"ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელია, 33-წლიანი ლოდინის შემდეგ, სკუდეტოს მიუახლოვდნენ. ამ იტალიურ კლუბს საქართველოში გულშემატკივართა კლუბი დიდი ხანია აქვს. შალვა ჭიკაიძე Napoli Georgia-ს ხელმძღვანელობს. ეს გვერდი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული იყო, ახლა კი მათი რიცხვი, გასაგებ მიზეზთა გამო, ძალიან გაიზარდა.

შაკო კარგი რესპონდენტია - sportall.ge მას 2021 წლის 15 დეკემბერს ესაუბრა და ახლა ამ ინტერვიუს კიდევ ერთხელ გთავაზობთ. მაშინ "კვარას" "ნაპოლიში" ხილვაზე ჭორებიც კი არ ყოფილა. საინტერესოა, რაზე ვსაუბრობდით იმ დროს, რა ოცნებები ჰქონდა. მარიო რუის თემა მაშინაც აქტუალური იყო...

- 90-იანი წლების სერია "ა" საუკეთესო ტურნირი იყო, რაც კი გვინახავს?

- ჩემი და "კალჩოს" ურთიერთობა 2000-იანებიდან იწყება - სამწუხაროდ, 90-იან წლებს ვერ მოვესწარი. ის, რაც ჩანაწერებში მინახავს, ჩემთვის საკმარისია იმის სათქმელად, რომ ამ პერიოდის იტალიის ჩემპიონატი საუკეთესოთა შორის საუკეთესოა.

2005 წლამდე სერია "ა"-ს მაინც ჰქონდა 90-იანების ხიბლი გამოყოლილი და მოხარული ვარ, რომ ამ მატჩებს თვალს ვადევნებდი.

- რატომ "უყვარს" და ეხერხება "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ფინალებში წაგება?

- მე, როგორც "ნაპოლის" ქომაგს, "იუვენტუსთან" არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება მაქვს. ფინალში საერთოდ როგორ გადის ეს გუნდი, ჩემთვის ესეც რთულად ასახსნელია. გადამწყვეტ მატჩებში ამდენ მარცხთან უიღბლობა არაფერ შუაშია, ეს უბრალოდ მათი მაქსიმუმია.

- მარადონა ნეაპოლში არგენტინელებზე მეტად უყვარდათ?

- მარადონა ნეაპოლელებისთვის ღმერთია, რომელმაც კლუბი იმ მწვერვალებზე აიყვანა, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ მას არ ღირსებია. კარგად გვახსოვს, "სან პაოლოზე" შეკრებილი პუბლიკა მხარს მარადონასა და არგენტინის ნაკრებს უჭერდა. ეს იმ სიყვარულს ასახავს, რომელიც კლუბს და ფეხბურთელს შორის იყო. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი საქციელი იყო.

- რა მისცა იტალიის ჩემპიონატს კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერმა?

- კრიშტიანოს ტრანსფერმა "კალჩოს" მისცა ის, რომ საშუალო და მათზე ოდნავ მაღალი დონის მოთამაშეებმა იტალიას მიაშურეს. გაძლიერდა "ინტერი" და "მილანი" - მრისხანე "იუვენტუსის" წინააღმდეგ თავის გამოჩენა ყველას სურდა. რთულია, არ მოგწონდეს იქ თამაში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გამოდის.

- მარადონას ფასი მაშინ სულ რაღაც 5 მილიონი იყო. ვინ ღირს დღეს ამდენი სერია "ა"-ში?

- მთლიანად "იუვენტუსი".

- კახა კალაძის ფაქტორი რამდენად დიდია იმაში, რომ საქართველოში სერია "ა" და "მილანი" უყვართ, "ინტერს" კი ცოტა გულშემატკივარი ჰყავს?

- "კალჩოს" სიყვარულში მთლად კახა კალაძის წვლილის გამოკვეთა ცოტა უხერხულია, იმიტომ, რომ იმდროინდელ სერია "ა"-ს უამრავი ვარსკვლავი ამშვენებდა და რომ არა ჩვენი თანამემამულე, მაინც ბევრ ადამიანს ეყვარებოდა, თუმცა წვლილი იმაში, რომ "მილანი" უფრო უყვართ, ვიდრე "ინტერი", კალაძეს ნამდვილად დიდი აქვს.

- გიორგი შაშიაშვილის გოლი ტიფოზებს დღესაც ახსოვთ?

- დიახ, თუმცა მახსოვს, როგორც საქართველოს ნაკრების ქომაგს და არა იტალიური ფეხბურთის ტიფოზს. ჩემთვის სამშობლო ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას.

- იტალიის ნაკრებს საქართველოსთან საკმაოდ უჭირს - ერთხელ ფრეც გავახერხეთ. რას უკავშირებთ?

- ალბათ, ჩვენ მიმართ გარკვეული პატივისცემა აქვთ.

- ტოლდო ბუფონთან ჭიდილში უსამართლოდ დაიჩაგრა?

- როდესაც ვსაუბრობთ ბუფონზე, იქ უსამართლობა არ უნდა ვახსენოთ - ჯიჯი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მეკარეა და არ არსებობს ვინმე, თუნდაც ეს ტოლდო იყოს, რომელზეც ვიტყვით, რომ მასთან მიმართებით უსამართლოდ დაიჩაგრა. ფრანჩესკოს არ გაუმართლა, რომ თამაში ბუფონის ეპოქაში მოუწია - ეს არის და ეს.

- რომელია თქვენი თაობის ყველაზე დიდი იტალიელი ფეხბურთელი?

- ჩემი თაობის, ანუ 1995 წლიდან დღემდე, ალბათ, მაინც პაოლო მალდინი. მინდოდა ის ჩემი ინსპირაცია გამხდარიყო, მეც მარცხენა მცველად ვთამაშობდი, მაგრამ ვერაფრით დავემსგავსე.

- ვიცით, რომ საფეხბურთო ტურნირს ატარებთ. მასზე ცოტა მეტი რომ გვითხრათ...

- საფეხბურთო ტურნირების ჩატარება თავდაპირველად ფან-კლუბებს შორის დავიწყე და პირველად სულ 4 გუნდი იყო წარმოდგენილი. ბოლოს 16-გუნდიანი გახდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი გარდაიცვალა და გათამაშებაც მისი სახელობის გახდა. მას შემდეგ ვიკრიბებით ხოლმე ახლობლები, მეგობრები (ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება) და წელიწადში 2-ჯერ "ბესოს თასს" ვატარებთ, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და თავს ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას უყრის.

სამწუხაროდ, სათანადო ფინანსები არ გვაქვს...

- მარიო რუის მიმართ განსაკუთრებული "სიყვარული" როდიდან გაქვთ?

- მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" წევრი გახდა. საოცარი კაცია. ახლა ცოტათი ისწავლა თამაში. გუნდის ყველა თამაშს თვალს ვადევნებდი - მას არაფერი გამოსდიოდა. რაც "ენფილდზე", "ლივერპულთან" სალაჰის წინააღმდეგ მოხდა, მაგას დღემდე ვერ ვხსნი - ადამიანი ასე როგორ უნდა დავარდეს... ის, რომ ჩემი გვერდი დღეს პოპულარულია, სწორედ მისი დამსახურებაა - მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" წევრი გახდა.

- რა სურვილები გაქვთ?

- სურვილებს ჩემს გამომწერებთან ერთად რეალობად ვაქცევ და ეს მე ძალიან მახარებს - გაჭირვებულებს ვეხმარებით. მინდა, რომ იტალიაში საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბოს, მას კი თვალს სტადიონიდან ვადევნებდე. კიდევ რა სურვილი მაქვს? - ჩემი შვილი "ბარსელონას" გულშემატკივარი არ იყოს.

fani
შალვა მეგობარო ბოდიში და ფეხბურთის აზრზე არ ხარ! ასეთ სიტყვებს რომ ამბობ იუვენტუსზე არ გაგიკვირდეს ასეთი კომენტარები :-D რეალის გულშემატკივარი ვარ და სისხლი გამიშრეს დელპიერომ ტრეზეგემ ნედვედმა და ძმანნმან მისმან :-D. ( სხვათაშორის ნედვედმა ფინალი გამოტოვა რომელიც მილანთან წააგეს და მაგ წელს ოქროს ბურთი მოიგო)
Juve
swori xar zmao, genacvale, axla gamoxten vitom napolis fanebi, tore qartvel fexburtelebs yvelgan vgulshematkivrob me piradad
Juve
amas magari dacurebuli aq, is ver gaugia tips iuve rogor gadis finalebshi, amasac tu fexburtis mcodne qvia, chveulebrivi nacarqeqia
qomagi
ის ურჩევნია მამულსა, შვილი რომ ჯობდეს მამასაო და აგხდენია ძმაო ეგ ამბავი, ნაპოლის ვენაცვალე, სანამ კვარა იქაა, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით ნაპოლისა და ბარსას ან თუ გინდა ნაპოლისა და იუვეს შორის იმდენი სხვაობაა, რამდენიც თბილისსა და ფარცხანაყანევს შორის.
არტ
100%!
Huh
აი ზუსტად. გაიხარე რა. ნამდვილი ფანი ესე აგდებულად აეასდროს ლაპარაკობს კონკურენტებზე. მით უმეტეს ისტორიოულად 10 ჯერ დიდებზე ვიდრე საყვარელი გუნდია. იუვე "რომლის ფასიც 5 მილიონია" წელს რო ნაპოლიზე მაღალ პოზიციას დაიკავებს რამდენი იქნება ნაპოლის ფასი? ან სანდო ფეხბურთელი ვის არ ყავს სკამზე? მერტენსი ლოზანო ვინ არიან აბა? 80 მილიონიანი ოსიმენი და რომელი ერთი. შემადგენლობითაც და ხარჯვითაც არც მილანს ჩამოუარდება და არც ინტერს უბრალოდ სულითაა პატარა გუნდი და მაქსიმუმ 4 ულში შევიდეს. შარშან ბოლო ტურში იუვეს ფეხებში გაუგორდნენ ვერონას ქულა გაატანეს და ოთხეულიდან ამოვარდნენ. სამარცხვინოდ. ხავი კიდე კონტრაკტს გაწყვეტს კი არა მაგ ნაპოლის გაწყვეტს შუაზე
levan
და რა არის ნაპოლის მაქსიმუმი?ერთი საშუალო დონის იტალიური გუნდია,თავს წამოყოფს ხოლმე მაშინ,როცა ლიდერებს კრიზისი დაუდგებათ.არ მესმის შენაირი ხალხის,თავი ისე მოგაქვს თითქოს იტალიელი და თანაც ნეაპოლელი იყო.მათ აქვთ სიძულვილის მიზეზი,მაგრამ შენ რომელი სამხრეთ იტალიელი მყავხარ.მარადონა ნეაპოლში არ გახსოვს,როგორც ჩანს ინტერნეტით გაიცანი,გეთანხმები ლეგენდა იყო,არის და იქნება,მაგრამ გეყურა იუვეს თამაშებსაც ინტერნეტით.როგორ შეიძლება ფეხბურთის მოყვარულს იუვე გძულდეს,პირიქით უნდა გიხაროდეს მისი არსებობა,ისევე როგორც ბარსასი,რეალის,ბაიერნის,მილანის და ა.შ.ასე მგონია შენაირებისთვის ფეხბურთი სოც.ქსელებში აქტიურობის და ლანძღვის საბაბია,ეჯიბრებით ერთმანეთს ვითომ თქვენი რჩეული გუნდების და ფეხბურთელების ლანძღვით.თუ თქვენი გუნდი და ფეხბურთელი არ თამაშობს ფეხბურთიდან ესტეტირ სიამოვნებას ვერც კი აღიქვამთ,შვილსაც კი აუკრძალავ ბარსა სიყვარულს,ისე თითქოს მოსკოვის სპარტაკი იყოს,კაი რა
ალექსა
შალვა, კარგი რა :)))
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"იუვენტუსში" მყავს ფეხბურთელი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მახსენებს" - ლუჩანო სპალეტი
"ნაპოლი" ჩემი ბოლო იტალიური კლუბი იქნება" - სპალეტიმ ახსნა, ამ სიტყვების მერე რატომ ჩაიბარა "იუვენტუსი" და მისი ტატუს მნიშვნელობაზეც ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
[VIDEO] მორატამ მილინკოვიჩ-სავიჩს პენალტი ვერ გაუტანა - "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
იამალზე მხოლოდ 5 წლით უფროსია - ლამინის მამამ მეორე ცოლი მოიყვანა