30 ივნისს დილით საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში გაფრინდა, სადაც 23 ივლისამდე ერთობლივ შეკრებას გაივლის
30 ივნისს დილით საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში გაფრინდა, სადაც 23 ივლისამდე ერთობლივ შეკრებას გაივლის.

ნაკრები იქ 18 ივნისს უნდა წასულიყო, მაგრამ მას შემდეგ ერთობლივი ვარჯიშების გამართვის თარიღის გარდა კიდევ ბევრი რამე შეიცვალა. უპირველესად, იქ წასაყვანი გუნდის შემადგენლობა - ადრე გამოცხადებული 16 სპორტსმენის ნაცვლად, ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა 10 ძიუდოისტი იახლა: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა, დავით ასუმბანი (66), თენგიზ პაპოშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლომერ ჟორჟოლიანი (100), ლაშა გუჯეჯიანი (+100).

ზაიზენბახერის მთავარი სიურპრიზი შემადგენლობაში გუჯეჯიანის დაბრუნებაა, რომელსაც ძალიან ბევრი გაუცდა. ბოლო ორი თვეა, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ინტენსიურად ვარჯიშობს და 15 კილოგრამიც დაიკლო. ბარემ აქვე გეტყვით, რომ მწვრთნელმა ადრე გამოცხადებული შემადგენლობიდან ამბაკო ავალიანი (73), ლევან წიკლაური, გიორგი ბაინდურაშვილი (81), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100) ამოაგდო.

შეიცვალა ერთობლივი შეკრებების ჩატარების ადგილი - ძირიტადი ნაწილი კვლავაც ტოკაის უნივერსიტეტში გაიმართება, მაგრამ კოქშიგანის უნივერსიტეტში აღარ ივარჯიშებენ. მის ნაცვლად 10 დღით ტოკიოში, ოლიმპიური მზადების ცენტრში მოემზადებიან, სადაც იაპონიის ეროვნული ნაკრებიც იქნება.

თბილისში დარჩენილთათვის ზაიზენბახერმა საგანგებო პროგრამა დატოვა. არსებითად, ის იმავე მოტხოვნებს ითვალისწინებს, როგორც თავად ავარჯიშებდა - დილით სირბილი, პერიოდულად შტანგებიც, საღამოს - ლეიბზე ვარჯიში, რასაც მეთვალყურეობას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე გაუწევს, უშუალოდ სავარჯიშო პ;როცესს კი ივერი ჯიქურაული მიხედავს, რომელსაც გიორგი მგელაძე დაეხმარება.

ნაკრები იაპონიაში 23 ივლისამდე დარჩება.

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს