ტურინული გრანდის მესვეურები უკვე ღიად აცხადებენ, რომ დღესვე მოაწერენ ხელს ხელშეკრულებას და მადრიდელთა ანგარიშზე 35 მილიონს გადარიცხავენ
სერხიო აგუეროს "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით იტალიურ პრესაში სულ უფრო და უფრო ხშირად იწერება. ის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა შეთანხმებით დასრულდეს, ამას აღარავინ უარყოფს, მათ შორის არც თავად ფეხბურთელი.

აქვე, "იუვენტუსის" სპორტული დირექტირის ჯუზეპე მაროტას კომენტარს გაგაცნობთ: "მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დღეს არ ვიცი გადმოვა თუ არა აგუერო "იუვეში". საქმე ძალიან მარტივად არის - ჩვენ მზად ვართ, რომ არგენტინელ შემტევში 35 მილიონი ევრო გადავიხადოთ, რაც დამეთანხმებით, რომ სოლიდური თანხაა. თავად ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ "იუვენტუსში" სიამოვნებით გააგრძელებს კარიერას, რამაც ოპტიმისტურად განგვაწყო. თუმცა, მთავარია, რას იტყვიან "ატლეტიკოს" მესვეურები და შეელევიან თუ არა ამ ფასად წამყვან ფეხბურთელს".

თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, აგუერო ძალიან ახლოს არის "იუვენტუსთან" და შესაძლოა, ყველაფერი მომდევნო კვირას დასრულდეს. მართალია, კულუარული ინფორმაციით, 23 წლის არგენტინელით "ჩელსის" მესვეურებიც არიან დაინტერესებულნი და მასში 40 მილიონი ევროს გადავხდას აპირებენ, მაგრამ ეს ცნობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ტურინული გრანდის მესვეურები კი უკვე ღიად აცხადებენ, რომ დღესვე მოაწერენ ხელს ხელშეკრულებას და მადრიდელთა ანგარიშზე 35 მილიონს გადარიცხავენ. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ყველაფერს მალე შევიტყობთ.

აგუერო რომ თანახმაა იტალიაში გადაბარგდეს, ამაზე მისი პირადი აგენტის, ბრუნო სატინის სიტყვები მოწმობს: "ტურინელებთან მუდმივ კავშირზე ვართ და ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია გადასული. ბოლო წლების განმავლობაში, აგუეროთი უამრავი გუნდი ყოფილა დაინტერესებული, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდის, ან თანხა არ ყოფნით, ან კიდევ რაიმე სხვა მიზეზით მოლაპარაკება ჩიხში შეყავთ - "იუვეს" მესვეურებმა კი უკვე ღიად განაცხადეს, რომ მზად არიან სერხიოს სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადონ. ჩემს კლიენტს ევროპული ფეხბურთის გრანდში სურს ასპარეზობა და "იუვენტუსი" ამ კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს. გამომდინარე აქედან, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ სერხიო შავ-თეთრი მაისურით ვიხილოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა