უეფაში დაითვალეს, რამხელა შემოსავალს ელიან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისგან. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტს, ვიდრე 4 წლის წინ მიიღეს
უეფა კომერციულ სტრუქტურას დაემსგავსა. უცნაურია, მაგრამ ყოველ ჯერზე მისთვის წარმატების ერთადერთი განმსაზღვრელი ის ფაქტორია, რამდენი ფული მოიტანა ამა თუ იმ ტურნირმა.

აი, ახლაც ამ “ფირმის” მუშაკები დასხდნენ და დაითვალეს, რამხელა შემოსავალს ელიან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისგან. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტს, ვიდრე 4 წლის წინ მიიღეს - ლაპარაკია 1,355 მილიონ ევროზე, აქედან 840 მილიონი ტელეტრანსლაციების გაყიდვიდან შემოვა, 290 კომერციული უფლებების გასხვისების წყალობით, 125 ბილეთების გაყიდვიდან, 100 კი კორპორატიული საღამოების მოწყობით.

ეს ამბავი საინფორმაციო ცენტრ “უკრაინა 2012-ს” ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა მდივანმა მარცინ ლუბკივსკიმ აუწყა. მისი თქმით, ეს საპროგნოზო მაჩვენებელია და რეალურმა შემოსავალმა შეიძლება უფრო მეტი ფული მოიტანოს.

ეკონომისტები უზარმაზარი სავარაუდო შემოსავლის დაგეგმვას რაციონალურ ახსნას უძებნიან: 1. პოლონურ და უკრაინულ სტადიონებზე ავსტრია-შვეიცარიასთან შედარებით 30%-ით მეტ მაყურებელს შეეძლება მოხვედრა; 2. ეს ქვეყნები “წინამორბედებთან” შედარებით ბევრად უფრო დიდია მოსახლეობით, ორივე ქვეყანას ერთად თუ ავიღებთ 84 მილიონი 16-ის წინააღმდეგ გამოვა. დაბოლოს, 3. წმინდა სპორტული ახსნა: მომავალ წელს ორგანიზატორები გულშემატკივართა ზონების შექმნას უფრო მეტ ადგილას გეგმავენ, შესაბამისად, მეტ მაყურებელს შეეძლება სუფთა საფეხბურთო გარემოთი დატკბობა, რაც ტურისტების ნაკადის მოზღვავებას შეუწყობს ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა