ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელია შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - "რუბინი" ისევ დამარცხდა

კვარაცხელია შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - "რუბინი" ისევ დამარცხდა

რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში "რუბინი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან", სტუმართა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი მხოლოდ 52-ე წუთამდე ითამაშა.

ხვიჩამ პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, საჯარიმოში პარტნიორებს კარგ გადაცემებს უკეთებდა, მაგრამ მათ შანსები ვერ გამოიყენეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის ნახევარმცველ გორბუნოვის შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და შეცვალეს. sports.ru მატჩის რეპორტაჟში იტყობინება, რომ როგორც ჩანს, ქართველი განაწყენებული იყო და ხელთათმანები მოისროლა. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ხვიჩამ გარკვეულწილად მოტივაცია დაკარგა და არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში იმყოფება.

"რუბინმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 22 ქულით მე-10 ადგილზეა, 11 დეკემბერს სამარაში "კრილია სოვეტოვს" შეხვდება და ამ სეზონში რაიმე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

• Georgia

არასწორი და არაჯანსაღი კრიტიკა მავნებელია შენთვის იმიტომ რომ უვიცობას ამტკიცებ. შვედეთის კარში შემთხვევითი გოლები არ გადის და არც ესპანეთის კარში კიდევ..

• Georgia

სლუცკისაც და კლუბის ხელმძღვანელობასაც ურჩევნიათ კვაროა ტოპ გუნდში გადასვლა ეს მათ პრესტიჟზეც კარგად აისახება და ფინანსებზეც , ასე რომ კვარამ თვითონ უნდა დაამტკიცოს რომ ის იმსახურებს იქ თამაშს. ერთი ორი და თუნდაც 5 გოლით ეს გამორიცხულია.ის ნამდვილად მებრძოლი და ნიჭიერი ფეხბურთელია და აუცილებლად გადავა უკეთეს გუნდში.

• ბესოს

საწყენი ისაა რომ ხვიჩას კბენ კომენტარებში... ნუ გშურს და მოდი ვატოზე იდარდე რაა

• აჩიკო არველაძე რატო

რომელი ფეხბურთელი გაზარდა რო

• სლუცკი

ლოგიკას მოუხმეთ მეგობარო სლუცკი

• ხო აბა

საბერძნეთთან და ესპანეთთან კიდე ალბათ მცველები მოისყიდა ჯუღელმა))) რეებს წერ იაზროვნე რა ყარაულის თოფი. ნუ გშურს ამ ბიჭის, პირიქით გიხაროდეს

• ოჰოჰ

გააფუჭეს აბა, მე გამიტანია შვედეთთან გოლები)))

• კი

გადაიხდის

• me

ისე მოუწოდებთ კვარას წავიდეს რუბინიდან რომ თიქოსდა ატალახებულული ჰქონდეთ რუბინის ოფისის კარები ევროპის წამყვანი კლუბების აგენტებს.როგორ გგონიათ? გუშინდელი თამაშით რუსეთის ჩემპიონატის მაჩანჩალა გუნთან, რომელიმე სერიოზული კლუბი მილიონებს გადაიხდის?

• Xk.

ზუსტად იმიტომ შეცვალა რომ კარგად თამაშობდა და თავის გამოჩენა არ მოესწრო. სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და არ აწყობთ არ აწყობთ ეხლა გოლები რომ გაიტანოს ან საგოლე პასები აკეთოს. რუსების სპეციალობა ქართველი ტალანტების გაფუჭება და კარიერის დანგრევაა ნებისმიერი მეთოდით. ხვიჩა რომ შეცვალეს რუს კომენტატორებსაც უკვირდათ თუ სმენა და ინფორმაციის აღქმა არ გღალატობთ. ჟურნალისტებმაც მოთხოვეს პასუხი. ქართველი როგორც კი კარგად ათამაშდება ეგრევე სკამზე სვავენ. მეხსიერების არმქონე ზომბებს არ ახსოვთ როგორ აპროტესტებდა მთელი "სპარტაკის" ფანობა ჯანო ანანიძის უთამაშებლობას უსამართლო და აუხსნელი მიზეზით. როცა არც ტრამვა ქონდა და იყო მშვენიერ ფორმაში. ისინი ითხოვდნენ ახსნა განმარტებას, და კლუბისგან ღებულობდნენ "სტანდარტულ" უნიჭო რუსულ დეგენერატულ პასუხებს.

• beso

ხვიჩას ჯობდა აჩიკო არველაძეს წაეყვანა გუნდში მანამდე სანამ არ გაფუჭდებოდა და ფეხბურთის თამაშს ისწავლიდა, მაგრამ ამას ჭკუა უნდოდა, ხოლო ეს ჭკუა კი არ ჩანს. საწყენია.

• ბათუმი

ხვიჩა ჩვენი თხოვნაა თავი ხელში აიყვანო და რაც არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო. მხოლოდ ასე შეძლებ დიდი ფეხბურთის თამაშს. მოიქეცი როგორც პროფესიონალი და კარგი გუნდი თავისით მოვა, შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ. ჩვენ შენ გვჭირდები, შენი წარმატება და ტოპ ლიგაში თამაში ჩვენც არანაკლებ გვინდა, იმიტომ, რომ შენი იმედი გვაქვს..

• Levani

ჰაკშაბანოვიჩი რო შიბაქია უკვე 3 თვეა ვწერ.დრეიერიც არ არის მაკაროვისნაერი-როცა ხვიჩას 2 მცველი კეტავდა მაკაროვი მეორე მხარეზე გულაობდა.

• კამო

"ნაცებმა" გააფუჭეს.

• ფეოლა

გულშემატკივარი რა შუაშია, ხვიჩამ ისეთი თამაშები გვიჩვენა რომ გულშემატკივრების აღფრთოვანებას იწვევდა და არ უნდა გვეთქვა რომ დიდი მომავლის ტალანტია? რაც ხდება მის თავს ალბათ თანმდევია მისი ტალანტის პატრონის იმ სიტუაციაში ყოფნისა რომელშიც იმყოფება, მსგავსი რამ სხვა კლუბშიც შეიძლება შეემთხვას და ამისგან დაზღვეული არ არის. მესის მაგალითი აიღეთ ამდენი წელი ითამაშა ბარსაში და ბოლოს მაინც ის მოხდა რაც მოხდა და ეს ერთ დღეს არ გადაწყდა, წლების განმავლობაში მიდიოდა ბრძოლა რომელსაც თავს ართმევდა და ბოლოს მაინც იძულებული იქნა წასულიყო ბარსადან. ასე რომ უნდა ისწავლოს ასე ვთქვათ გასახდელში ბრძოლაც.

• Dato

კი ჩაკვეტაძეზეც მასე იყო ერთხელ დუბლი რომ შეასრულა ქართველი მესიო სტატიები იწერებოდა, ეს ალბათ ქართველი რონალდოა

• გიგი

რაც ბაზიდან ქალაქში საცხოვრებლად გადავიდა ეგრევე მოუკლო თამაშს. რაღაც პლაკატით ხელში ვნახე: без татарки как чай без заварки. ეტყობა დაეწყო : ღვინო, დუდუკი,ქალები. ოჯახმა უნდა მიხედოს და ბაზაზე საცხოვრებლად უნდა გადავიდეს.

• სტალინი

ქართველმა ჟურნალისტებმა გააფუჭეს ეგ ფეხბურთელი

• კარგით რაააააა!

კარგია,რომ ვამხნევებთ და მოვუწოდებთ,ძლიერ ევროპულ გუნდში გადავიდეს,მაგრამ ძალიან საეჭვოა, ასეთი თამაშითა და შედეგით, რომელიმე სერიოზული გუნდი დაინტერესდეს და ის მილიონები გადაიხადოს რასაც რუსები ითხოვენ. ჩემდა სამწუხაროდ,შვედებთან გატანილი ის გოლები კი უფრო ყარაულის თოფივით იყო..........

• გოჩა

მოკლეთ,25 მილიონი ღირს ინსინიე ევროპის ჩემპიონი,ისე მეგრელია მაგიც,კარგით.რა გამოსაცვლელი იყო და გამოცვალეს,ვისაც ხვიჩას კარგი არ უნდა იმის დედაც,მაგრამ სირცხვილია ბოლო ბოლო.

• Teimuraz

არ მინდა იგივე დაემართოს რაც ანანიძეს.

• ირაკლი

წადი ჯიმა წადი მაგ ჭაობიდან!! აგენტი კიდე ცალკე გექაჩება მაგ ჭაობში და გაკარგვინებს ამ ძვირფას წლებს, იგრავოი პრაქტიკაში... როგორც ჩანს არც ისე მარტივადაა საქმე, ამ 25 მილიონმა დაუბინდა გონება მთელ რუბინს და ვეღარ აზროვნებენ ლოგიკურად.. იმედია არ შეეწირება ეს ბიჭი მაგათ გიჟურ სიხარბეს. უფალი შეგეწიოს ხვიჩა

• gio emigranti

ristvic gaiyvanes??? sauketeso yvo...

• ვაჟა

მართლადა მაჯვენა კარგი ფლანგელი დენის მაკაროვი 10 მილიონად მოსკოვის დინამოს მიყიდეს, რომელიც იქაც სტაბილირად კარგად თამაშობს, კარგი მცველი სტარფელდი სელტიკმა წაიყვანა 5 მილიონად, საბერძნეთში გაუშვეს კარგი მოთამეშე დარკო ევტიჩი, ამას დესპოტოვიჩის ტრავმაც დაემატა და გუნდი მოშლილია. ამათ მაგივრად ვინც მოიყვანეს შედარებით იაფად და ვითომ ეკონომია გააკეთეს და "მოგება ნახეს" უარყოფითი შედეგი სახეზეა.ჯერჯერობით დრეიერი ქაჩავს ასე თუ ისე, ეს ჰაკშაბანოვიჩი ვერადავერ აეწყო, აბილდგორი ტლანქია და ბევრ შეცდომას უშვებს, ზოტოვი კატასტროფა -მარჯვენა ფლანგზე დაცვა ფაქტიურად არ არის. ეს კორეელი რაღაცას ფაფხურობს თითქოს ცდილობს თამაშის დაორგანიზებას, მაგრამ ვაი და ვუი, ფიზიკურადაც არ შეუძლიათ 90 წთ იბრძოლონ, ძალიან უჭირდათ როცა მაგალითად მოსკოვის დინამო აპრესინგებდა ამათ. ერთი სიტყვით, ეკონომიასა და თანხის მოგებაზე გათვლილმა ტრანსფერებმა არ გაამართლა, იაფიანს კი არ უნდა დაეხარბო- ხარისხიანი უნდა შეინარჩუნო, მაგ სიხარბის გამო დაადეს 20 მილიონი ხვიჩას და დარჩნენ ჩალაგამოვლებულები, იმედია ზამთარში ხვიჩAს გაუმართლებს და სადმე გადავა

• andro

აფერისტი სამასოიანი ჯუღელი სად არის?

• გიას! მიზანში მოარტყი.

რაც ჩავიკითხე კომენტარები, ყველაზე მაგარი და ზუსტი შინაარსის კომენტარია.

• გადასარევი გიორგის 1დღიანი დაბრუნება (დაპირებული) ჯერ კიდევ ძველი სახელით

მოკლედ ხვიჩამ არ ინერვიულოს, მამაძაღლური მიდგომაა კლუბში როგორც ჩანს. საქმე ისაა, რომ ჰაკშაბანოვიჩის ყიდვით ამ მართლა შტერმა ხალხმა, დროზე ადრე გააკეთა ის, რაც ღორს სჭირს ხოლმე, ჯერ არ გაყიდიათ ხვიჩა და უკვე ახალი გუნდის შენება დაიწყეს. ამან კი გამოიწვია შემდეგი: ეს ჰაკშაბანოვიჩი, ვინაიდან მასში ამხელა თანხა გადაიხადეს აღარ თანხმდება როგორც ჩანს ხვიჩას ჩრდილში ყოფნას, არადა ნიჭი არ აქვს მისი მეათედიც, ამის გამო პასებს რაც დავაკვირდი სულ უგვიანებს და ცდილობს თვითონ გაინაღდოს ლიდერობა. სულ პირქუში სახითაა და აშკარაა, რომ გუნდში როცა ხვიჩა თამაშობს ცდილობს აჩვენოს, რომ მაშინ არ გამოდის არაფერი. ბევრჯერ დავინახე, როგორ დაუგვიანა პასი უმნნიშვნელოვანეს მომენტში, ძირითადათ სულ მარჯვნივ იყურება. თან მის ფლანგზეა ხვიჩა და ჯერ ერთი რომ აშკარად ჩანს რომ თითქოს ეჭვიანობს და თან კიდევ ცენტრში თამაში არ შეუძლია კარგად, ვერ ანაწილებს ბურთს სწორად, არადა სულ ბურთითაა ეგ. ინ ბომი ეტყობა ჩააჩოჩეს ასევე და სანამ დესპოტოვიჩი არაა გუნდში მწყობრში , ხვიჩასაც მოაკლდა შიგნიდან დახმარება. ამიტომ ხვიჩა, ეს ისედაც ჩანს, არ ინერვიულო იმაზე, რომ რაღაც არ გამოდის დროებით! ჩანს მიზეზებიც, შენ არაფერ შუაში ხარ! და არც განაწყენება არ ღირს არავიზე გუნდში, ადამიანი ადამიანია, ყველას თავისი კომპლექსები აქვს, თუ აქვს ისიც და თუ მე არ ვცდები :))) და ძალიან მალე გადახვალ სხვა გუნდში დარწმუნებული ვარ , მოუწევთ ცოტა დაკლება , რომ დაადეს რაღაც არაადეკვატური ფასი და თან ძალიან მაგარ გუნდში. გგულშემატკივრობთ :)

• ისიდორე

სიმართლე ის არის რომ მაგრად მოუკლო

• ქომაგი

ვერ დასვამენ, თვითონ დაადეს 20 მლნ ფასად. სათადარიგოთა სკამიდან გაყიდიან? 20 წლის ბიწს ვთხოვთ სუპერმენობას და კლუბი არის მოწოდების სიმაღლეზე? კაპიკი არ დაჯდომიათ, ისე ჩაიგდეს ხელში და ერთ წელიწადში 20 მლნ მოითხოვეს მასში. ეს არასერიოზულია. ბიწსაც უნგრევენ კარიერას და თვითონაც ეწირებიან „ჟადნოსტ გუბიტ ფრაერას“ დაუწერელ კანონს. იმედია კვარას ტალანტი მაინც არ დაიკარგება. მას ახლა პრობლემა სლუცკისთან აქვს. ფაქტია, რომ ერთი თავით ჯობია ყველას, თუ ორით არა, მწვრთნელი კი მაინც ისეთ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, სადაც ის მხოლოდ რიგითი ჭანჭიკია. შედეგად აქვთ ის, რაც აქვთ. აგერ თქვენ და აგერ - მე. სლუცკის მოუწევს რუბინის დატოვება და ახალი მწვრთნელის ხელში იხილავთ ძველ კვარას, რომელსაც გონივრული მიდგომით სარფიან ფასადაც გაყიდიან. ან ასე იქნება, ან რუბინის მოუწევს თავისი მენეჯმენტის ნულოვანი ნიშნულის მძიმე შედეგების მომკა. კვარას კი ყველა შემთხვევაში ყველაფერი წინ ექნება.

• zura222

რაც რიბინში ხდება სლუცკის ბრალია ჯერ სამი ძირითადი ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან და შემცვლელელები დებილები დააყენა და თამაშის ტაქტიკითაც რას თამაშობს ვერ გავიგე არეულია დაცვათანაც სასტიკად არეულია ნახევარდაცვა და ბურთი ვერ ამოაქვთ შეტევაში და გრძელი პასებიტ ცდილობენ რაღაცას ფაფხურობენ! დღეს ხვიჩას თითქოს სპეციალურად აიგნორებდნენ 50 წითის განმასბლობაში სულ 2-3 პასი მისცეს და რა უნდა გაეკეთებინა ? და ბურთები რომ ჩაიგდო ყველა მაგრა გაამწვავა და საგოლე პასებიც გააკეთა მაგრამ ისევ ვერ გაიტანეს იმ დებილებმა @ შეცვლას რაც შეეხება მგონი იმიტომ შეცვალა გაფრთხილება რომ მიიღო და რაღაცნაირად იყო ავარდნილი და იმის შეშინდა სლუცკის მეორეც არ მიიღოსო

• ჟორა

ხვიჩა, თუ ხედავ საით მიექანები? თუ არ იცი მე გეტყვი, სათადარიგო სკამისაკენ, რის შემდეგაც ზუგდიდის ბაიას მეტს შენი ინტერესი რომ არავის ექნება.

• ჰავლაბრელი ტიღუა

გეო, ვინ კითხავს მაგას როდის მოშორდება რუბინს? კიდევ სამი წელი აქვს სახეხი რუბინში.

• gg

ეს არის არაპროფესიონალიზმი. კაი არ გამოვიდა ტრანსფერი ამის გამო რო მოუკლო თამაშს ეს წაადგება რამეში? კაი შეგცვალეს თუნდაც უსამართლოდ ესეთი საქციელი რას მოუტანს, დასვამენ სათადარიგოთა სკამზე და ვერასდროს ვერ წავა ევროპაში, ხვიჩა ცოტა იაზროვნე გთხოვ, თორემ დაიკარგები როგორც ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი დაკარგულა. იაზროვნე!!!!

• რობი

კარგი ერთი რა? რუბინის გოლობის უმრავლესობა ხვიჩას მოქმედებებზეა დამოკიდებული!რუბინში ყოველთვის თითქმის ყველას უჭირს გოლების გატანა! აი მაგალითად სერდარ აზმუნმა რუსეთის საუკეთესო ბომბარდირმა ზენიტში გადასვლამდე რუბინში ორ სეზონის განმავლობაში სულ 9 გოლი გაიატანა, სხვათაშორის ის თავდასხმელია ისევე როგორც დრეიერი. ხვიჩა კი ნახევარცმვლელია, სტატისტიკით ნახევარცმლელებს თუ გუნდში კარგი ბომბარდირია 3 ჯერ ნაკლები ბურთი გგაქვთ

• geo

რაც უფრო მალე მოშორდება ამ საღორეთს მით უფრო კაი მარა ჯუღელის ხელში არამგონია რამე გამოვიდეს აი ნებისმიერი ტოპ ჩემპიონატის საშუალო გუნდში რო გადავიდეს ძალიან კარგი იქნება გინდაც სასუოლო აიღე ან უდინეზე ლიდსი რავი ამოწურა თავი ამ რუბინში რა ვერ გაიგეთ

• Semi

ძალიან სუსტი მატჩი ქონდა, იმედია მომდევნო თამაშებს გამოასწორებს. სამწუხაროდ მწვრთნელთან კონფლიქტი აქ და ძირითადში თუ დააწყებინა ეგეც საქმე იქნება.

• გია

კვარაცხელია და ჩაკვეტაძე, უდაოდ უნიჭიერესი ფეხბურთელები არიან, მათი საფეხბურთო შეფერხებაში, ლომის წილი ჩვენც ქართველ გუშემატკივრებსაც მიგვიძღვის. რატომ? თუნდაც გადამეტებული ემოციის ფონზე, როცა ჯერ ჩაკვეტაძე ამოვიღეთ მიზანში და რომ იტყვიან ამოსუნთქვის საშუალებაც არ მივეცით,მერე იყო და ყბად აღებული ხვიჩას ტრანსფერებზე დავიწყეთ ზღვარს "გადასული ქება-დიდება", ამ დროს რა ხდება? ორივე ფეხბურთელი, მოვაყოლეთ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ, რამაც უაყოფითად იმოქმედა ორივეზე. როგორც იტყვიან გადამეტებული არაფერი ვარგა, არც სიხარული და არც მწუხარება, შედეგი სახეზე გვაქვს! რაღა დამრჩენია, ორივეს ხვიჩასაც და გიორგისაც ვუსურვებ, მალე დაეძლიოთ დროებითი კრიზისი და კვლავ გაეხარებინოთ თავიანთი გულშემატკივრები!

• Skeleton

ვინც მის მაგივრად გამოიყვანეს იმან ხო დაგლიჯა რა. წინა თამაშზე ტრავმა მიიღო კვარამ და ამ თამაშზე არ იყო ფორმაში, შეეძლო სულაც არ დაეყენებინა. რუბინს რაც შეეხება უკან მიდის, იმიტომ რომ კარგი მოთამაშეები გაუშვეს და დაბალი დონის ხალხი დატოვეს. მარტო ხვიჩა ვერაფერს იზამს, არც მისდიოდა ბურთი. მისი პროფესიონალიზმი მაღალი დონის შვედი მცველების წინააღმდეგ კარგად გამოჩნდა და მგონი კითხვები არ უნდა გქონდეთ რუსულ გუნდში ჩავარდნილი თამაშების გამო მის შესაძლებლობებთან. ზამთარში უნდა დატოვოს ეგ გუნდი. შეიძლება რუბინი საერთოდ გავარდეს წელს ლიგიდან.

• zaza

მგონი სლუცკი მალე დატოვებს რუბინს, ცუდი სელექცია გააკეთა გუნდის!! მარჯვენა მცველმა წინა თამაშებში სასწაულები გააკეთა და დღესაც ორივე გოლი მაგან მოიტანა. თამაშს რაც შეეხება ბურთი კვარასთან არ მიდიოდა ხშირად ორი მაგარი პასი გაჭრა თამაშის დროს და შეიძლებოდა გაეტანათ. ფაქტია რომ კვარას გასვლის შემდეგ არ გამწვავებულა თამაში და რატომ გაიყვანა კვარა ჩემთვის გაუგებარია. ერთი დრაერმა გაამართლა ლეგიონერებიდან სხვები კი ძალიან დაბალ დონეზე არიან. დაცვა კი პანიკურად თამაშობს და დალაგებულად, პოზიციურად კლუბს უჭირს შეტევა. იმედია კვარას ფასი დავარდება და გადავა ნორმალურ კლუბში, თორემ რუბინში განვითარება არა მგონია მოხდეს.

• გრიგოლი

ზოგიერთი წერს, "რუბინს თავი დააღწიოსო", თითქოს რუბინის ბრალი იყოს. რუბინში თამაშობს 22 წლის დრეიერი, 11 მატში 7 გოლი გაიტანა.

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?