რომის “ლაციოს” მესვეურები ტომაზო როკის სარფიანად გასხვისებას ლამობენ და საამისოდ ძალისხმევას არ იშურებენ
რომის “ლაციოს” მესვეურები ტომაზო როკის სარფიანად გასხვისებას ლამობენ და საამისოდ ძალისხმევას არ იშურებენ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფორვარდის შეძენით თურქული “გალათასარაი” დაინტერესდა და რომაელებს უკვე ოფიციალური წინადადებითაც მიმართა. “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ საუბარია ხუთ მილიონ ევროზე, რაც “ბიანკოელესტეს” მესვეურებისთვის სავსებით მისაღები თანხაა, თუმცა…გარიგება თავად ტომაზომ ჩაშალა, რომელმაც არ ისურვა კარიერის თურქეთში გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ “გალა” ფეხბურთელს ძალიან კარგ პირობებს სთავაზობდა, მან მტკიცე უარი განაცხადა და ამ ეტაპზე, კვლავ “ლაციოს” ფეხბურთელად რჩება. აი, რა თქვა ვეტერანმა თავდამსხმელმა ჟურნალისტთან საუბარში:

“მიუხედავად იმისა, რომ დამწყები ფეხბურთელის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, ჯერჯერობით სპორტული მოტივაცია ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. თურქებმა შესანიშნავი პირობები შემომთავაზეს, მაგრამ მე ძლიერ ლიგაში მსურს თამაში და ამის შესახებ “ლაციოს” მესვეურებმა კარგად უწყიან. თუ მომეცემა საშუალება და “ბიანკოჩელესტეში” კიდევ მინიმუმ ერთი წლით დავრჩები, ძალიან გამიხარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მხოლოდ ტოპლიგის გუნდთა წინადადებებს განვიხილავ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა