგში) და სიმონ ასპელინი (47-ე წყვილებში).

სერბეთი: ნოვაკ ჯოკოვიჩი (2), ვიქტორ ტროიცკი (12), იანკო ტიპსარევიჩი (29) და ნენად ჟიმონჟიჩი (მე-6 წყვილთა რეიტინგში).

შვედებმა პირველ წრეში მოულოდნელად რუსეთს 3:2 მოუგეს, სერბეთმა კი ინდოეთი 4:1 გაანადგურა.

ერთ ნახევარფინალში სერბეთი-შვედეთისა და არგენტინა-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულები შეხვდებიან ერთანეთს, მეორეში - აშშ-ესპანეთისა და გერმანია-საფრანგეთის დუეტებში საუკეთესოები. ეს ეტაპი 16-18 სექტემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა