ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

როჯერის წასვლის დროა

როჯერის წასვლის დროა

უიმბლდონი 2011: ცონგამ სენსაცია მოახდინა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ტომიჩის ზღაპარი დაასრულა და ერთი მოგება სჭირდება რეიტინგში ლიდერობამდე
როგორც ჩანს, როჯერ ფედერერი ვეღარ შეძლებს უიმბლდონის მეშვიდედ მოგებას და პიტ სამპრასის რეკორდის გამეორებას. შვეიცარიელი ზედიზედ მეორედ მეოთხედფინალში გამოეთიშა თავის საყვარელ ტურნირს, თანაც ისე, რომ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან სეტებს შორის 2:0 იყო დაწინაურებული.

ეს გახლდათ პირველი შემთხვევაში "დიდი სლემის" ტურნირებზე, როცა როჯერმა ასეთი კომფორტული უპირატესობა გაფლანგა. მანამდე 178 შემთხვევაში დაფიქსირდა ანგარიში 2:0 ფედერერის სასარგებლოდ და "დიდი სლემის" 16-გზის ჩემპიონმა ყოველთვის გამარჯვებულმა დატოვა კორტი.

ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ფედერერის საუკეთესო წლებმა ჩაიარა და ის მეოთხედფინალურ ან საუკეთესო შემთხვევაში, ნახევარფინალურ ეტაპებზე თამაშით უნდა დაკმაყოფილდეს.

ამ მატჩამდე ფედერერი და ცონგა ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ და ოთხჯერ გამარჯვება შვეიცარიელს დარჩა, მათ შორის ორჯერ წლევანდელ სეზონში. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს მათი პირველი შეხვედრა იყო ბალახის კორტზე.

პირველი პარტია ფედერერმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო და დაასრულა კიდეც. როჯერმა უპრობლემოდ აიღო პირველი სამი გეიმი და გამოიყენა ერთი ბრეიკ-პოინტი. ამის შემდეგ ცონგამ ოდნავ გაათანაბრა თამაში და მეხუთე გეიმში ერთი ბრეიკ-პოინტიც მოიპოვა, მაგრამ ვერ გამოიყენა. როჯერმა უპრობლემოდ შეინარჩუნა სტარტზე მოპოვებული უპირატესობა და 27 წუთში მოიგო სეტი.

მეორეში მეტოქეები შესანიშნავად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებებზე - ვერც ერთმა ვერ მოიპოვა თუნდაც ერთი ბრეიკ-პოინტი და გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო, სადაც ფედერერი 6:1 დაწინაურდა, ხუთმაგი სეტბოლი მიიღო და ანგარიში გახდა - 2:0.

მომდევნო სამი სეტი ერთნაირი სცენარით წარიმართა - თითოში ფრანგმა მხოლოდ თითო ბრეიკ-პოინტი მიიღო, სამივე შანსი გამოიყენა და სენსაციის ავტორიც გახდა. აღსანიშნავია, რომ ფედერერმა მატჩი მხოლოდ 11 უნებლიე შეცდომით დაასრულა, მაგრამ სწორედ გადამწყვეტ მომენტებში დაუშვა ეს უზუსტობები, რაც დასანან წაგებად დაუჯდა.

"ფანტასტიკურად ვაწვდიდი, ფანტასტიკურად ვთამაშობდი - და აი ახლა აქ, ნახევარფინალში ვარ. ახლაც არ მჯერა, რომ ასეთი რამ მოხდა.

ორი სეტის წაგების შემდეგ ყველაფერი გამომდიოდა. როჯერთან იოლი მატჩები არ არსებობს. ის ყველაზე დიადი ჩემპიონია ჩვენს სახეობაში. ბედნიერი ვარ, რომ მისი დამარცხება შევძელი, განსაკუთრებით კი ის მიხარია, რომ ეს მის საყვარელ საფარზე - ბალახზე გავაკეთე", - განაცხადა მატჩის შემდეგ ცონგამ.

ფრანგის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ბერნარდ ტომიჩის მატჩში ირკვეოდა. სერბმა ვარსკვლავმა თავისი მოწაფის წინააღმდეგ ბეწვის ხიდზე გაიარა. სპარინგები პირველ ოფიციალურ მატჩს თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. 18 წლის ავსტრალიელს თავიდან ნერვიულობა ეტყობოდა და ამან გავლენა იქონია პირველი სეტის მსვლელობაზე - ის ყველა მაჩვენებლით ჯოკოვიჩს დარჩა. ნოვაკმა პირველივე გეიმში აიღო ბრეიკი, მეშვიდეშიც იგივე გააკეთა და დამაჯერებლად მოიგო პარტია.

მეორე სეტი ტომიჩმა უფრო წარმატებით დაიწყო. მან შეძლო მეოთხე პარტიაში მიღებული ბრეიკ-პოინტის რეალიზება და როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამან გადაწყვიტა ამ სეტის ბედი. ნოვაკი ანერვიულდა და მესამე პარტიის დასაწყისი ჩააგდო - 3:1 ტომიჩის სასარგებლოდ. თითქოს სენსაცია ახლოვდებოდა, მაგრამ ჯოკოვიჩი დროულად მოეგო გონს და ზედიზედ შვიდი გეიმის აღებით მესამე სეტი მოიგო - 6:3 და მეოთხეში წინ გავიდა - 2:0.

ამის შემდეგ ავსტრალიელის ჯერი დადგა. ახლა მან გააკეთა უკუბრეიკი და ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც მეტოქეები კარგა ხანი ინარჩუნებდნენ საკუთარ გეიმებს. 5:4-ზე ტომიჩს ორი ქულა აკლდა სეტის მოგებამდე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სერბმა ანგარიში გაათანაბრა, მე-11 გეიმში კი ბრეიკი გაახერხა, რაც პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა.

ჯოკოვიჩი კარიერაში მესამედ გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში. ცონგასთან მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება ნოვაკისთვის. ჯერერთი, მოგების შემთხვევაში პირველად გავა ფინალში და რაც მთავარია, მომავალი ორშაბათიდან გაინაღდებს რეიტინგში პირველ ადგილს. ესეც სიახლე იქნება მის კარიერაში.

ყველაზე იოლი მატჩი ენდი მიურეის ჰქონდა, რომელმაც სამი სეტი მოანდომა ეისების რაოდენობით ამ უიმბლდონის ლიდერთან ფელისიანო ლოპესთან გამარჯვებას. თამაში ორი საამი და ერთი წუთი გაგრძელდა და ბრიტანელმა ხუთიდან მეხუთე მატჩი მოუგო ფელისიანოს.

მიურეი თითო სეტში თითო ბრეიკის ხარჯზე აღწევდა მიზანს, თანაც სამივეჯერ მეხუთე გეიმში მოიგო მეტოქის მოწოდება. ასე რომ, მატჩის პერიპეტიების აღწერას აზრი არ აქვს.

ზედიზედ მეორე მატჩში წააგო სეტი რაფაელ ნადალმა. ამჯერად ესპანელთან მატჩში პარტიის მოგება მოახერხა ამერიკელმა მარდი ფიშმა, თუმცა აშშ-ის პირველი ნომერი უფრო შორს ვერ წავიდა.

ნადალს ფიშთან ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს - მეშვიდედ შეხვდა და მეშვიდედ მოახერხა მისი დამარცხება. ესპანელს ძალიან დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა და ორი ბრეიკით გავიდა წინ, თუმცა სეტზე თავდაპირველად ვერ ჩააწოდა და საკუთარი გეიმი წააგო, სამაგიეროდ, იქვე პარტიაში მესამე ბრეიკი გააკეთა და 1:0 დაწინაურდა. არადა, წინა ოთხ მატჩში ფიშს ჯამში მხოლოდ ერთი საკუთარი გეიმი ჰქონდა წაგებული.

მეორე სეტის დასაწყისში ნადალს ოდნავ გაუჭირდა - ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თავად კი მეოთხე ცდაზე აიღო ამერიკელის მოწოდება, 3:1 გაიმარჯვა და მშვიდად მოიგო სეტი.

მესამე სეტი ყველაზე დაძაბული გამოვიდა. ბრეიკების გაცვლის შემდეგ ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ მე-12 გეიმში ნადალს ნერვებმა უმტყუნა, მეტოქეს ორი სეტბოლი მისცა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ამერიკელმა ხაზის გასწვრივ ზუსტი დარტყმით გამოიყენა.

ფიშს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა, მაგრამ მეოთხე სეტის მესამე გეიმიდან მდევრის როლში აღმოჩნდა - რაფამ მატჩში მეექვსე ბრეიკი მოიპოვა. მას კიდევ შეეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. მთავარი ის იყო, რომ ესპანელმა ყველა საკუთარი მოწოდება აიღო და საბოლოოდ, 2 საათი 50 წუთის შემდეგ ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა. აღსანიშნავია რაფას კარგი თამაში ბადესთან - წინ 23-ჯერ გავიდა და აქედან 18 ცდა წარმატებული აღმოჩნდა. გარდა ამისა, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ნახევარფინალში ნადალი მიურეის შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში კოლოსალური უპირატესობა აქვს - 11:4. თანაც ესპანელმა მასპინძელს ბოლო სამი მატჩიც მოუგო, მათ შორის წელს როლან გაროსის ნახევარფინალში - 6:4, 7:5, 6:4.

კაცები

1/4 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მარდი ფიში (აშშ, 10) 6:3, 6:3, 5:7, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:2, 3:6, 6:3, 7:5; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 12)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 3:6, 6:7(3), 6:4, 6:4, 6:4; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:3, 6:4, 6:4.

1/2 ფინალი

ნადალი (1)-მიურეი (4); ცონგა (12)-ჯოკოვიჩი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს