"დინამოს" თავკაცმა 29 ივნისს მხოლოდ ის 18 ფეხბურთელი ავარჯიშა, რომელთაც დღევანდელ მატჩში უპირებს განაცხადში შეყვანას
"დინამოს" გუშინდელი ვარჯიში გუშინწინდელს ჰგავდა და საათზე მეტი დროის განმავლობაში ალექს გარსია შეგირდებს სხვადასხვა კომბინაციებსა და კარში დარტყმებს სთხოვდა.

თუმცა "დინამოს" ბოლო ორ წვრთნას შორის ერთი დიდი სხვაობა მაინც იყო - გარსიამ მხოლოდ ის 18 ფეხბურთელი ავარჯიშა, რომელთაც დღევანდელ მატჩში უპირებს განაცხადში შეყვანას. დაგვეთანხმებით, საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში მსგავსს ვერ ვიხსენებთ.

ასე რომ, ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, ვის გვარებს შევხვდებით დღეს,30 ივნისს საღამოს "დინამო"-"მილსამის" ოქმში.

მეკარეები: გიორგი ლორია, სოსო გრიშიკაშვილი;

მცველები: დავით ოდიკაძე, ირჟი ჰომოლა, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი რეხვიაშვილი;

ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, რობერტინიო, ნიკოლოზ ფირცხალავა, გოგა ბერაია, გიორგი თექთურმანიძე, ნიკოლოზ კვეკვესკირი, ირაკლი ლექვთაძე, ჯაბა ჯიღაური;

თავდამსხმელები: ალბერტ იაგუე ხიმენესი, ვახტანგ ფანცხავა, ლადო ახალაია.

მატჩი "დინამოს" ქომაგებისთვის საინტერესო ერთადერთი დღევანდელი მოვლენა არ არის - დილის 11 საათზე ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გუნდის ესპანელი ახალწვეულების, ხისკოს, კოტოსა და იაგუეს პრეზენტაცია მოეწყობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა