ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 136:131 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ანფერნე სიმონსი გახლდათ, რომელმაც თავი 43 ქულით (9/16 სამქულიანი), 3 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. როგორც მატჩის შემდეგ უცხოურ მედიაში დაიწერა, სიმონსის ბაბუა გასულ ღამეს გარდაიცვალა, შვილიშვილმა კი თავის ყველაზე დიდ გულშემატკივარს გამარჯვება (თანაც, როგორი სტატისტიკური მონაგარით) მიუძღვნა.
ნორმან პაუელმა 26 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება "ჰოუქსს", შესანიშნავი შეხვედრა გამართა ტრეი იანგმა, რომელმაც გუნდს 56 ქულა (7/12 სამქულიანი), 4 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა შესძინა. აქამდე NBA-ს ისტორიაში არც ერთ კალათბურთელს 56 ქულასთან ერთად 14 გადაცემა არ ჰქონია. ამასთან ერთად, ტრეი მე-4 კალათბურთელი გახდა (ჯეიმს ჰარდენი, უილტ ჩემბერლენი და ნეიტ არჩიბალდი), რომლებმაც 50-ზე მეტი ქულა და 14-ზე მეტი ასისტი დააგროვეს.
კლინტ კაპელამ აქტივში 22 ქულა (10/10 ჩაგდებული ბურთი), 11 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, "პორტლენდი" 14 გამარჯვებითა და 22 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 6 იანვარს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ატლანტა" 16 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი იმავე 6 იანვარს, "საკრამენტო კინგსის" პირისპირ გამართავს.
Video
პორტლენდი - ატლანტა
"მემფის გრიზლი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 14-ქულიანი უპირატესობით, 118:104 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან "საუკეთესო ახალგაზრდამ", ჯა მორანტმა, თავი 36 ქულით, 6 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ჯას მხარი დესმონდ ბეინმა აუბა, რომელმაც 29 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხება "ნეტსს", კევინ დურანტმა გუნდს 26 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 3-იც დაფარება შესძინა.
ჯეიმს ჰარდენმა 19 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და თითო ჩაჭრა და დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "გრიზლი" 24 გამარჯვებითა და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ხვალ, 5 იანვარს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბრუკლინი" 23 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 6 იანვარს, "ინდიანა პეისერსის" პირისპირ გამართავს.
მემფისი - ბრუკლინი
ფ
ამ ყველაფერში ზაზას წვლილი უდიდესია, იანისის ძმას თავის დროზე ზაზა შვილივით უვლიდა.
სოსო
2 იანვარს,მილუოკიმ ახალ ორლეანს 136-123 მოუგო. სანდრო მამუკელაშვილმა დასკვნითი 2,48 წუთი ითამაშა.ერთხელ ტყორცნა სამქულიანი და ჩააგდო.კიდევ ერთი კარგი პასის შესრულება მოასწრო სანდრომ,როცა პარტნიორს,ფარიდან 1,5 მეტრში,ღია პოზიციაზე,თავსუფლად სროლის საშუალება მისცა,მაგრამ მან ვერ ჩააგდო.მატჩის დასასრულამდე 6 წუთით ადრე,დასასვენებლად სათადარიგოთა სკამზე დამჯდარ იანის ანტეტოკუმპბოს,სანდრო გვერდით მიუჯდა და რაღაცა ჰკითხა.დაღლილ-დაქანცული იანისი ჯერ მჯდომარე უხსნიდა რაღაცას,შემდეგ ორივენი წამოდგნენ და მოძრაობაც აჩვენა,მცველს როგორ უნდა მიეჯახოს მხრით(ეს მოძრაობის მიხედვით დავასკვენი),უკან გადავახვიე და 1 წუთი და 20 წამი,თითქმის მხოლოდ ამას გვიჩვენებდნენ,კამერები.სულ რამდენიმე წამით გადაერთნენ თამაშზე.რატომღაც ჩვენ საინფორმაციო საშუალებებს ამ თამაშზე,კრინტიც კი არ დაუძრავთ.თითქოს დიდი არაფერი,მაგრამ გამოცდილი ლიდერის ასეთი გულისხმიერება,ახალბედას მიმართ,ძალიან სასიამოვნოდ მომხვდა თვალში.უეჭველია რომ ასეთი დამოკიდებულების პირობებში,სანდროც ძალიან სწრაფად გაიზრდება.
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა