ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ბრუკლინ ნეტსი" "დეტროიტ პისტონსს" ესტუმრა და 116:104 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან კევინ დურანტმა თავი 51 ქულით, 7 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ "ნეტსის" შემადგენლობაში ქულათა ეს რაოდენობა კევინისთვის სარეკორდოა.

პატი მილსმა 18 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"პისტონსის" მხრიდან ქედ კუნინგემმა გუნდს 26 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ბრუკლინი" 19 გამარჯვებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 15 დეკემბერს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.

"დეტროიტი" 4 გამარჯვებითა და 22 წაგებით იმავე აღმოსავლეთში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს ასევე 15 დეკემბერს, "ჩიკაგო ბულზის" პირისპირ ჩაატარებს.

Video

დეტროიტი - ბრუკლინი

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 106:94 დაამარცხა.

კალიფორნიელთა რიგებიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 30 ქულა, 11 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.

რასელ უესტბრუქმა აქტივში 19 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

გამოსარჩევია ტალენ ჰურტონ ტაკერის თამაშიც, რომელმაც თავი 19 ქულით, 1 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 6 ჩაჭრით გამოიჩინა.

"ორლანდოს" მხრიდან კოულ ენტონიმ 21 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 15 გამარჯვებითა და 13 მარცხით დასავლეთ კოფნერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 დეკემბერს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ორლანდო" 5 მოგებითა და 23 წაგებით აღმოსავლეთში ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს იმავე 16 დეკემბერს, "ატლანტა ჰოუქსის" პირისპირ ჩაატარებს.

Video

ლეიკერსი - ორლანდო

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა