თითქმის ყველა თურქული სპორტული გამოცემა იტყობინებოდა, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველ ირაკლი აზაროვის "ტრაბზონსპორში" ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, რომელიც გუშინ დილით გაემგზავრა დანიშნულების ადგილზე. სახელდებოდა მისი შესაძენი თანხაც 1-1.8 მილიონი ევრო, მაგრამ 61saat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა:

ტრაპზონში აზაროვის ტრანსფერის საინტერესო განვითარება! მათ ფასი ასწიეს...

"კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა მოხდა ქართველი მოთამაშის, ირაკლი აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით, რომელსაც მოელაპარაკნენ და დილით ტრაპზონში ჩაიყვანეს.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დაგეგმილი შეთანხმება არ შედგა. ცნობილი გახდა, რომ ბოლო მომენტში ბათუმის "დინამომ" აზაროვზე ფასი ასწია, "ტრაბზონსპორი" კი მთელი ძალებით ცდილობს პრობლემის გადაწყვეტას.

როგორც ირწმუნებიან, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტიც ტრაპზონში იმყოფება".

"ფანატიკის" ცნობით, პრინციპული შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ როდესაც ფეხბურთელმა დოკუმენტები ბათუმში გააგზავნა, მისი სატრანსფერო ღირებულება გაზარდეს და ამ მომენტისთვის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

კირკიტა
არასწორი საქციელია "დინამოს" მხრიდან ამ ტრანსფერის დაბლოკვა. რა თანხასაც იხდიან, რეალურზე მეტიცაა და იმაზე მეტის მოთხოვნა, უკვე სიხარბეა. ეს სიხარბე კი ფეხბურთელსაც დაღუპავს და კლუბსაც.
დათა თუთაშხია
ყველა ფეხბურთელს (და არა მხოლოდ მათ) რომ კითხო, საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონეა. არადა ეს დონე სწორედ მათგან მომდინარეობს და სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს), საქართველოს ჩემპიონატის დონეზე რომ საუბრობენ.
ბექა
დღეს ქართველი ლეგიონერებიდან,ყველაზე სტაბილურად თამაშობს საბა ლობჟანიძე რომელიც თურქეთის ჩემპიონატშია,მე რუსეთის ჩემპიონატს თურქთის ჩემპიონატი მირჩევნია მაღალი დონის ლეგიონერებიც თამაშობენ და კარგი დონეც აქვთ
გურამო
სანამ საქართველოს ჩემპიონატში არ შემოვნენ სერიოზული ინვესტორები რომლებიც იყიდიან გუნდებს და არ ჩადებენ მილიონებს ამ გუნდების განვითარებაში არ ააშენებენ ბაზებს აკადემიებს სტადიონებს მოუვანენ ძლიერ მენეჯმეტს და ფეხბურთელებს იქამდე ჩვენ სულ ასეთი ლიგა გვექნება ინვესტორები არ არიან მაშინ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო,ხოლო სახელმწიფოს არ აქვს იმდენი რესურსი და ფინანსები რომ კონკრეტულად ფეხბურთს გაუწიოს სრულფასოვანი დახმარება ჩინეთი ან არაბეთი არაა ვართ რომ მილიარდები ჩავასხათ ფეხბურთის განვითარებაში ქართული საკლუბო ფეხბურთი არის ხელოვნურ სუთქვაზე და კიდე დიდი ხანი ასე იქნება სანამ მართლა ვინმე შეიხი ან მილიარდელი არ მოვა რომელიც დახარჯავს კოლოსალურ თანხებს.:)) აქედან გამომდინარე ნიჭიერი ფეხბურთელი რომლის მიმართაც არის ინტერესი თუნდაც რუსეთ თურქეთიდან ეროვროპაზე ლაპრაკიც არაა (ვგულისხმობ კარგ გუნდს) იმ ფეხბურთელის არ გაშვება და დატოვება არის დანაშაული ის ფეხბურთელი საბოლოდ ნაკრებს გამოადგება და ნაკრები ყველა კლუბზე და შიდა ჩემპიონატზე მაღლა დგას ამ ეტაპზე ქართული საკლუბო ფეხბურთი ისეთ დღეშია სამწუხაროდდ რუსეთი და თურქეთიც არაა დასაწუნი ლიგები ჩვენთვის.
გიორგი
დღეს საქართველოს ჩემპიონატი არის ძალიან დაბალი დონის პირველობა ყველანაირი თვალსაზრისით (თურქეთის ლიგას ვერც შევედრებით) ფინანსური სპორტული თუ ინფრასტრუქტურული გადმოსახედიდან ყველაფერში პრობლემებია არიან გუნდები რომლებსაც სტადიონები არ აქვთ არიან გუნდები რომლებსაც სპონსორები არ ჰყავთ და ყოველ წელს 2-3 გუნდი იშლება ფინანსური პრობლემების გამო წელს თელავი და ლოკომოტივი დაიშალა და ესეთი შემთხვევები არის სულ სეზონი არ ჩაივლის რომ რომელიმე გუნდი არ დაიშალოს სპორტული თვალსაზრისით კიდევ 14 წელია ვერცერთ ევროტურნირზე ვერ გავსულვართ ამ ჩემპიონატში ნიჭიერ ფეხბურთელის თუ არ გაუშვებ კარგ კლუბში ინტერესის შემთხვევაში და თუ შეცდები დატოვო ეროვნულ ლიგაში ესეიგი მართლა ამ ფეხბურთელის მტერი ხარ სხვა ახსნა არ აქვს ტრაპზონის ნაირი გუნდი ჩვენთვის არ არის დასაწუნი პირიქით ეს ძალიან კარგი გუნდია და იქ უკვე ყველაფერი აზაროვზეა დამოკიდებული და ნაკრებიც მიიღებს კიდევ ერთ კარგ ლიგაში კარგ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელს რომელსაც ტრაპზონიდან შეიძლება კარგი ევროპული პერსპექტივა ქონდეს და ეს ბიჭი არ გაუშვა ტრაპზონში დატოვო ბათუმში როცა ინტერესიადა იხდიან ფულს მაშინ ესეიგი შენ არ გიდნა რომ ეს ფეხბურთელი განვითარდეს და შანსი გამოიყენოს ჯვარი წერია რო დარჩეს და მიიღოს ტრამვაა და იგივე დაემართოს რაც კოხრეიძეს მერე რა ხდება? არ იქნები დამნაშავე კლუბის ხემძღვანელი იქნება თუ აგენტი? ესეთი შანსი უნდა გამოიყენოს ყველა ფეხბურთელმა.
ჩორნა
მარტივი კითხვა მებადება მცოდნეების მიმართულებით და თურქეთში გგონიათ ფეხბურთს თამაშობენ ან მაქედან ტოპში გადავა ვინმე? გული მერევა უაზრო შედარებებით რა.. თურქეთს მე (აჭარელს) რუსეთი მირჩევნია და მაქვს მიზეზი თუ ისტორიიდან მსჯელობთ, და რა ფეხბურთელებიც გვყავს ის მიღწევებიც აქვთ..
ბათუმიდან
ტრაბზონი ჩემპიონი გახდება თურქეთის,იქ რომ თამაშები მოუწიოს ლიგაზე მოხვდება ა ბურთი და ამოედანიო მაგაზე გამოვა. ახლა ეს ტრანსფერი რომ ჩაშალონ მერე ჩვენთანაც გაუჭირდება თამაში,რათ უნდა გრაკის თამაში მოვილაპარაკეთ წინასწარ და გააგზავნეთ მერე..ყველას გილოცავთ ახალ წელს♥️♥️♥️♥️♥️
მინდია
მე ვფიქრობ რომ ტრაპიზონი კარგი ვარიანტია
G.LA
მე პირადად ადრე მგონია ამ ბიჭის გასხვისება, რამოდენიმე მიზეზთა გამო. 1) ბათუმის დინამოს დასუსტება არ მინდა ამ რგოლში, საერთაშორისო ტურნირის წინ 2) ეს ის ფასი არაა რაც დასაშური უნდა იყოს ამ ეტაპზე, რადგან საერთაშორისო ტურნირზე და ნაკრებშიც უფრო უნდა გამოჩდეს, შესაბამისად მოუმატოს კიდევაც. 3) როგორც წარსულის გამოცდილებიდან დავინახეთ, ჯერ ჩამოუყალიბებელი ფეხბურთელის ასეთ ასაკში უცხოეთი ხშირ შემთხვევაში კარგად არ აისახება. 4) თურქეთის ჩემპიონატი არ არის ის ჩემპიონატი სადაც ახალგაზდა ფეხბურთელები ყალიბდებიან ევროპისათვის შემდეგ პერდპექტივით. (არველაძეს მაგალითს ნუ მომ ყვანთ ის მეტად ჩამოყალიბებული იყო და თანაც თავდამსხმელი, თანაც შოთი იყო დონე)
ელგუჯა
ტვინი აქვთ გადაბრუნებული დღევანდელ ახალგაზრდობას სკოლაში ასწავლიან სოროსელები თორემ რაც თურქებმა ქართველელების სისხლი სვეს . დღეს ვითომ კარგი უნდათ ჩვენთვის) თურქს ასი წელი რუსი მირჩევნია
სოსო
ჯუღელის,რუსული კარის თამაშები
Io
მარტივად მგონია უფრო, მორიგი ტალანტი გამოჩნდა საქართველოში და რუსებმა ხომ უნდა დაუნგრიონ კარიერა, კრასნოდარმა ეტყობა მეტი შესთავაზა, წაიყვანს და რაც სხვებს გაუკეთეს იმას გაუკეთებენ ამასაც
კახა ქ.
აი ასეთი მიდგომა დაღუპავს ქართვწლებს საქმისადმი.აბა ჩვწნ გაგვიკწმეთოს ასე ვინნემ--რეებს ვიტყვით და დავწერთ წარმომიდგენია.ღორობა დამღუპველია ყვგან და ყველაფერში.უცებ აშენება მოუნდათ ჯიგრებს,ჰა ჰა ჰა
გაბო
მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ოკუპანტია,ისინი ქარტულ გენს, ქართულ კულტურას, სპორტს დიდად აფასებენ,ასევე ერთმორწმუნეობას,ჯერ კიდევ გვაქვს ამ საკითხში შერჩენილი ავტორიტეტი. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი თურქეთზე. კი დღეს თუქეთი სტრატეგიული პარტნიორია,თუმცა ფეხბურთელისთვის მაინც რუსეთი ჯობია!
მოქალაქრ
ქართული სულის კვეთება სპორტისადმი გამოჩნდა ...აი ასე გავფრინდებით. სპორტზე არ ფიქრობენ თურმე ფული
ბაჯო
Dagupaven am bihs dolize da dvalishvili
G
Vertical-ს ორ წინადადებაში ჩატეული სწორი ანალიზი. ყოჩაღ!!
დათო
ყოჩაღ ბათუმის დინამოს, ფიფიასავით მსნქანის ფასშო კი არ ასიხარებდ გეხბურთელებს
რონი
რას გადაეკიდნენ ამ ჯუღელს ვინ მოაწყო დიდ გუნდში ყველას ეგ მაფიოზა რო აყავს? ფეხბურთელებს ტვინი მართლა ფეხებში აქვთ ვრწმუნდები.
Vertical
შეიძლება ორივე ცუდია, მაგრამ ერთი და იგივეაო რომ ამბობ, არასწორია. თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებს აღიარებს (იგივე ფარგლებში, როგორც თვითონ საქართველო!), ხოლო რუსეთი - არა. შეიძლება თურქეთი არ იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი, შეიძლება ჰქონდეს "ბოროტი ჩანაფიქრები", მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს ქვეყანა პატივს სცემს და საქართველოს ისე უყურებს როგორც თანაბარუფლებიან სახელმწიფოს. მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანების კუთხით და ა.შ. ხოლო რასაც რუსეთი გვიკეთებს დღეს, ამის გაუბრალოება და თურქეთთან, აზერბაიჯანთან ან სომხეთთან გათანაბრება არასწორია და ეს არის ის, რაც თვითონ რუსეთს აწყობს და ამას ნერგავს საქართველოში რუსული პროპაგანდა.
ლაშა
ჩემთვის რუსიც და თურქიც არის ერთიდაიგივე(ვგულისხმობ სახელწიფოს) ერთმა ქვეყანამაც და მეორე ქვეყანაც წაგვართვა მიწები და დაგვიხოცა ხალხი ზოგიერთები დღეს თურქეთის მეგობარს და პარტნიორს ეძახიან რაც ჩემთვის პირადად სასაცილოა იმ თურქეთის რომელსაც ოსმალეთის იმპერის ნოსტალგია აქვს,მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არჩევანი არის გასაკეთებელი ტრაპზონსა და კრასნოდარს შორის დღეს ტრაპზონი კრასნოდარზე გაცილებით უკეთესი გუნდია და იქ თამაში ჯობია განვითარებისთვის.
გურამო
ჯუღელის თამაშია :)))
გიორგი
აზაროვის აგენტი არის ბატონი მამუკა ჯუღელი დარწმუნებული ვარ რომ თუ ტაპზონის ტრანსფერი ჩაიშალა ბატონი მამუკა აზაროვს მოაწყობს კრასნოდარში საიდანაც ასევე არის ინტერესი.
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ჩემპიონ გუნდში - ირაკლი აზაროვი კარიერას დიდი ალბათობით, საბერძნეთში გააგრძელებს
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
[VIDEO] მრავლისმნახველი სალაჰიც შოკში ჩააგდეს - რა ხდებოდა ტრაბზონში ეგვიპტელი ფეხბურთელის წარდგენისას
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
[VIDEO] თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა - ონანამ საგოლე პასი გააკეთა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...