რუსულმა Realnoe vremya-მ გასული წელი მიმოიხილა და დაწერა სპორტსმენებზე, რომლებმაც გაგვაკვირვეს. ერთ-ერთი ასეთი ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა:

"ჩვენს სიაში სპორტული სამყაროს გმირებიც არიან, რომლებმაც უსიამოვნოდ გაგვაოცეს. მაგალითად, "რუბინის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ბოლო პერიოდში ბევრი წინსვლა ჰქონდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში აბსოლუტურად ვერ ამართლებს.

2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში კვარაცხელიამ მოახერხა, მთელი (ყოველ შემთხვევაში, ევროპული) საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიექცია. 2020/21 წლების სეზონის 23 თამაშში მან 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ვხედავდით ფეხბურთელის ვირტუოზულ დრიბლინგებს - მას ზოგჯერ მეტოქე გუნდის ორი ან თუნდაც სამი მცველი ეთამაშებოდა. გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები, რამაც საბოლოოდ საშუალება მისცა "რუბინს", მეოთხე ადგილი დაეკავებინა და ევროტურნირებზე ეთამაშა.

პრობლემები ჯერ კიდევ ახალი სეზონის დაწყებამდე დაიწყო, როცა მისი ფიგურის ირგვლივ უამრავი ჭორი გავრცელდა - სავარაუდოდ, "ტოტენჰემი" აპირებს აყვანას, "იუვენტუსი" და "მილანი" უკვე მზად არიან და ა.შ... ფეხბურთელები ასეთ ამბებს სწრაფად ხვდებიან - ეს შესაძლოა, აგენტის "თამაში" იყოს. გადაჭარბებულმა ინტერესმა ხვიჩა დააზიანა.

უკვე კონფერენს ლიგაზე ყველამ დაინახა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა პოლონური "რაკუვის" მცველები სულაც არ აღაფრთოვანა და ოთხი ტაიმი ისე გავიდა, არც გოლი ჰქონია და არც საინტერესო მოქმედებები.

მალე გაირკვა, რომ RPL-ის გუნდებმაც გაიგეს, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ხვიჩას - მან თავისი ერთადერთი გოლი ჯერ კიდევ ივლისში, ჩემპიონატის სტარტზე, "არსენალთან" მატჩში გაიტანა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებში შვედეთთან მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა - ორჯერ მეტი, ვიდრე სეზონის უმეტესი ნაწილში. ახლა კი ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რა მოტივაცია აქვს ფეხბურთელს ყაზანში სათამაშოდ.

საუბარი ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბში გადასვლაზე სადღაც დაიკარგა. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: იყო თუ არა ეს ინტერესი?"

Petre
Uefa da fifam rato aukrzala saqartvelo da rusets ert jgufshi tamashi? albat gadacharbebuli siyvarulis gamo..romelsac rusuli media Arc malavs
დავით67
მირანჩუკი და გოლოვინი ცუდი ფეხბურთელები არიან? დასაცინები ნამდვილად არ არიან. რუსები რომ არიან იმიტომ სცინებ? არ გიტყდება მაინც?

მაღალი კლასი მტკიცდება მაღალი კლასის გუნდებთან, ესპანეთის, საბერძნეთის და შვედეთის ნაკრებების კლასი თუ არ გყოფნით, შარშანდელი სეზონის ბოლოს სპარტაკი და ზენიტი ხომ მიგიფარჩაკათ და მეტი რაღა გინდათ?
თენგაბი
ხვიჩა მაღალი დონის ფეხბურთელია და კიდევ ბევრს მოუმატებს - მარტო მისი გოლები, ესპანეთთან, საბერძნეთთან და შვედეთთან ამის ნათელი დასტურია. რუსეთში რომ მაღალ დონეზე ითამაშოს, კოჭებს არ შეარჩენენ, დაჩეხავენ. ამიტომ ჯობია თავი დაზოგოს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს. ევროპაში უნდა გადავიდეს. აი მერე გამოჩნდება მისი ნამდვილი დონე. წარმატებები ხვიჩას.
ქ. გ.
ხვიჩამ ახალი ფოტო გამოაქვეყნა instagram-ში. თბილისშია, როგორც ჩანს.
zura222
პრინციპში ობიექტური სტატიაა (ბოლო აბზაცის გამოკლებით სადაც ამბობენ იყო თუ არ ინტერესიო) და არაფერი ცუდი და მიუღებელი არაა დაწერილი აქ ხვიჩაზე ! ყველაფერში დამნაშავეა ჯუღელი-საიმანოვის ტანდემი @ მაგათმა ჩააწყეს რაღაცა მაქინაციები და ვითომ კონტრაქტში ის მუხლი ჩადეს რომ ტოპ ლიგაში გადასვლაში ხელს არ შეუშლიდნენ ეს ბლეფი გამოდგა @
ქ. გ.
LeedsUnited-მა ერთი თავდამსხმელი იჯარით სხვა გუნდში გაუშვა. ხვიჩას ელოდებიან?
ზურაბ
თავში აუვარდა და მერე გაიბუტა. ეხლა დაწყნარდნბა, დადინჯდება და წარმატებასაც მიაღწევს
ჩორნა
სმოლოვი გამოგჩა..)) ისე მაგათ სუყველას ერთად აღებულს ოქრიაშვილის ორი მაკრატელა ჯობია..
ნიშადური
ვუსურვებ ხვიჩას წარმატებებს და კარიერის გაგრძელებას ნორმალურ გუნდში და ნორმალური დონის ეროვნულ ჩემპიონატში.რუსეთიდან მოშორებით.
G.LA
ნუ ყიყინებთ რუსებო, არაფერმაც არ დააზიანა ხვიჩა. მშვენივრად დაამტკიცა უფრო მაღალ დონეზე ნაკრებში. მაგ ბატებთან ერთად რაც რუბინშია როგორ უნდა ითამაშოს? ადრე რამოდენიმე ფეხბურთელი იყო მის გვერდით ვისთანაც შეეძლო თამაშის აწყობა და გუნდიც რაღაცას გავდა. ახლა მაგ ყანიდან უნდა წავიდეს და სადაც წავა იმედია გუნდი იქნება, მერე ვნახოთ თუ ვინა არის ეს ბიჭი. დაველოდოთ იანვრის ტრანსფერებს და იქნებ რამე სასიკეთო მოხდეს. წარმატება ხვიჩას!
პარაზიტიოლოგი.
არავითარი "ჭორები". იყო რეალური წინადადებები. თვითონ რუსებმა ჩაშალეს დამპლურად ყველა ტრანსფერი და ყველა შესაძლო ვარიანტი. ეხლა კი სიცრუეებს ავრცელებენ. თან თვითონვე აღიარებენ რომ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია (ოღონდ არ ახსენებენ გოლს ესპანეთთან და საბერძნეთთან). და თურმე, ხვიჩა დააზიანა "ზედმეტმა ინტერესმა." რას მიქვია ზედმეტი ინტერესი?... ესეიგი ევროპელებს თითებს უქნევენ ("რუსულად") არ გაბედოთო "ზედმეტი ინტერესი." თავი გაანებეთო ქართველს და არ შეგვიშალოთ ხელი მის რუსეთში დალპობაში(!) აი, რას ნიშნავს "ზედმეტი ინტერესი." საერთოდ, რუსების ფსიქოლოგიური გარჩევა არის ვეტერინალური არა, უფრო პარაზიტოლოგიური დარგი. ისეთ პრიმატებთან გაქვს საქმე რომ, მიტომ. ასეთი ტუპოების "ძერჟავა" სასწაულია ჯერ კიდევ რომ არსებობს, და საკითხავი მხოლოდ ისაა სადამდე იარსებებს.
კახა ქ.
კაკორინს,მირანჩუკს და გოლოვინს მიხედეთ--თქვენს ვარსკლავებს.....გლიჯავენ იმ ჩემპიონატებში ყველაფერს,სადაც თამაშობენ(როცა ათამაშებენ)
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან