ყოველი ახალი წელი ძველის გაცილებითა და ახალი იმედებით იწყება. ვიხსენებთ წინა წელიწადის კარგ და ცუდ ამბებს, წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რომლებიც არასდროს გვაკლია.

2021, წინა წლის მსგავსად რთული და ცუდად გასახსენებელი იყო. სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიამ გავლენა ყველასა და ყველაფერზე მოახდინა, ათასობით თანამემამულის სიცოცხლე მოგვპარა.

ამ დეპრესიულ ვითარებაში საქართველოს გახარება ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ შეძლეს - „ლაშიკოებმა“ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ტალახაძემ, საერთოდ, წინა წელს „ყველა“ რეკორდი დაამყარა.

გაგვახარა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც, რომელმაც 2 ტურნირი მოიგო, ქართველი ჩოგბურთელებიდან მასტერსის ფინალი პირველად ითამაშა. ეკო გორგოძე კი ამ საუკუნეში პირველი ქართველი ქალი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც WTA 250-იანი კატეგორიის ტურნირზე იმარჯვა.

მართალია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს წარმატებული წელი არ გამოუვიდა, თუმცა სასიამოვნო ამბავი ამ სპორტშიც მოხდა და NBA-ს მორიგი ქართველი შეუერთდა - სანდრო მამუკელაშვილი ლიგის ჩემპიონი „მილოუკი ბაქსის“ მოთამაშე გახდა. მსგავსი მოვლენა ფეხბურთშიც გვქონდა - გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ლიგიდან წავიდა და „ვალენსიას“ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კი წელი ზედიზედ მოპოვებული 3 გამარჯვებით დაასრულა და მომავალი სეზონისთვის იმედები გაგვიჩინა. მორაგბეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი და ღირსეული მატჩი ჩაატარეს.

ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი კარგი ამბავიც დაიწერა, ბევრი საინტერესო, ბევრი თქვენთვის უინტერესო. თქვენგან არც კრიტიკისა და არც შექების კომენტარები დაგვკლებია. განურჩევლად ყველას მადლობა გიხდით, რომ ჩვენი მკითხველი ხართ. გპირდებით, მომავალ წელს ჩვენც უკეთესები გავხდებით!

გილოცავთ ახალ წელს, უამრავ სასიხარულო მომენტსა და ბედნიერების მწვერვალის დაპყრობას გისურვებთ. წინსვლა, წარმატება, სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენ და თქვენს ოჯახებს!

2021-ში კარგი და ცუდი დღეები გვქონდა, თუმცა ის დრო უკვე წარსულად იქცა. ახალი წელი ახალი მიზნებით, ახალი ოცნებებით უნდა დავიწყოთ. გახსოვდეთ, ის რაც დღეს შეუძლებლად მიგაჩნიათ, შესაძლოა, ხვალ რეალობად იქცეს. ამიტომ, არ თქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე და მათ ასასრულებლად ბოლომდე იბრძოლეთ!

არაქართველი
Хотите правду? Партия "Грузинская мечта"купила все выигранные футбольные матчи сборной (с Швеции,мл.Англии,Косово в гостях), чтобы наши люди забыли о страданиях Саакашвили в тюрьме! Это факт! Иначе 100% проиграла бы эти матчи сегодняшняя сборная команда Грузии! Златан воочию тренировал нашего вратаря. Кварацхелия не случайно "забил" два гола, чтобы его продать по хорошей цене! Cогласятся со мной, кто хоть чуточку разбирается в футболе, посмотрев запись вышеуказанных матчей! Под конец сообщу вам самое смешное - До этих матчей сборная Грузии не выигривала аж целых 9 лет! Игра с Косово в гостях была первой "выигранной" встречой перед муниципальными выбoрами, что плохо совпадала 9 летним правлением партии"Грузинская мечта", с 9 летним не выигранными матчами сборной Грузии по футболу..!
₾ადო
მხოლოდ ამ საიტზე ვაქტიურობ. ამიტომ, სპორტალი-ის კოლექტივს და მის მკითხველს დიდი სიამოვნებით ვულოცავ ახლა წელს და ვუსურვებ პირად ბედნიერებას და დიდი (და ბევრ) წარმატებებს! :)
Levani
მეც გილოცავთ ახალ წელს.ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება-თუ კომენტარებს live რეჟიმში გაუშვებთ კონტროლის გარეშე საიტზე ბევრად მეტი ხალხი იაქტიურებს.კი რისკი არის რო ცუდი კომენტარებიც დაიწერება,მაგრამ შეგიძლიათ ვინც იუზრდელებს ბანი დაადოთ.
თენგაბი
Sportall.ge - ის კოლექტივს, გილოცავთ! უფლის წყალობა და სიკეთე არ მოგკლებოდეთ. ასევე ვულოცავ მთლიანად საქართველოს. წარმატებები!
goga
გერმანიიდან მოგესალმებით , მადლობა თქვენ,ყოველდღე შემოვდივარ და ვკითხულობ ახალ ამბებს ფეხბურთზე
Alexandre
Sportall.ge - ის კოლექტივს! გილოცავთ ახალ წელს, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან კარგები ხართ, მადლობა თქვენ. კრიტიკა? ვინც არაფერს აკეთებს, ის არც ცდება, ასე რომ იშრომეთ, გაგვახარეთ. ბედნიერი წელი საქართველოს, ქართულ სპორტს, ყველა ოჯახს.
რობი
გილოცავთ ყველას
დიმო
მრავალ ახალ წელს დაესწარით გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოში!!!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა