მცხეთაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი საგზატკეცილო ველორბოლაში თბილისის, ქუთაისის, აჭარის და ზესტაფონის ველომრბოლთა მონაწილეობით

მცხეთაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი საგზატკეცილო ველორბოლაში (უფროსები, ახალგაზრდები) თბილისის, ქუთაისის, აჭარის და ზესტაფონის ველომრბოლთა მონაწილეობით.

დიდი ინტერესი გამოიწვია უფროსთა შორის ჯგუფურმა რბოლამ 120 კმ-ზე მარშრუტით: ნატახტარი-ფასანაური-ჯვრის მონასტერი (ფინიში). სტარტიდან 15 კმ შემდეგ დაწინაურდნენ გიორგი ნადირაძე (აჭარა) და თბილისელი გიორგი სიდიანი. ანანურის აღმართზე სიდიანმა ტემპს ვერ გაუძლო და ჩამორჩა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, რაც უკვე წარმატებაა.

მთაგორიან ტრასაზე ასპარეზობა გიორგი ნადირაძეს ეულად მოუწია და მან ასევე უკონკურენციოდ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. სიდიანი მას მხოლოდ 2 წუთის შემდეგ მიჰყვა. აგრეთვე ქების ღირსია ზესტაფონელი ბაჩუკი ბერაძე, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. საერთოდ, ამ რაიონის მრბოლები ჩემპიონატზე კარგად გამოიყურებოდნენ, რაც მწვრთნელ ამირან მაჩხაშვილის დამსახურებაა.

ახალგაზრდებში ჯგუფური რბოლა დიდი უპირატესობით მოიგო ქუთაისელმა ალეკო ქათამაძემ (მწვრთნელი გია ქოჩაკიძე), ხოლო მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად თბილისელმა გურამ აზმაიფარაშვილმა და ნიკა გოგიშვილმა დაიკავეს.

შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩაატარა მსაჯთა ბრიგადამ ვანო რთველიაშვილისა (მცხეთა) და შოთა დაიაურის (თბილისი) ხელმძღვანელობით.

საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ბესარიონ ნადირაძე კმაყოფილი დარჩა ასპარეზობის შედეგებით.

გაგაცნობთ გამარჯვებულებს და პრიზიორებს. ახალგაზრდები. ინდივიდუალური რბოლა 10 კმ: 1. ნიკა გოგიაშვილი, 2. გურამ აზმაიფარაშვილი, 3. კობა შუბითიძე (სამივე-თბილისი); ჯგუფური. რბოლა 40 კმ: 1. ალეკო ქათამაძე (ქუთაისი), 2. აზმაიფარაშვილი, გოგიშვილი; ორი ეტაპის ჯამი: 1. გოგიშვილი - 41ქ, 2. აზმაიფარაშვილი - 40, 3. ქათამაძე - 38.

უფროსები. ინდივიდუალური რბოლა 32 კმ: 1. გიორგი ნადირაძე (აჭარა), 2. გიორგი სიდიანი (თბილისი), 3. ვიტალი ეროხინი (ქუთაისი); ჯგუფური რბოლა 120 კგ: 1. ნადირაძე, 2. სიდიანი, 3. ბაჩუკი ბერაძე (ზესტაფონი); ორი ეტაპის ჯამი: 1. ნადირაძე - 48ქ, 2. სიდიანი - 40, 3. ეროხინი - 32.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

XXX
სტარტზე იდგა 3 კაცი:))))))))ორს დროს არ უღებდნენ:))))
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა