საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" "არმაზს" უშეღავათო ბრძოლაში ოთხი ქულის სხვაობით მოუგო -19:15
არმაზი-ლოკომოტივი 15:19

არმაზი (15-9) ჩხაიძე (კოტორაშვილი 57), სირაძე, კაიფაჯიანი, მისრიაშვილი, ხუციშვილი, კიკნაძე, მჟავანაძე. (1-8) ჩომახაშვილი, სოსელია, ბუკია, ჭელიძე, ჯიშკარიანი, თიგიშვილი, მინაშვილი, ჟღენტი (თაგაური 41)

5ს: კიკნაძე

ლოკომოტივი (15-9) კავთიძე, კობერიძე, ბერძენიშვილი, ხაჩირაშვილი, ჟამუტაშვილი, კვინიხიძე, ღვინჯილია. (1-8) ელოშვილი, ზარიძე (ნადირაძე 57), ვეფხვაძე, გუნიავა, ოზგებაშვილი, გენებაშვილი, ჩიტიძე, მაისურაძე

ლ: მაისურაძე. 4ს, გ: კვინიხიძე

მსაჯი: ნ.რობიტაშვილი

დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო, მეშვიდე ტურის გადატანილი ერთო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა", რომელიც დღესდღეობით მისთვის უჩვეულო მე-5 ადგილზე იმყოფება, სატურნირო ცხრილის მეზობელ "არმაზს" უშეღავათო ბრძოლაში ოთხი ქულის სხვაობით მოუგო -19:15.

თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რადგან ბოლო წუთებამდე გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა ძნელი იყო. წარმატების მიღწევის შანსი არმაზელებსაც ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. ამაზე ოდნავ ქვემოთ.

რაც შეეხება "ლოკომოტივს" გამარჯვების მიუხედავად გუნდის შორსაა მისთვის საუკეთესო ფორმისგან, ხარვეზი თამაშში ბევრია და თუ ეს მატჩი რკინიგზელებისთვის სავალალოდ არ დასრულდა, დაცვაში მეტნაკლებად კარგი თამაშისა და მეტოქის დამსახურებაა.

შეხვედრა საქართველოს ჩემპიონებმა აქტიურად დაიწყეს და მგეზავმა ბობა კვინხიძემ ანგარიში მესამე წუთზე ზუსტი საჯარიმოთი გახსნა - 3:0. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდის მგეზავებმა, კვინხიძემ და დავით კინაძემ ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს. მათ მიერ დარტყმული ყველა საჯარიმო და გარდასახვა მიზანში მოხვდა.

რკინიგზელებმა ზეწოლა გააძლიერეს და ხუთი წუთის შემდეგ საკმაოდ ეფექტური იერიშის შემდეგ ლელოც გაიტანეს. რამდენიმე ფაზიანი შეტევა "ლოკომოტივმა" მეტოქის მოედნის ნხევარზე მოლით განაგრძო, მერე 22-მეტრიან ზონაში კარის პირსდაპირ მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ ხაზი გაჭრა და "არმაზის" ჩათვლის მოედანში შეაღწია. კვინიხიძემ გარდასახა - 10:0.

ეს საკმაოდ "ომახიანი" დასაწყისი იყო, თუმცა "არმაზი" ბედთან შეგუებას არაფრით აპირებდა. გუნდის ლიდერის, შერკინების კვაჭის გიორგი სოსელიას თავგანწირულ თამაშს თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი და მე-20 წუთისთვის არმაზელებმა ანგარიშის ოთხ ქულამდე შემცირება შეძლეს. ორი საჯარიმო მგეზავი დავით კიკნაძის ანგარიშზეა - 6:10.

"ლოკომოტივმა" ზურგს უკან წამოწეული მეტოქის სუნთქვა იგრძნო და ისევ აქტიურად ათამაშდა. 26 წუთიდან მოყოლებული სამ-სამ წუთიანი კვინიხიძემ ზედიზედ სამი საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 13 ქულამდე გაზარდა - 19:6.

რკინიგზელთა აქტიურობას ისევ "არმაზის" შეტევები მოჰყვა. მათ მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში სამჯერ მიეცათ საშუალება დერეფნიდან მოლი აეგორებნათ და ლელოს გატანა ეცადათ, თუმცა სამივეჯერ, აუტიდან ბურთი თამაშში უხეიროდ შემოიტანეს და სამივეჯერ შეტევა ჩაეშალათ.

ბოლოს არმაზელაბმა ისღა იხეირეს, რომ ტაიმის ბოლო წამებზე კიკნაძის საჯარიმოთი ანგარიშის ათ ქულამდე შემცირება შეძლეს - 9:19. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ 20 წუთის განმავლობაში უპირატესობას "არმაზი" ფლობდა. რკინიგზელებს ძირითადად თავის დაცვა უწევდათ, თუმცა ამას იმდენად კარგად აკეთებდნენ, რომ მეტოქეს ერთი საელელოვე შეტევის წამოწყების საშუალებაც არ მისცეს. თუმცა, ცხადია, ისინი შეცდომებსაც უშვებდნენ, რითაც კიკნაძემ იხეირა,

ორი საჯარიმო გაიტანა და მე-60 წუთისთვის ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა - 15:19.

"ლოკომოტივმა" საფრთხე იგრძნო და ისევ გააქტიურდა. ნელ-ნელა რკინიგზელებმა სათამაშო უპირატესობის მოპოვებაც შეძლეს, რაც ძირითადად, მაინც მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომებით იყო განპირობებული. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კვინიხიძემ რამდენჯერმე კარში დასარტყმელი საჯარიმო აუტში გადაიტანა.

ერთი სიტყვით, "ლოკომოტივს", ისე გამოვიდა, რომ 32-ე წუთიდან მოყოლებული მონაგარისთვის აღარაფერი დაუმატებია. "არმაზს" კი, თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, კიდევ ერთხელ მიეცა მატჩის გადარჩენის შანსი. კიკნაძემ საჯარიმოდან ბურთი აუტში მეტოქის ლელოდან შვიდ მეტრში გადაიტანა.

არმაზელებმა დერეფანში ისევ ნაცადი კომბინაციით სცადეს ბურთის მოპოვება, მაგრამ ისევ უხეროდ ააგდეს, რასაც "ლოკომოტივის" კონტრშეტევა მოჰყვა.

თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, რკინიგზელებმა საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვეს. კვინიხიძემ ისევ აუტში დაარტყა. დერეფანი მეტოქისგან განსხვავებით სუფთად მოიგეს, მოლიც შეკრეს, მაგრამ არმაზელთა წინააღმდეგობის დაძლევა ვერაფრით შეძლეს. თამაში რაკში გადავიდა, იქ კი "არმაზის" მორკინალებამა თამაშის წესი დაარღვიეს. მატჩის დრო ამოწურული იყო, კვინხიძემ ბურთი ისევ აუტში გადაიტანა და არბიტრმა შეხვედრის დამსრულების ნიშანი მისცა.

"ლოკომოტივმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა სატურნირო ცხრილში ისევ მე-5 საფეხურზე დარჩა.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1.აია 6 6 0 0 +95 12

2.არმია 6 4 1 1 +21 9

3.აკადემია 7 3 2 2 +8 8

4.ლელო 7 4 0 3 +36 8

5.ლოკომოტივი 7 4 0 3 +22 8

6.არმაზი 7 2 1 4 -31 5

7.ხარები 6 1 0 5 -66 2

8.ყოჩები 6 0 0 6 -85 0

VII ტური

აია-არმია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა