მოსკოვის "დინამოდან" იჯარის წესით გაშვებული 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე "ურალის" ძირითად შემადგენლობაში მკვიდრდება.

ქართველმა რუსეთის პრემიერლიგაზე უკვე მეორე მატჩი დაიწყო ძირითად შემდგენლობაში და საკმაოდ დამაჯერებლადაც ირჯება. "სოჭისთან" გასულ ტურში საშინაო შეხვედრაში (1:1) შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ამჯერად მოსკოვში "ლოკომოტივთან" 88-ე წუთამდე.

აი, რას წერენ მატჩის რეპორტაჟში sports.ru და championat.com-ი:

- კამანო მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად გასცდა მეტოქეს, გადაცემა ბეკა-ბეკას გაუკეთა, მაგრამ გაგნიძემ შეავიწროვა და გოლი არ გაატანინა!

- პაბლომ მოედნის ცენტში გაგნიძე მოცელა და დამსახურებული ყვითელი ბარათი მიიღო.

- გაჯიმურადოვმა "ლოკომოტივის" საჯარიმოში გამჭოლი პასი გააკეთა, გაგნიძემ ერთი შეხებით დაარტყა, თუმცა ედვაიმ კარგად შესრულებულ ვარდნაში დაბლოკა ბურთი!

- როგორც ჩანს, ახლა გაგნიძე მატჩში ყველაზე უაზრო ყვითელ ბარათს მიიღებს. ჯერ იმუდარებოდა მისთვის საკაცე მიეტანათ, რათა გაეყვანათ, ხოლო როდესაც მსაჯმა მოედნის მიღმა განდევნა, ისე ნელა წავიდა, რომ აიძულა ლევნიკოვი ყვითელი ბარათით დაესაჯა. დიდხანს ტოვებდა მოედანს, არბიტრმა ჩათვალა, რომ ტრავმა გააფორმა და გააფრთხილა. მრავალტანჯული ლუკას ნაცვლად შეცვლაზე პოდბერეზკინი შევიდა.

მსაჯმა 47-ე წუთზე დედაქალაქელთა მცველი ედვაი გააძევა, ეკატერინბურგულმა გუნდმა კი 42-ე წუთზე გატანილი პენალტით 1:0 გაიმარჯვა. ეს 2 თვის შემდეგ შალიმოვის შეგირდების პირველი მოგებაა, ბოლო 5 შეხვედრაში არ დამარცხებულან, 17 ტურის მერე 16 ქულით მე-12 ადგილზე არიან და 11 დეკემბერს სტუმრად "როსტოვს" შეხვდებიან.

"ურალში" შეუცვლელად ითამაშა ლეო გოგლიჩიძემ, ცსკა-დან "ლოკოში" გადასული კონსტანტინე მარადიშვილი კი 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - ორივენი რუსეთის მოქალაქეები არიან.

fff
კარგია, მარა როგორ მეშინია ამ 19-20 წლიანი ზღვარის მანდ იჯ------მენ ხოლმე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურ მენტალურადაც თუ ეგ ასაკი გადალახეს მერე შეუბერავენ რა. დდდ
tngh
სამივე ქართველი კარგი იყო, თუმცა საქართველოს მოქალაქე მხოლოდ ლუკა გაგნიძეა...
მგელი
ლუკა კარგი ფეხბურთელია მე მომხრე ვარ სანიოლმა გამოიძახოს პირველ ნაკრებში
Lasha
მეორე ტაიმს ვუყურე და ყოჩაღ ლუკას, მართლა პირლოს სტილში თამაშობს. გოგლიჩიძეც კარგი იყო, ფლანგზე არავინ გაატარა, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ჩანს და არც ტექნიკას უჩივის, ნაკრებში რომ გამოიძახონ, მგონია, რომ თავისუფლად დამკვიდრდება ძირითადში. მარადაშვილმა ბევრი ვერაფერი გააკეთა, თუმცა აგრესიულად შემოვიდა, მებრძოლი ბიჭია.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
[VIDEO] გულიაშვილის 58 წუთი "გრანადასთან" და "რასინგის" წაგება
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
4 წლის შემდეგ - ლუკა გაგნიძე სავარაუდოდ, მოსკოვის "დინამოს" დატოვებს
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში