ლეგენდარულმა ამერიკელმა გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა იაპონულ კომპანია Vantelin Kowa-სთან სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა
ლეგენდარულმა ამერიკელმა გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა იაპონულ კომპანია Vantelin Kowa-სთან, რომელიც ტკივილგამაყუჩებელ წამლებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ვუდსის სარეკლამო კონტრაქტებში გასაკვირი არაფერია - სწორედ ასეთი ხელშეკრულებების წყალობით გახდა ტაიგერი პირველი სპორტსმენი ისტორიაში, რომლის შემოსავალმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უბრალოდ, ეს ინფორმაცია იმით არის საინტერესო, რომ ეს არის ამერიკელის პირველი სარეკლამო კონტრაქტი 2009 წელს მომხდარი სექსუალური სკანდალის შემდეგ. მაშინ ყვითელ პრესაში ამოტივტივდა რამდენიმე ქალბატონის აღიარება იმის შესახებ, რომ ტაიგერი მათთან მეუღლეს ღალატობდა. ამის შემდეგ ვუდსს ცოლი გაექცა და ამას მოჰყვა რამდენიმე კომპანიასთან სარეკლამო კონტრაქტის გაწყვეტა. ამასთან, ვუდსმა სპორტული ფორმაც დაკარგა და იმ ცნობილი სკანდალის შემდეგ მას არც ერთი ტურნირი არ მოუგია.

Vantelin Kowa-სთან გაფორმებული კონტრაქტი სამწლიანია. ჰონორარის შესახებ ჟურნალისტებმა ვერაფერი გაარკვიეს. ვუდსმა უკვე მიიღო მონაწილეობა იაპონური ბრენდის სარეკლამო რგოლის გადაღებებში.

2009 წლამდე ვუდსს სარეკლამო კონტრაქტები ჰქონდა რამდენიმე კომპანიასთან - Nike-თან, Gilette-თან, Accenture-თან, AT&T-თან და Gatorade-თან. ყოველწლიურად მარტო ამ ხელშეკრულებებით ტაიგერი წელიწადში დაახლოებით 90 მილიონ დოლარს იღებდა.

სხვათა შორის, 2010 წლის შედეგების მიხედვით, ტაიგერ ვუდსი ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე არაეფექტურ სარეკლამო სახედ მონათლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა