ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსანთა" პირველმა მეტოქემ ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გამართა
შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ, ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საასპარეზოდ, სპეციალურად შეკერილი ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გამართა. პირველად "ნარშავების" ისტორიაში კვართებზე გამოჩნდა ოქროსფერი დეტალი, რამაც ფორმა ბევრად ეფექტური გახადა.

"სკოტებს" ახალი სათამაში ფორმა საყოველთაოდ ცნობილმა კოპანია "ქენთერბერიმ" შეუკერა. ამ ფირმის წარმომადგენლები დიდხანს იმყოფებოდნენ შოტლანდიელთა სავარჯიშო ბანაკში და კვართები სრულიად ახალი ტექნოლოგით შეკერეს.

ყველა მოთამაშეს მკერდის არეში სპეციალურად ჩაკერილი განსხვავებული ქსოვილი აქვს, რათა ბურთის კონტროლი გაუადვილდეს. ამასთან, მორკინალებს დამატებითი ხელჩასჭიდი ადგილები აქვთ მხრებსა და წელზე, რათა შერკინებისას უფრო მჭიდროდ მოეკიდონ ერთმანეთს.

"მოხარულნი ვართ, რომ "ქენთერბერის" სპეციალისტთა ხანგრძლივი შრომა ნაყოფიერი გამოდგა. კარგია, რომ მათთან თანამშრომლობით სარაგბო ატრიბუტიკის შექმნაში ნოვატორული იდეების განხორციელებას შევუწყეთ ხელი. იმედი გვაქვს, მსოფლიოს თასზე ახალი ტექნოლოგიით შექმნილი კვართები მიზნის მიღწევას ბევრად გაგვიადვილებს" - თქვა შოტლანდიელთა ინგლისელმა თავკაცმა ენდი რობინსონმა.

ამ სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ქენთერბერის" პრეზიდენტმა კრის სტივენსონმა: "ეს კომპლექტი ჩვენი ყველაზე თანამედროვე ნაწარმია. ყოველთვის ვცდილობდით რაც შეიძლება გამძლე, თუმცა მაინც მსუბუქი მაისური შეგვექმნა. ვფიქრობ, შოტლანდიელებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით ეს მოვახერხეთ.

ამაყნი ვართ, რომ შოტლანდიის ნაკრებთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც მსოფლიოს თასზე, ისე მისი დასრულების შემდეგაც და ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ."

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსანთა" პირველი მეტოქეა ჯგუფურ ეტაპზე. ჩვენი მორაგბეები "ნარშავებს" 14 სექტემბერს ინვერქარგილში დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა