ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, ბრიტანეთის გრანპრიდან მოყოლებული "ღია დიფუზორების" გამოყენება აიკრძალება
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბრიტანეთის გრანპრიდან მოყოლებული აიკრძალება ე. წ. "ღია დიფუზორების" გამოყენება. რბოლა სილვერსტოუნში 10 ივლისს გაიმართება.

ამის შემდეგ კონსტრუქტორთა თასის ლიდერის - "რედ ბულის" ინჟინრებმა გამოითვალეს, რომ ამ წესის შემოღების შედეგად ავსტრიული საჯინიბოს ბოლიდი ყოველ წრეზე დაახლოებით ნახევარ წამს დაკარგავს.

აღსანიშავია, რომ სხვა გუნდებმაც დაადასტურეს - ეს სიახლე მათ შედეგებზეც უარყოფითად აისახება. ასე რომ, სავარაუდოდ, ფორმულა 1-ის პელოტონში ძალთა თანაფარდობა დიდად არ შეიცვლება.

სარბოლო უქმეები

მომავალ უქმეებზე ფორმულა 1-ის ეტაპი არ იმართება, მაგრამ ავტომოტომოყვარულებს მოსაწყენად არ ეცლებათ.

მოტოგრანპრის ჩემპიონატის მინაწილეები მერვე ეტაპს იტალიის მუჯელოში გამართავენ, სადაც, როგორც ცნობილია, გულშემატკივრები ვალენტინო როსის აღმერთებენ. გარდა ამისა, მძიმე ტრავმის შემდეგ ჩემპიონატს უბრუნდება დანი პედროსა, რომელიც სპორტული ფორმის სწრაფად დაბრუნებას იმედოვნებს. მოქმედი ჩემპიონი ხორხე ლორენსო კი შეეცდება კიდევ ერთხელ გაუმართოს ბრძოლა ჩემპიონატის ლიდერ კეისი სტოუნერს.

DTM-ის ჩეპიონატი კი თავის ეკვატორს უახლოვდება. მეხუთე ეტაპი "ნორისრინგზე" გაიმართება და მარტინ ტომჩიკი ბრუნო სპენგლერთან ერთად შეეცდება გაარკვიოს რომელის მარკაა უფრო სწრაფი და საიმედო - "აუდი" თუ "მერსედესი"?

მოტოგრანპრი

იტალიის გრანპრი

ჩატარების ადგილი - მუჯელო, იტალია

წრის სიგრძე - 5 245 მ

რეკორდი წრეზე - 1:49,531 (დანი პედროსა, 2010)

საერთო ჩათვლა

1. კეისი სტოუნერი (Honda) - 136

2. ხორხე ლორენსო (Yamaha) - 108

3. ანდრეა დოვიციოზო (Honda) - 99

4. ვალენტინო როსი (Ducati) - 81

5. ნიკი ჰეიდენი (Ducati) - 71

6. დანი პედროსა (Honda) - 61

7. ბენ სპისი (Yamaha) - 61

8. ჰიროში აოიამა (Honda) - 51

განრიგი

1 ივლისი, 12:10 - I პრაქტიკა

1 ივლისი, 14:10 - II პრაქტიკა

2 ივლისი, 12:10 - III პრაქტიკა

2 ივლისი, 15:55 - კვალიფიკაცია

3 ივლისი, 11:40 - warm up

3 ივლისი, 16:00 - რბოლა

DTM

V ეტაპი

ჩატარების ადგილი - ნორისრინგი, გერმანია

წრის სიგრძე - 2 300 მ

რეკორდი წრეზე - 0:48,446 (ბრუნო შპენგლერი, 2008)

საერთო ჩათვლა

1. მარტინ ტომჩიკი (Audi) - 30

2. ბრუნო შპენგლერი (Mercedes) - 29

3. ტიმო შაიდერი (Audi) - 19

4. მაიკ როკენფელერი (Audi) - 14

5. რალფ შუმახერი (Mercedes) - 14

6. ჯეიმი გრინი (Mercedes) - 13

განრიგი

2 ივლისი, 14:10 - კვალიფიკაცია

3 ივლისი, 15:03 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა