ანალიტიკურმა პლატფორმა Instat-მა რუსეთის პრემიერლიგის პირველი ნახევრის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი დახმარებით, ყაზანის "რუბინის" დეტალური შესწავლა შეგვიძლია. მათ ჩემპიონატში მე-10 ადგილი უკავიათ.

დავიწყოთ თამაშგარე მდგომარეობებით - ყაზანელები ოფსაიდში სეზონში ყველაზე ნაკლებად ხვდებიან. ამის მთავარი მიზეზი ის მოდელია, რომლითაც გუნდი ასპარეზობს - ზურგს უკან პასები, ფაქტობრივად, არ აქვთ.

კიდევ ერთი მაჩვენებელი - კუთხურები. მატჩში საშუალოდ 3.6-ით ყაზანელები ამ კომპონენტშიც უკანასკნელ პოზიციაზე არიან. კუთხურის შემდეგ მათ სულ ორჯერ გაიტანეს.

ლეონიდ სლუცკის გუნდმა პასების საშუალო სიგრძე გაზარდა - 19.2მ. შედარებისთვის, "ზენიტისთვის" ეს მაჩვენებელი 17.8 მ-ია. რას ნიშნავს ეს? ყაზანელები წარმატების მიღწევას შორეული პასებით ცდილობენ, რაც არ ამართლებს - სიზუსტე მხოლოდ 60 %-ია.

რაც შეეხება წარმატებებს - "რუბინი" ლიდერთა შორისაა ორთაბრძოლებში გამარჯვების მხრივ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ყაზანელები დარტყმების სტატისტიკაშიც ლიდერობენ - შეხვედრაში საშუალოდ 33 ცდა, საიდანაც 19 ზუსტია.

სლუცკის გუნდს ყველაზე ხშირად 3-45 და 75-90 წუთების ინტერვალში გააქვს. რას მიანიშნებს ეს? - ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყაზანელები საკუთარ კარში გოლებს ადრე (15-10 წუთებში) იღებენ და შემდეგ თამაშის გადარჩენა სჭირდებათ.

გასულ სეზონთან შედარებით, გუნდს პროგრესი აქვს სტანდარტულებიდან გოლის გაშვების მხრივ - ჯერჯერობით მხოლოდ 8 და აქედან 3 თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან.

მთავარი მარცხი

ყველაზე დიდი ვარდნა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში შეიმჩნევა. გასულ სეზონში მან 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა, ახლა კი მხოლოდ 1 გოლი და 2 პასი აქვს. თუკი ქართველი გარემარბი საჯარიმოში 3.5 შედეგიან პასს აკეთებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 2.8 გახდა. გარდა ამისა, ხვიჩაზე უფრო იშვიათად ჯარიმდებიან - 44-დან 26-მდე დაეცა.

პრემიერლიგის მთავარი დრიბლიორი კვარაცხელია აღარაა - წოდება მას ცსკა-ს 23 წლის ნიგერიელმა შემტევმა ჩიდერე ეჯუკემ ჩამოართვა. ქართველის წარმატებული დარტყმების პროცენტი ცოტათი გაიზარდა - 53-დან 55%-მდე.

მომზადებულია Business-gazeta-ს მიხედვით

Skeleton
რომ გადააყოლეთ იმ სატრანსფერო ფასს, გაიაფდა ტრანსფერმაკეტზე უკვე. დღეს განახლდა ფასები. 16 მილიონია ახლა. რათქმაუნდა ტრავმის და ასევე ფსიქოლოგიური წნეხის გამო რუბინში ჩარადნილი თამაშების ფონზე მოხდა ეგ 2 მილიონით დაწევა. ნაკრებში მშვენივრად ითამაშა. ერთი მხრივ კარგია ეს ფასის დაწევა, იქნებ რუბინმაც დაუწიოს და წაიყვანოს ევროპულმა გუნდმა. დიდი იმედი მაქვს. სატრანსფერო ფასი მისი კარგი თამაშის გამო დაედო. როგორც კი მოუკლო ფასმაც მოიკლო, მოუატებს და ფასიც მოიმატებს.
ჭირი იქა ლხინი აქა
ნეტარ არიან მორწმუნენი
tngh
ხვიჩამ შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ნაკრებში... განსაკუთრებით შვედეთთან. იმედია, მომავალი სეზონი უკეთესი ექნება. დანარჩენზე "რუბინმა" ინერვიულოს.
gia
არა უშავს, ხვიჩა მოერევა დროებით ჩავარდნას და ისე ამოიქოქება თავისებურად. ხვიჩას ვუსურვებთ: ტრავმები, დეპრესიები და ყველაფერი ცუდი ამ წელში დატოვოს და ახალი წელი ყოფილიყოს ნამდვილად წარმატებების წელი! გვჯერა, რომ ხვიჩას მაგარი წელი ექნება!
სააკაძე
ხვიჩა კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!
აჰა კომენტიი
რუბინმა იდარდოს მაგაზე, ნაკრებში თამაშით კი კმაყოფილი ვარ))
სოსო
ვის უნდა ჩააწოდოს?დესპოტი სანამ იყო აწვდიდა კიდეც და გოლებიც გადიოდა.ახლა კი ცენტრში ღარავინაა და ხვიჩაზე თუ ბაკაევზე,ცენტრალური ზონდან დამატებითი მცველი გადადის,დაზღვევაზე.რა თქმა უნდა გარღვევაც ძნელდება და აღარც დაჯარიმება უწევთ.სტარფელტი და მაკაროვი გაუშვეს,დესპოტი ტრავმებშია,სამოშნიკოვიც და ძალიან ხშირად ხვიჩაც.გაშვებულთა სრულფასოვანი შემცვლელები ვერ მოიყვანეს,სათადარიგოთა სკამი მოკლეა და დაცვა ორივე ფლანგიდან ატარებს შეტევებს.ამ პირობებში ხვიჩაც და მარჯვენა ფლანგიც,იძულებულია დაცვაში მეტად იმუშაოს.რა თქმა უნდა ტრავმებმა და მასზე ნადირობამაც შეუშალა ხელი,მაგრამ ობიექტური პირობებიც უშლიდა ხელს.ამის არ დანახვა,არაობიექტურობაა.ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ,ყველამ ვიცით და მაგაზე ლაპარაკს,საჭიროდ აღარ ვთვლი.
simartle
აბა მშივრებო კლავიატურის ლომებო კომენტარებზე იაქტიურეთ…
დავითი
მე დარწმუნებული ვარ ხვიჩა იქნება ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელი საქართველოს ისტორიში. ეს ჩავარდნაც არაა. ვოვას, ყიფიანს და შენგელიას ქონდათ სეზონური ჩავარდნები, მაგრამ დღეს ლეგენდები არიან. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ქ. გ.
ნაკრებში კარგად თამაშობს. დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს.
სოსო
მაინც მშვენივრად გაიყიდება ახალი წლის შემდეგ,რადგანაც მაგ სტატისტიკაში არ ჩანს მრავალი სახიფათო დრიბლინგი რომელსაც არ მოყვა გოლი(კარგი ფორვარდების დეფიციტი აქვს რუბინს) ან წააქციეს დარღვევით, თუმცა მსაჟმა 100%-იანად არ მიიჩნია და არ დანიშნა პენალტი და ა.შ.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან