ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი ფორვარდი რუსეთის პრემიერლიგის პირველ ეტაპზე საკუთარი მონაგარით უკმაყოფილოა
მათე ვაწაძე რუსეთის პრემიერლიგის "ვოლგაში" შარშან, დეკემბერში ჩაირიცხა. 9 მატჩში გატანილი 1 გოლი - პირველი ეტაპის შემდეგ ასეთია საქართველოს ნაკრების 22 წლის ფორვარდის მონაგარი, რომლითაც ის უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ თავის უკეთ წარმოჩენაც შეეძლო.

მათე ახლა თბილისშია, ყოფილი კლუბის, თბილისის "დინამოს" ვარჯიშებს არ აცდენს და დღეს, 30 ივნისს მოლდოვურ "მილსიმისთან" თავისიანებს უქომაგებს.

მათესთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთის პრემიერლიგაში ნალჩიკის "სპარტაკთან" გატანილი პირველი გოლი: მართალია, 9 მატჩში 1 გოლი კარგი სტატისტიკა არ არის, მაგრამ იმ გოლით ნიჟნინოვგოროდელები წაგებისგან იხსნა, თავად კი ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა:

- მთავარი იყო, პირველი გოლი გამეტანა. "სპარტაკთან" გოლს ჩემთვის ამიტომ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. თავდამსხმელისთვის გოლი ყველაფერია, თავდაჯერებაც და საკუთარი ძალების რწმენაც. მწვრთნელი და გუნდი შენგან გოლს მოითხოვენ, ეს არის შენი საქმე.

თუმცა ამ სეზონით კმაყოფილი არ ვარ და ვერც ვიქნები, რადგან იმდენი ვერ ვითამაშე, რამდენიც მინდოდა. მაგრამ საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით დიდი განსხვავებაა, პრემიერლიგასთან შესაგუებლადაც დრო მჭირდებოდა. თავიდან ეს ძნელი იყო, ახლა კი ნელ-ნელა ვეჩვევი.

- რა იყო მთავარი პრობლემა - მაღალი ტემპი, გამძლეობა, მცველების ათლეტურობა თუ ფიზიკური მომზადება?

- არც ერთი, მხოლოდ ფსიქოლოგიური მომზადება. ამავე დროს, რუსეთის პრემიერლიგაში არიან გრანდები, რომელთან თამაში მე კი არა, ყველას ძალიან უჭირს. ჩემი აზრით, "ზენიტი" და ცსკა იმდენად ძლიერი კლუბებია, ნებისმიერ ევროპულ გუნდს გაუჭირდება მათთან თამაში. ორივემ უეფას თასი მოიგო, რაც შემთხვევითი ამბავი ნამდვილად არ არის.

- ალბათ, ახლა მეტს ითამაშებ, რადგან ოთარ მარცვალაძე "კრასნდარში" გადავიდა.

- ჩემი თამაში ოთარ მარცვალაძის წასვლაზე დამოკიდებული არც ყოფილა, მე ისედაც შევეცდები, მწვრთნელის ნდობა დავიმსახურო და მეტი ვითამაშო.

- მწვრთნელი ახსენე - ომარ თეთრაძის გაშვების შემდეგ ბევრი შიშობს, რომ "ვოლგაში" ქართველების მდგომარეობა გაუარესდება. როდესაც უკმაყოფილოები არიან მწვრთნელით, უკმაყოფილოები იქნებიან მისი ჩაყვანილი ფეხბურთელებითაც.

- ჩემთვის არაფერი შეცვლილა და ჯერ ვერც იმას ვამბობ, ახალი მწვრთნელის, დმიტრი ჩერიშევის დანიშვნა ქართველების მდგომარეობას გააუარესებს თუ გააუმჯობესებს. ეს მეორე წრეში გამოჩნდება. ვინ იცის, იქნებ ჩვენთვის კარგიც იყოს.

- "ვოლგა" უცნაური გუნდია, ვერ იტყვი, ვის მოუგებს, ვისთან წააგებს და ვისთან "აფეთქდება".

- გეთანხმებით, მართლაც უცნაური გუნდია, მაგრამ არის საიმისო რესურსი, პრემიერლიგის აუტსაიდერებში რომ არ ვიყოთ და უფრო მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ. ახლა ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ მოვემზადებით, რა ცვლილებები მოხდება გუნდში და სხვა ფაქტორებზე.

- გულშემატკივარს მუდამ აინტერესებს შედარებები და გვითხარი, შენი აზრით, რა შანსი ექნებოდა, მაგალითად, თბილისის "დინამოს" პრემიერლიგაში, რუსული კლუბების პირობებში რომ ემზადებოდეს?

- ჩემი დროის თბილისის "დინამოს" არ აკლდა მომზადება, თუნდაც ფიზიკური. მთავარი ფაქტორია, რა დონის ჩემპიონატში თამაშობ და ვინ არის შენი მოწინააღმდეგე. რაც უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობ, უფრო მეტია მოთხოვნები, გუნდიც იზრდება და მოთამაშეც.

საქართვლოში კი არ არის ისეთი საფეხბურთო გარემო, როგორიც რუსეთშია. იქ სტადიონზე გაქვს ყველანაირი პირობა, რომ ითამაშო. ჩვენთან კი არის სტადიონები, სადაც გასახდელში შესვლა არ მოგინდება. შეხვალ და თამაშის ხალისი გიქრება. ნებისმიერი ფეხბურთელი ჩემსავით გიპასუხებთ, ცუდი ინფრასტრუქტურა, უხარისხო მოედნები, მოუწყობელი გასახდელები და კიდევ ბევრი რამ სათამაშო განწყობას გიკარგავს, რაც ფეხბურთში სულაც არ არის წვრილმანი, პირიქით, ძალიან ბევრს ნიშნავს.

სტადიონზე ხალხის დასწრებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გიხარია, როდესაც ტრიბუნები შევსებულია და ხალხი 90 წუთი მხარს გიჭერს. ეს ძალიან დიდი სტიმულია.

- ალბათ, მეორე სუნთქვა სხვაგვარად არც გაგეხსნება.

- რა თქმა უნდა. ცარიელი ტრიბუნების წინ ეს გამორიცხულია. საქართველოში მხოლოდ "ეროვნულზე" და ზესტაფონში თამაში მიხაროდა, თბილისში კარგი სტადიონია, ზესტაფონში კი ტრიბუნები სულ სავსეა და კარგი გულშემატკივრობა იციან. საქართველოში მაყურებელს რომ ხედავ, მნიშვნელობა აღარ აქვს, შინ თამაშობ თუ სტუმრად, მთავარია, რომ ბევრი ხალხი გიყურებს და ვიღაცას აინტერესებ.

რუსეთში კი მაყურებელი ყველა გუნდს ჰყავს, რა თქმა უნდა, ზოგს მეტი, ზოგს - ნაკლები, მაგრამ ცარიელი ტრიბუნის წინ არასოდეს თამაშობ. თუმცა საქართველოს შემდეგ სავსე სტადიონებსაც მიჩვევა სჭირდება.

- დღევანდელი გადასახედიდან კმაყოფილი ხარ, "ვოლგაში" რომ გადახვედი?

- დიახ, კმაყოფილი ვარ, თავიდან კი, სიმართლე გითხრათ, მეგონა, შეცდომა დავუშვი. ვფიქრობდი, სადმე წავალ-მეთქი.

- როგორც ვიცით, მაშინ "ანჟიში" შენი იჯარით გაშვებაზეც ფიქრობდნენ.

- ლაპარაკი იყო, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ "ვოლგას" ვჭირდებოდი და უნდა დავრჩენილიყავი. ჩემთან ეს საკითხი არც დასმულა.

- თეთრაძის გაშვების შემდეგ გელაპარაკათ "ვოლგას" პრეზიდენტი, ვისგან რას ითხოვს და რა უნდა?

- ყველას ერთად შეგვხვდა და გვითხრა, თეთრაძემ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ახალი მწვრთნელია საჭიროო, ჩვენზე კი არაფერი უთქვამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა