იტალიელ ჟურნალისტთა ნაწილმა "მილანში" მარეკ ჰამშეკის ტრანსფერი უკვე შემდგარად გამოაცხადა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი ყოფილა
“მილანის” გარშემო იტალიურ სპორტულ პრესაში უამრავი ჭორმართალი ვრცელდება - ბოლო და ყველაზე აქტუალური საკითხი მარეკ ჰამშიკის შავ-წითელთა ბანაკში გადანაცვლების ამბავია. ჟურნალისტთა ნაწილმა ეს ტრანსფერი უკვე შემდგარად გამოაცხადა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი ყოფილა - მოვუსმინოთ “როსონერის” ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის:

“მიზერული შანსიც კი არ არსებობს იმის, რომ მარეკ ჰამშიკმა მომდევნო სეზონში “მილანის” ღირსება დაიცვას. ძალიან კარგი ფეხბურთელია, ამის უარყოფა შეუძლებელია, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გეგმებში აშკარად არ შედის. რაც შეეხება სხვა შესაძლო შენაძენებს, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი კაკას და განსოს ტრანსფერების მიმართ. ორივეს სურს “მილანში” გადმოსვლა, რაც ერთი-ორად გაგვიადვილებს საქმეს. განსოსთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში წარმატებით დასრულდეს. აი რაც შეეხება სესკ ფაბრეგასის საკითხს, ის ალბათ დატოვებს “არსენალს”, მაგრამ გადავა “ბარსელონაში” და არა “მილანში” - ასე რომ, ესპანელთან დაკავშირებით სასიხარულოს ვერაფერს გეტყვით”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა