ახალი, 2022 წლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე "ვალენსიამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გიორგი მამარდაშვილმა ამ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით.

ქართველი კიპერის სატრანსფერო ღირებულება 850 ათასი ევრო იყო. გიორგის გამოსასყიდი თანხა თავდაპირველად 20 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ყოველწლიურად 5 მილიონით გაიზრდება.

ამის შესახებ განცხადება თბილისის "დინამომაც" გაავრცელა:

"დინამო თბილისმა" საფეხბურთო კლუბ "ვალენსიასთან" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალურ შეთანხმებას მიაღწია. ესპანურმა მხარემ ქართველი მეკარე წინასწარ განსაზღვრულ ვადაში გამოისყიდა.

გიორგი მამარდაშვილი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა. ახალგაზრდა ქართველი მეკარე "ვალენსიას", განათხოვრების წესით, 2021 წლის ივნისში შეუერთდა და მას შემდეგ ლა ლიგაში ექვსი მატჩი გამართა. ამავე წელს შედგა მამარდაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. იგი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მატჩი სრულად ჩაატარა.

საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მოხარულია, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილი მოთამაშე კარიერას ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდში გააგრძელებს. კლუბი გიორგი მამარდაშვილს წარმატებას უსურვებს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე."

31 დეკემბერი "ღამურებისთვის" უიღბლო გამოდგა - ლა ლიგის მე-19 ტურში "ესპანიოლთან" "მესტალიაზე" დამარცხდა - 1:2. მასპინძლები იგებდნენ, თუმცა დუროს გაძევების შემდეგ საკუთარ კარში 2 გოლი მიიღეს. ბორდალასის შეგირდებმა 6 გაფრთხილება მიიღეს, მათ შორის, მეკარე სილესენმაც.

"ვალენსიას" უახლოესი შეხვედრა 5 იანვარს, "კოპა დელ რეიზე" აქვს - "კარტახენას" ესტუმრება. მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის წინა ეტაპებზე მეკარე ხაუმე დომენეკი თამაშობდა. სავსებით შესაძლებელია, ახლა ამის საშუალება გიორგი მამარდაშვილს მიეცეს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 8 იანვარს (00:00 სთ), მე-8 ადგილზე მყოფი "ვალენსია" ლიდერ მადრიდის "რეალს" ესტუმრება.

hhh
რახან გაიფორმეს იმედია თასზე მაინც ათამაშებენ.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო