"ლე ბლეს" თავკაცმა მარკ ლივერმონმა საწვრთნელ ცენტრ "მარკუსიში" 33 მორაგბე შეკრიბა
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს თასისთვის მზადება დაიწყო. "ლე ბლეს" თავკაცმა მარკ ლივერმონმა საწვრთნელ ცენტრ "მარკუსიში" 33 მორაგბე შეკრიბა. პირველი დღე კონტრაქტებით გათვალისინებულ ღონისძიებებს დაეთმო. მოთამაშეები ფოტო და ტელეკამერების წინაშე პოზირებდნენ, რაც ფრანგთა უმთავრესი გუნდის სპონსორების სარეკლამო ბილბორდების ფონზე მიმდინარეობდა.

ამასთან, ლივერმონმა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალსიტების, "ტულუზისა" და "მონპელიეს" მორაგბეებს დამატებითი ფიზიკური და სამედიციონო შემოწმების გავლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ გამოძახებულთა სიიდან შეკრებაზე ჯერჯერობით არ იმყოფებიან ორელიან რუჟერი და ტომას დომინგო. ისინი ტრავმირებულნი არიან.

შეკრების მეორე დღეს ნაკრების საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენ პიერ კამიუს და ოლიმპიური მზადების ცენტრის მენეჯერ ჯო მაზოს შეხვდებიან.

ფრანგთა გუნდი მზადების ოთხ ეტაპს, სამშობლოში, ოთხ სხვადახვა ქალაქში გაივლის. ამ დროის განმავლობაში უნდა გაირკვეს მოიშუშებენ თუ არა მიკრო ტრავმებს დიმიტრი სზარჟევსკი, ვილიამ სერვა, ფაბიენ ბარსელა, მაქსიმ მერმოსი და დამიენ ტრაი. მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე საფრანგეთის ნაკრები აგვისტოს მეორე ნახევარში ორჯერ ეთამაშება ირლანდიის ეროვნულ გუნდს. რის შემდეგაც ლივერმონი იმ 30 მორაგბის ვინაობას განაცხადებს, ვინც ახალ ზელანდიაში ვებ ელისის თასისთვის იბრძოლებს.

საფრენგეთის ნაკრები

პირველი ხაზი: ვილიამ სერვა, დიმიტრი სზარჟევსკი, ფაბიენ ბარესელა, ტომას დომინგო, ჟან-ბატისტ პუ, ლუკ დუკალკონი, ნიკოლას მასი, სილვენ მარკონე.

მეორე ხაზი: პასკალ პაპე, ჟულიენ პიერი, რომან მიო-შლუსკი, ლიონელ ნალე.

მესამე ხაზი: ჟულიენ ბონერი, იმანოლ არინორდოკი, ტიერი დუსოტუარი, ფულენსე უოდრაოგო, რაფაელ ლაკაფია,ლუი პიკამოლი.

#9: მორგან პარა, დიმიტრი იაშვილი

#10: დავიდ სკრელა, ფრანსუა ტრინ-დუკი

#12-13: ფაბრის ესტებანესი, მაქსიმ მერმოსი, დავიდ მარტი, ორელიან რუჟერი.

#11-14: ალექსის პალისონი, ვინსან კლერი, იონ უგე, სერდიკ ემონსი.

#15: მაქსიმ მედარი, დამიენ ტრაი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლე ბლეს" თავკაცმა მარკ ლივერმონმა საწვრთნელ ცენტრ "მარკუსიში" 33 მორაგბე შეკრიბა

რა ელის "ბორჯღალოსნების" მატჩს? - ტაიფუნის გამო უახლოეს 2 დღეში მსოფლიო თასზე 2 შეხვედრა გაუქმდება
მსოფლიო თასი. C ჯგუფი: საფრანგეთმა აშშ ბოლო წუთებში გატეხა [VIDEO]
მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში იაპონიამ რუსეთი პრემიალური ქულით დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა