ქრისტინე ბოჭორიშვილმა ბელგრადში, იუნიორთა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა და მე-10 ადგილი დაიკავა
იყო დრო, საქართველოში სინქრონული ცურვა წარმატებულ სახეობად მიიჩნეოდა. ჯგუფურ ვარჯიშში ქართველ სპორტსმენებს საკავშირო ჩემპიონატში საპრიზო ადგილიც დაუკავებიათ, ოთხმოციანი წლების მიწურულს ქრისტინა ფალასანდისა და ნინო მაისურაძის დუეტმა დონეცკში საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. მერე ქრისტინა ათენში გადავიდა საცხოვრებლად და ოლიმპიურ თამაშებშიც მოსინჯა ძალები.

1991 წელს ლიკა ბოკერიამ და ტატიანა პლატონოვამ მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე მე-5 ადგილი დაიკავეს, 1994 წელს კი ჩვენმა გოგონებმა რუსეთის დედაქალაქში იუნიორთა ევროპის პირველობაზე იასპარეზეს.

მას შემდეგ საქართველოში სინქრონული ცურვის ჭაჭანებაც არ ყოფილა. მწვრთნელთა უმეტესობა უცხოეთში წავიდა სამუშაოდ, მათ შორის საბჭოთა კავშირის პრიზიორი ნინო ლომოური, რომელიც დიდი ხანია, სალონიკში ცხოვრობს და იქაურებს ავარჯიშებს, მათ შორის საკუთარ ქალიშვილს - ქრისტინე ბოჭორიშვილს. ამ უკანასკნელმა წლეულს ლუქსემბურგის საერთაშორისო ტურნირზე 1993 წელს და უფრო გვიან დაბადებულთა შორის 71,1925 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

სწორედ ამ ასაკში გუშინ ქრისტინა ბოჭორიშვილმა (1995 წელსაა დაბადებული) ბელგრადში საქართველოს სახელით იუნიორთა ევროპის ჩემპიონატში პირველად მიიღო მონაწილეობა. სოლოში მედლების 18 მაძიებელს შორის 76,6700 ქულით (ტექნიკაში-38.2500, არტისტიკაში-38.4200) მე-10 ადგილზე გავიდა. ჩემპიონობა რუსმა ვლადა ჩიგიროვამ (91.9200) მოიპოვა, მეორე-მესამე ადგილები ანასტასია სავჩუკმა (უკრაინა, 87.2000) და ლინდა კერუტიმ (იტალია, 87.1000) გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა