ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთი და უფრო მეტი

ფეხბურთი და უფრო მეტი

მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ბუნებრივია, თითოეული თამაში უდიდეს ინტერესს იწვევს. ძალიან ბევრ ისეთ ფაქტზე და ასპექტზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომელიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩებოდა. მუნდიალი მხოლოდ ფეხბურთი არ არის, კიდევ უფრო მეტია და ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდით. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრათა უმეტესობა არც თუ მაღალ ტემპში მიმდინარეობს და თამაშების ხარისხის თითქოს გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იგივე ჩემპიონთა ლიგაში, მუნდიალი მანც ნომერი პირველია და ერთადერთი ტურნირი, რომელიც ცდება სპორტის ფარგლებს. გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტი მიმდინარე ჩემპიონატიდან და მათზე გავამახვილოთ ყურადღება...

მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ბუნებრივია, თითოეული თამაში უდიდეს ინტერესს იწვევს. ძალიან ბევრ ისეთ ფაქტზე და ასპექტზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომელიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩებოდა. მუნდიალი მხოლოდ ფეხბურთი არ არის, კიდევ უფრო მეტია და ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდით. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრათა უმეტესობა არც თუ მაღალ ტემპში მიმდინარეობს და თამაშების ხარისხის თითქოს გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იგივე ჩემპიონთა ლიგაში, მუნდიალი მანც ნომერი პირველია და ერთადერთი ტურნირი, რომელიც ცდება სპორტის ფარგლებს. გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტი მიმდინარე ჩემპიონატიდან და მათზე გავამახვილოთ ყურადღება.

იონგ ტაე-სე (კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა)

ვინც ბრაზილია-ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთა პაექრობას უყურა, უთუოდ შეამჩნევდა, როგორ იტირა ჰიმნის მოსმენისას იონგ ტაე-სემ. ასეთი ეპიზოდები ალბათ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხდება და ბუნებრივია, გულგრილს არავის ტოვებს. ტაე-სე იაპონიაში ცხოვრობს, იქაურ კლუბში თამაშობს და სანახევროდ სწორედ იაპონელია, მაგრამ როგორც დავრწმუნდით, მისი გული კორეისთვის ძგერს. გარდა იმისა, რომ ასე ემოციურად მოქმედებს მასზე საკუთარი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი, თამაშითაც უთუოდ გამორჩეულია. მართალია, მისმა გუნდმა პორტუგალიასთან 7:0 წააგო და საერთოდაც, ნული ქულა აქვს, მაგრამ თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება, უთუოდ ის გახლავთ. განსაკუთრებით კარგად ბრაზილიასთან წარმოჩინდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელ უკანახაზელებს გვარიანი თავსატეხი გაუჩინა. ისე ჩაატარა მთელი სეზონი დუგლას მაიკონმა, რომ კაცი ვერ გაექცა და თუ დააკვირდით, იონგ ტაე-სესთან ერთობ გაუჭირდა თამაში. ორ ეპიზოდში სულაც სუფთად მოტყუვდა და მდევრის როლშიც აღმოჩნდა. ალბათ, ამიტომ იყო, რომ ძალიან გაბრაზდა და ამ მუხტით წინ წასულმა, ჩრდილოეთ კორეას საბედისწერო გოლი გაუტანა. ტაე-სე კი სამშობლოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, აი რას ამბობს თავად ფეხბურთელი იმ განწყობაზე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობისას ეუფლება:

“ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, ამ ემოციას მაინც ვერ მოგაწვდით. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც კი შეიძლება ფეხბურთელმა განიცადოს. ამად არის, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებ, თუმცა ხანდახან ეს ძალიან მინდა. სამწუხაროა, რომ ქულის აღებაც კი ვერ მოვახერხეთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძალა არ დაგვიკლია. ვეცდებით, ერთ შეხვედრაში მაინც გავიმარჯვოთ და ჩემპიონატი თავაწეულებმა დავტოვოთ”.

აღსანიშნავია, რომ კორეელეებს აკრძალული აქვთ უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობა. თუმცა, ტაე-სემ იმდენად დააინტერესა მედია, რომ მასთან გასაუბრება თვით ფიფას ჟურნალისტებმა მოისურვეს. კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია უმაღლეს საფეხბურთო ორგანოს ვერ დაუპირისპირდა და მედიის წარმომადგენლებს ფეხბურთელთან გასაუბრების საშუალება მისცა. აი ასე გავიგეთ, რომ ჩრდილოეთ კორეელებს თურმე ძალიან უყვართ თავისი სამშობლო.

მილოვან რაიევაცი (განის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

განის ნაკრებს სერბი სპეციალისტი მილოვან რაიევაცი თავკაცობს. ბევრისთვის უცნობი მწვრთნელი, რომელიც თავის დროზე ბელგრადის “ცრვენა ზვედას” ედგა სათავეში. ასევე, წვრთნიდა მოკრძალებული ამბიციების გუნდებს: “სლობოდას” და “ვოივოდინას”, 2008 წლიდან კი განის ეროცნული გუნდის მესაჭედ მუშაობს. ეს აფრიკული ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და შესაბამისად, განაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დროა მთავარზე გადავიდეთ და განა-სერბეთის მატჩი გავიხსენოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაიევაცი სერბი გახლავთ და მუნდიალის პირველ ტურში საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან მოუწია დაპირისპირება. მთელი შეხვედრის განმავლობაში, ემოციურად კარნახობდა შეგირდებს თუ როგორ უნდა ემოქმედათ და მთელი ენერგიით იყო ჩართული თამაშში. ანუ, მოიქცა როგორც ნამდვილი პროფესიონალი, მაგრამ ამასთანავე, როგორც ნამდვილი პატრიოტი. განელთა გოლი არ უზეიმია, პირიქით, თითქოს სადღაც ეწყინა კიდეც. რაც მთავარია, ეს არ იყო სიყალბე, მას სახეზე ეწერა, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თამაში მაინც და მაინც დიდ სიამოვნებას არ ანიჭებდა. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, რომელმაც განელთა გამარჯვება გვამცნო, რაიევაცისკენ მოზეიმე აფრიკელი ფეხბურთელები გაემართნენ, რათა მასთან ერთად გაეზიარებინათ ეს დიდი სიხარული. თუმცა, მილოვანმა ყველანი უხეში ჟესტით მოიცილა, დღეს მე არ მეზეიმებაო და მოედანი დატოვა.

სერბის ასეთი საქციელი იშვიათი და ვფიქრობთ, ძალიან დასაფასებელია, რადგან არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფეხბურთი და გნებავთ, პროფესიონალიზმია. გაცილებით უფრო კარგი სანახავია ასეთი რაიევაცი, ვიდრე ჰოლანდიელთა დამარცხებით მთელ სტადიონზე მოკუნტრუშე და მოხტუნავე გუუს ჰიდინკი. გახსოვთ ალბათ, რა ამბები დაატრიალა, როდესაც მისმა გაწვრთნილმა რუსეთმა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატიდან ჰოლანდია დაიფრინა.

ზინედინ ზიდანი

ზიდანი სამხრეთაფრიკაშია და ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს. უკვე არაერთხელ მოექცა ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფრანგეთის ნაკრები და რაიმონ დომენეკი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. პირდაპირ თქვა, გუნდის მეტი ყველაფერია და არ მიკვირს, რომ ჯგუფირ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები ასე წარუმატებლად ასპარეზობსო. ზიდანი ალჟირის ორივე თამაშს დაესწრო და თუ რატომ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ზინედინი წარმოშობით ალჟირელია და მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა, დიდ დროს სწორედ ისტორიულ სამშობლოში ატარებს. იქაური ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს და როგორც ამბობენ, დიდ ინვესტიციებს აბანდებს. ვის უგულშემატკივრებდა ზიდანი, ერთმანეთს რომ საფრანგეთის და ალჟირის ნაკრებები შეხვედრილიყვნენ? – ვფიქრობთ, საინტერესო კითხვაა, რომელზეც პასუხს თავად ლეგენდარული ფეხბურთელი გასცემს:

“თუ მატჩი ორივე გუნდისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, მაშინ არც ერთს არ ვუგულშემატკივრებ. უფრო სწორად, ორივეს ვუქომაგებ და ნებისმიერ შემთხვევაში, კმაყოფილი დავრჩები. ჩემთვის ალჟირიც სამშობლოა და საფრანგეთიც, ასე რომ, არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. ისე, ამ საფრანგეთთან ალჟირს წარმატების კარგი შანსი ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დომენეკს ფეხბურთელთა დიდი არჩევანი აქვს, გუნდი ერრთსულოვანი არ არის და შესაბამისად, ვერც წარმატება ექნება. საპირისპირო მდგომარეობაა ალჟირელთა ბანაკში, სადაც მონდომება და ერთ მუშტად შეკვრა არ აკლიათ, მაგრამ საშემსრულებლო ოსტატობა არ ჰყოფნით. აი, რომ გავაერთიანოთ ჩემი ორი სამშობლოს ნაკრებთა დადებითი მხარეები, ერთი ძალიან კარგი გუნდი გამოვიდოდა”.

ლაშა წიკლაური

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!