საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით - 4:3 დაამარცხა.

ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, საშუალო დისტანციიდან ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი ელისანდრომ აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები შეტევაში გააქტიურდნენ და მე-9 წუთზე სერბეთის ნაკრებმა პენალტის შესრულების უფლება მიიღო. სტეფან რაკიჩის დარტყმული ბურთი თორნიკე ბუკიამ მოიგერია. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე საქართველოს ნაკრებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 21-ე წუთზე სერბეთის ნაკრებს თალესმა გაუტანა, 22-ეზე კი შედეგიანი დარტყმა ელისანდრომ შეასრულა. შეხვედრა ავთანდილ ასათიანი გუნდის შეტევებით გაგრძელდა და 29-ე წუთზე ელისანდრომ მეტოქეს მეოთხე გოლი გაუტანა. მატჩის მიწურულს სტუმრები გააქტიურდნენ და ორწუთიან მონაკვეთში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. 35-ე წუთზე რამიჩმა გაიტანა, 37-ე წუთზე კი, ტომიჩმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველო 4:3 სერბეთი

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: ბუკია, რონინიო, თალესი, ელისანდრო, ღავთაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ალექსანდრე ჯამბურია, თოფურია, ქურდაძე, თოდუა, გიორგაია, კეკელია, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, კურტანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

სერბეთი: მილანოვიჩი, მატიევიჩი, რამიჩი, ტომიჩი, რაიჩევიჩი

სათადარიგო შემადგენლობა: ვულიჩი, ალეკსიჩი, მილოსავლევიჩი, ვასიჩი, სტოიჩევსკი, პეტროვი, როსიჩი, რაკიჩი, რადოვანოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: დეიან მაესი

მსაჯები: ზვიად ბლიაძე (საქართველო), პეტარ რადოიჩიჩი (სერბეთი), არსენ ნონიკაშვილი (საქართველო), გრიგოლ ბლიაძე (საქართველო)

გაფრთხილება: რონინიო (08:29'), სებისკვერაძე (17:52')

გოლები: 1:0 ელისანდრო (07:43'), 2:0 თალესი (20:12'), 3:0 ელისანდრო (21:14'), 4:0 ელისანდრო (28:51), 4:1 რამიჩი (34:28'), 4:2 ტომიჩი (36:23'), 4:3 ტომიჩი (36:59')

ევრო 2022-ისთვის მზადების ფარგლებში საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური მატჩი 16 დეკემბერს გაიმართა და ფრედ - 1:1 დასრულდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი უახლოეს მატჩებს 21-22 დეკემბერს ყირგიზეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და 17:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"