საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ - 2:2 ითამაშა.

ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-2 წუთზე შოთა თოფურიას ჩაწოდებული კუთხურით არჩილ სებისკვერაძემ ისარგებლა და ეფექტური დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა. სტუმრებმა წონასწორობა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე აღადგინეს, მეტოქის სწრაფი კონტრშეტევის შედეგად ბურთი საკუთარ კარში გიორგი ღავთაძემ ჩაჭრა.

მეორე ნახევარში ყირგიზეთის ნაკრებმა დაწინაურება შეძლო. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს ხუთი მოთამაშით უტევდა. სტუმრებმა ბურთის ჩაჭრა მოახერხეს და აზატ ისაბეკოვმა ცარიელ კარში გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში სწრაფად გაათანაბრა, 31-ე წუთზე ნიკოლოზ კურტანიძემ, თავისივე წამოწყებული სწრაფი იერიში შედეგიანი დარტყმით დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: ბუკია, თოფურია, სებისკვერაძე, კეკელია, თოდუა

სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ჯამბურია, ვილიანი, ქურდაძე, გიორგაია, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ზუნტუროვი, ღავთაძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ყირგიზეთი: ერმოლოვი, მახამადამინოვი, ალიმივი, აბდილდაევი, აბდიჟალილ უულუ

სათადარიგო შემადგენლობა: აკმატალიევი, ისაბეკოვი, იმანალიევი, დანიარ უულუ, სულაიმანბეკოვი, ასკარბეკოვი, კუბანიჩოვი, ისაბეკოვი

მთავარი მწვრთნელი: ამირჟან მუკანოვი

მსაჯები: ზვიად ბლიაძე, დავით ახვლედიანი, არსენ ნონიკაშვილი, გრიგოლ ბლიაძე

გაფრთხილება: კეკელია (27:32'), აბდიჟალილ უულუ (35:08)

გოლები: 1:0 სებისკვერაძე (01:45'), 1:1 ღავთაძე (19:25'), 1:2 ისაბეკოვი (29:32'), 2:2 კურტანიძე (30:32')

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადების პროცესში კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 15-16 იანვარს ავთანდილ ასათიანის გუნდი ტაჯიკეთს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, არსებობის განმავლობაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩს 22 იანვარს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.

nakrebi.ge

1
ბრაზილიელები არ იყვნენ
თენგაბი
ვავა! რა ხდება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო